დღის ჰოროსკოპი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:09 შაბ. 12 ივნისი, 2021 წელი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში ძველი, გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და უარი თქვათ რისკზე, რომლისკენაც გიბიძგებენ. მარტოხელა ვერძებმა, სასურველია, სახლის გარეთ მეტი დრო გაატარონ, რადგან არ არის გამორიცხული, დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ.

კურო

ცდუნებების, ცრუ დაპირებებისა და ფუჭი მოლოდინის დღეა. უარი თქვით მასიდან გამორჩევის სურვილზე და თავგადასავლებზე. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ დღეს სწორედ ასეთი პრობლემის გადაწყვეტა მოგიწიოთ. გირჩევთ კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და შემთხვევითი ნაცნობობა სრულიად გამორიცხოთ. ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაელოდეთ. ამ დღეს მეტი არაფერი მოგეთხოვებათ.

ტყუპები

წარმატებული დღეა, რომელიც შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას განასახიერებს. ეცადეთ, თქვენი ორგანიზაციული უნარები აამოქმედოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. სავარაუდოდ, დღეს თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად გაძლიერდება. ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი იყოს. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება თქვენმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ არატრადიციული და უჩვეულო გარემო მოითხოვოს. გამონახეთ თავისუფალი დრო და მოინახულეთ თეატრი ან სამხატვრო გამოფენა. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი მოქმედებები უფრო კრიტიკულად შეაფასოთ.

ლომი

გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში კარგად გამოცდილი მეთოდით იმოქმედოთ და უარი თქვათ რისკებზე და ექსპერიმენტებზე, რომლისკენაც გიბიძგებენ. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი ან ოჯახური კონფლიქტი. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში, აზრებსა და ქმედებებში გაერკვეთ, რათა ბედის მოულოდნელი ცვლილებისთვის მზად იყოთ.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია შეძენისთვის. ამჟამად თქვენი პირადი და საზოგადოებრივი საქმეების უმეტესობა ფინანსებთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან იქნება დაკავშირებული. პროფესიულ საქმიანობაში ექსპერიმენტებს უნდა ერიდოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კარგად გამოგდით. ოჯახის წევრები თქვენით უკმაყოფილოები არიან. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, თქვენი მოუცლელობა და ახლობლების მიმართ ყურადღების ნაკლებობა იქნება.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია კომერციულ ბიზნესში აქტიური მოქმედებებისთვის. თქვენმა გადაჭარბებულმა ენერგიამ შეიძლება ერთ-ერთ მეგობართან ურთიერთობის გაუარესება გამოიწვიოს. კატეგორიულად აკრძალულია მკითხაობა ან ნებისმიერი მაგია. ამან შეიძლება, ძალიან საშიში და ბოროტი ძალები მოიზიდოს.

მორიელი

ეს დღე დაწყებული სამუშაოს დასრულებასთან და შედეგების შეჯამებასთან ასოცირდება. ამ დღის მოვლენები თქვენი შეხედულებებისა და გადაწყვეტილებების სისწორეში დაგარწმუნებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება შფოთვა და ცუდი წინათგრძნობა იგრძნოთ. ჯერჯერობით არაფერი მოიმოქმედოთ. სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ და ეცადეთ, უტაქტობა არ გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

კოსმოსური ენერგიის ტრანსფორმაციის დღეა. მოსალოდნელია მტანჯველი სიზმრები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გამორიცხული არ არის სამსახურებრივი პრობლემები და არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული წინსვლა, მაგრამ უსიამოვნო სიახლეები ცოტა ხნით რომანტიკას დაგავიწყებთ.

თხის რქა

მძიმე დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. ნებისმიერ საქმეში სასურველია, რომ ძველი და კარგად ნაცნობი მეთოდებით იმოქმედოთ. ერიდეთ ექსპერიმენტს, რომლისკენაც გარემოება გიბიძგებთ. ვარსკვლავები განმარტოების, დუმილის, შრომისა და კეთილსინდისიერებისკენ მოგიწოდებენ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია ახალი საქმის დაწყებისთვის. შეგიძლიათ, მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ და მათთან ერთად ჩამოაყალიბოთ სამომავლო გეგმა პოლიტიკის, ბიზნესის და შემოქმედების მიმართულებით. ამ დღეს დადებული შეთანხმება ხანგრძლივი და და მტკიცე იქნება. პირადი ცხოვრება დროებით უკანა პლანზე გადაიწევს, რამაც შეიძლება ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს.

თევზი

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება, გამგზავრება გაიძულოთ. მგზავრობისთვის საგულდაგულოდ უნდა მოემზადოთ, რადგან ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გსურთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. გირჩევთ, მოზარდები უყურადღებოდ არ დატოვოთ და მათთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ემოციის გარეშე მიიღოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge