დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:28 ოთხ. 12 ნოემბერი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არ განიხილოთ პირადი ცხოვრების დეტალები მეგობრებთან და ნაცნობებთან. ნუ მისცემთ ჭორიკანებს უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიჭრნენ.

საქმეებს ხვალისთვის ნუ გადადებთ — როგორც კი პრობლემას შენიშნავთ, მაშინვე დაიწყეთ მისი მოგვარება. ასე ყოველდღიური საზრუნავი არ დაგიგროვდებათ. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და უბრალოდ, სამუშაო ვალდებულებები შეასრულეთ.

ეს დღე სხვადასხვა სახის კომერციული ოპერაციებისა და შეთანხმებების გაფორმებისთვის ხელსაყრელია. მერკურის გავლენა დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

თქვენს გარემოცვაში შეიძლება ენერგეტიკული ვამპირი გამოჩნდეს, რომელიც ეცდება, სასიცოცხლო ძალა წაგართვათ.

კურო

ბოლო დროს გაორებული ხართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი გზით იაროთ. შეისვენეთ, კარგად დაფიქრდით და, ბოლოს და ბოლოს, მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება. იღბალსა და შემთხვევითობას ზედმეტად ნუ დაეყრდნობით. თუ მართლა წარმატების მიღწევა გსურთ, დროა, ოცნებებიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ! შეუძლებელია ხელსაყრელ მომენტს უსასრულოდ ელოდოთ, ამიტომ ის თავად უნდა შექმნათ.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ არც გონივრული რჩევები უგულებელყოთ. თუ კარგად გააზრებული გეგმით იმოქმედებთ, იდეალურ შედეგს მიაღწევთ.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოქმედებს თქვენი კვების რაციონი თქვენს კანზე. თუ კანი ზედმეტად ცხიმიანი ან გაღიზიანებულია, მავნე საკვები გამორიცხეთ.

ტყუპები

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შიში ძალიან გაბრკოლებთ. ახლობლებს დღეს თქვენი დახმარება დასჭირდებათ და უარი არ უნდა უთხრათ.

ამ დღეს თქვენი ფინანსური იღბალი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. განიხილეთ ფულის სანდო პროექტებში ჩადების შესაძლებლობა, რათა კაპიტალი გაზარდოთ.

მოერიდეთ გადაღლას. უმჯობესია, რომ სახლში დაისვენოთ, ახლობლებს ესაუბროთ ან მსუბუქი, მაგრამ სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ.

ამ დღეს კალორიულ კერძებს მოერიდეთ და ხილ-ბოსტნეული აუცილებლად გულდასმით გარეცხეთ.

კირჩხიბი

სიყვარული და რომანტიკა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს — ნუ გამოტოვებთ შანსს, რომ ამ მომენტებით დატკბეთ!

იუპიტერი და ვენერა ტრინს ქმნიან, რაც ნიშნავს, რომ თქვენი მიმზიდველობა მოიმატებს. დროა, ერთმანეთს უკეთ მოუსმინოთ. თუ თქვენ უფრო გონიერი ხართ, ვიდრე თქვენი პარტნიორი, ურთიერთობების აწყობის ინიციატივა სწორედ თქვენ უნდა აიღოთ. გატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, იმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაწუხებთ და მოახლოებული შვებულებისთვის გეგმა შეადგინეთ.

ამ დღეს დღეს უამრავი შეხვედრა და სხვადასხვა თემაზე საუბარი გელით. შესაძლოა, დახმარების თხოვნა იმ ადამიანისთვის მოგიწიოთ, ვისთანაც ადრე დაძაბული ურთიერთობა გქონდათ და თქვენს გასაკვირად, დაგეხმარებათ.

ფრთხილად იყავით - თქვენი სუსტი მხარეა ზედმეტი ნდობა და არაორგანიზებულობა.

ლომი

თქვენი რჩეული დღეს თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. სავარაუდოდ, თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. გარშემომყოფების მიმართ მოთმინება გამოიჩინეთ და წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. გახსოვდეთ, რომ სიმშვიდითა და კეთილგანწყობით ბევრს მიაღწევთ.
ამ დღეს ფული მხოლოდ დაგეგმილ შესყიდვებზე უნდა დახარჯოთ. სესხის აღებას მოერიდეთ და მხოლოდ იმ რესურსებით იმოქმედეთ, რაც გაქვთ.

ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია საკვებით მოწამვლა ან ალერგია უხარისხო პროდუქტებზე.

თუ დიეტაზე ხართ, დღეს შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ — თქვენს ორგანიზმს ახლა დამატებითი კალორიები სჭირდება.

ქალწული

მატოხელა ქალწულებს დღეს თაყვანისმცემლების შემოტევა აქვთ. ამ დღეს უფროსი ნათესავების რჩევების მოსმენა არ ღირს — მათი დასკვნები მცდარია. საყოფაცხოვრებო საქმეები რომანტიკულ ისტორიებს უკანა პლანზე გადაწევს — ამის არც დრო დაგრჩებათ და არც ძალა.

პლუტონის მფარველობა პროფესიულ სფეროში წარმატებას მოგიტანთ. მოთმინება გამოიჩინეთ და შეეცადეთ საკითხის არსს კარგად ჩასწვდებით. თქვენი მთავარი უპირატესობა დისციპლინა და კეთილსინდისიერება იქნება.

ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და თანდათან გაუმჯობესდება.

შესაძლებლობა გექნებათ, რომ ცხოვრების წესს გადახედოთ და უფრო ჯანსაღი ჩვევები გამოიმუშავოთ.

სასწორი

დღის მეორე ნახევარში შეძლებთ, წარსულში დაგროვილ გაუგებრობებს ნათელი მოჰფინოთ და წინააღმდეგობები დაასრულოთ. სავარაუდოდ, სახლში სიახლე ან ისეთი ინფორმაცია გელით, რომელიც თქვენს მომავალ პროექტებზე დადებითად იმოქმედებს.

ჯობია უფროსს თავი აარიდოთ და სამუშაო რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ, რომ დამატებითი პრობლემები არ შეგექმნათ. კომერციული საქმეები წარმატებით წარიმართება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. შესაძლებელია ორიგინალური იდეების გაჩენა, რაც შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ.

ცხარე კერძებს ერიდეთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გასტრიტმა შეგაწუხოთ.

მორიელი

მორიელ ქალებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. ვარსკვლავები დაოჯახებულ მორიელებს ურჩევენ, რომ შემთხვევით გაცნობილ ადამიანთან ფლირტს მოერიდონ - ეს ოჯახში სკანდალს გამოიწვევს.

ეს დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისა და ურთიერთობების განმტკიცებისთვის. გირჩევთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

თუ დაოჯახებული ხართ, ოჯახს მეტი დრო დაუთმეთ.

უახლოეს ხანებში ფინანსური შემოსავალია მოსალოდნელი, თუმცა ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი

პარტნიორი თქვენი უყურადღებობით ცოტა ნაწყენი ან გაოცებულია. მას უჭირს გაიგოს, რომ ამჟამად ძალიან დაკავებული ხართ.

ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელ შესაძლებლობებს მოგიტანთ შემოსავლების გასაზრდელად. დაუჯერეთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს გეუბნებიან, თუნდაც ეს უსიამოვნო იყოს. სწორ გზაზე დგახართ და ეცადეთ პრინციპებს არ გადაუხვიოთ.

შესანიშნავი დღეა კოლეგებთან ან ხელმძღვანელთან კონტაქტისთვის, ასევე ოფიციალურ დაწესებულებებში საქმეების მოსაგვარებლად.

ახლა ინვესტიციების ან მსხვილი ფინანსური გარიგებებისთვის არახელსაყრელი დღეა — ასტროლოგიური პროგნოზი ფულის დაკარგვის მაღალ რისკს აჩვენებს. შესაძლოა, ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ სიყვარულს მთელი არსებით მიეცეთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ურთიერთობა დააზიანოს, პარტნიორებს შორის ზედმეტი ეჭვიანობა და უნდობლობაა.

ოჯახურ წყვილებში მოსალოდნელია უთანხმოება ნათესავებთან ან მეზობლებთან.

სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ - ჯობს ყოველი ნაბიჯი კარგად გააანალიზოთ და შედეგები წინასწარ შეაფასოთ. ფინანსურ საკითხებში უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. უცხო ადამიანების რჩევებს ყურადღება არ მიაქციოთ, განსაკუთრებით თუ მათ კარგად არ იცნობთ.

გამუდმებული თვითგვემა და საკუთარ ფიქრებში ზედმეტი ჩაღრმავება შეიძლება ახლობლებთან უთანხმოების მიზეზი გახდეს. შეიკავეთ ნეგატიური ემოციები — განწყობის გაუარესება თქვენს ურთიერთობებზე ცუდად აისახება.

მერწყული

სასიყვარულო ურთიერთობებში გაჩენილი სირთულეები თქვენს განწყობაზე დამთრგუნველად მოქმედებს. მოიწვიეთ სტუმრები — ჰოროსკოპი გირჩევთ, საღამო ადამიანებით სავსე გარემოში გაატაროთ.

პირადი ცხოვრება პროფესიულ ვალდებულებებს გარკვეულწილად, დაგაშორებთ. ურთიერთობებში მოულოდნელი მოვლენები ან ახალი ნაცნობობა გელით, რაც თქვენს ცხოვრებას ემოციებსა და ფერად შთაბეჭდილებებს შემატებს.

შემოქმედებით საქმიანობაში, სპორტსა და საქმიანი მივლინების დროს წარმატება გელით. სარეკლამო სფეროში მომუშავე მერწყულმა შეიძლება მოულოდნელი მატერიალური დახმარება მიიღოს.

საღამოს თავის ტკივილი გაივლის — ნუ მისცემთ ამ უმნიშვნელო დისკომფორტს უფლებას, გეგმები გაგიფუჭოთ.

თევზები

საყვარელ ადამიანთან კამათმა და ურთიერთგაგების ნაკლებობამ შეიძლება თქვენი ურთიერთობა მთლიანად დაანგრიოს. ფრთხილად იყავით — ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მაგრამ თუ აჰყვებით, შეიძლება მარტო დარჩეთ.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი თევზების დღე მთლიანად ორგანიზაციული საკითხებითა და გადაუდებელი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ფრთხილად იყავით ანგარიშსწორებისას მაღაზიებში, რადგან არსებობს ქურდობის ან თაღლითობის რისკი.

დღეს შეიძლება ენერგია დაგაკლდეთ, რაც თქვენს ზოგად მდგომარეობასა და განწყობაზე აისახება. კარგი განწყობისა და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ხშირად სვათ ბალახეული ჩაი და თაფლი რეგულარულად მიიღოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge