13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22:11 ორშ. 12 აპრილი, 2021 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. განსაკუთრებით - კომერციულ ოპერაციებს. მერკურის ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას მოგცემთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ. პარტნიორების ან მფარველების დახმარებასა და რჩევაზე უარს ნუ იტყვით, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს საქმიან უნარებზე და თავდაჯერებულობაზე იქნება დამოკიდებული.
კურო
ამ დღეს უხეში და დაუფიქრებელი მოქმედებები შეიძლება, უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ერიდეთ საქმეებს, რომლებიც ზუსტ გაანგარიშებას მოითხოვს. არავის უთხრათ საკუთარი გეგმების შესახებ, მოერიდეთ სეირნობას და მოგზაურობას. ეს დღე თვალთვალს, დევნას და აგრესიულ ადამიანებთან შეჯახებას უკავშირდება, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ და რამე სასარგებლო საქმით დაკავდეთ.
ტყუპები
იღბლიანი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. მიზნისკენ მნიშვნელოვანი წინსვლა გელით. ვენერას მფარველობა სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას გპირდებათ. ტყუპ ქალებს სასიამოვნო ნაცნობობა ან მსუბუქი ფლირტი ელით. ტყუპები მამაკაცები ავტომობილის სწრაფად ტარებას და მჭრელ საგნებთან უირთიერთობას უნდა ერიდოთ.
კირჩხიბი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სული სიხარულით გაქვთ სავსე. გირჩევთ, შვებულების აღებასა და სრულფასოვან დასვენებაზე იფიქროთ. მარტოხელა კირჩხიბებმა, რომლებმაც ოჯახის შექნა ჯერ ვერ მოასწრეს, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატარონ სახლის გარეთ, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. თქვენი ბედი სადღაც ახლოსაა.
ლომი
კრიტიკული დღეა. ეცადეთ, აქტიური საქმიანობისა და ფიზიკური დატვირთვისგან თავი შეიკავოთ. შესაძლებელია, თქვენი სიამაყე ან თანამოსაუბრის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება. მოერიდეთ ბნელ ადგილებს, ახალ ნაცნობობას ან უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. ამ დღეს თქვენი ინტუიცია უკიდურესად დაბალ დონეზეა. საყვარელი ადამიანი უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
შეიძლება, მოულოდნელად მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტება და ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხს მიიღებთ. ბოლოს და ბოლოს, ახლობლებთან ურთიერთობა ნათელი და ჰარმონიული გახდება. მალე მიხვდებით, რომ ძველი პრობლემები თავისთავად მოგვარდა.
სასწორი
სულიერი ძიებისა და განწმენდის დღეა. სასურველია, ტაძარში წასვლა და განმარტოება. წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის სასწორებისთვის. სავარაუდოდ, სასიამოვნო ნაცნობობა ან მსუბუქი ფლირტი გელით. რომანტიკული შეხვედრები ენერგიით აგავსებთ.
მორიელი
პასიური დღეა. სასურველია მგზავრობა და მოგზაურობა არ დაგეგმოთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, ამიტომ უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ. საღამოს,შფოთვის გრძნობა გაიზრდება. დიდხანს ნუ განმარტოვდებით - ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
მშვილდოსანი
პლანეტა ვენერას მფარველობა სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი სასიამოვნო გაცნობა ან მსუბუქი ფლირტი. საყვარელი ადამიანი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ ან გარემოებათა წარმატებული განვითარება საქმეების წინსვლაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თამამად გამოხატეთ სიყვარული და პატივისცემა ადამიანების მიმართ, ვინც მუდმივად თქვენ გვერდითაა. სავარაუდოდ, ყველა კონფლიქტის მიზეზი თქვენი გარეგნული სიცივე და გრძნობების გამოვლენაში თავშეკავებაა.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის, მშენებლობის და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. ერიდეთ მგზავრობას და მოგზაურობას. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს ხანებში შემოსავალს არ უნდა ელოდოთ. წინ ბევრი დაბრკოლება გელით.
თევზები
არახელსაყრელი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და საქმიანი ვიზიტებისთვის. ავტომოყვარულებს გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. შესამჩნევია გრძნობებში ქაოსი და უსაფუძვლო ოპტიმიზმი. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი გაუწონასწორებლობა და უხეშობა იქნება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ დაღლით მხედველობის ორგანოებს. ეცადეთ, საღამო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან