დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:34 ორშ. 14 ივნისი, 2021 წელი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და დიდი შესყიდვებისთვის. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ და ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი იპოვით გამოსავალს. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. ვარსკვლავები შემოქმედებით საქმიანობას მფარველობენ.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ძველ სიყვარულთან შეხვედრა. გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა შეძლოთ, ნაცნობების წრე გააფართოოთ ან ახალი ნაცნობების დახმარებით ძველი პრობლემები მოაგვაროთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ, სპორტით დაკავდეთ.

ტყუპები

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს და იმედგაცრუებას განასახიერებს. ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. ბიზნესის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ჩანაფიქრის განხორციელებას მნიშვნელოვნად გაართულებს. ამ დღეს ნებისმიერმა ურთიერთობამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და, უბრალოდ, მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.

კირჩხიბი

უმჯობესია, დღე მშვიდად ჩაატაროთ და არაფერი დაგეგმოთ, რადგან ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტი არ მოითხოვოთ, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება ადვილი არაა, ამიტომ საღამო შეიძლება, სახლიდან მოშორებით გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს სასიყვარულო პაემნები ან მეგობრული შეხვედრები გელით. ეს დღე ხელსაყრელია მოგზაურობის, ფიზიკური აქტიურობისა და დიდი შესყიდვებისთვის. ვარსკვლავები შემოქმედებითი პროფესიის ლომებს მფარველობენ. მათი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. იზრდება ენერგია, სექსუალობა და მოვლენების წინასწარ დანახვის უნარი.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია მოგზაურობის, ფიზიკური აქტიურობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებისთვის. ეცადეთ, საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს მცირე წვეულება აჩუქოთ, მაგრამ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან თავი შეიკავეთ. ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიხარულს მოგანიჭებთ.

სასწორი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ რისკთან დაკავშირებული საქმეებისგან. განსაკუთრებით ფრთხილად სასწორი ქალები უნდა იყვნენ. მათი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, რაც მთელ რიგ დაავადებებს გამოიწვევს. ეცადეთ, სრულად გამორიცხოთ უარყოფითი ემოციები და ფიზიკური დატვირთვა. ყურადღება არ მიაქციოთ უმნიშვნელო პრობლემებს - დრო გავა და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

მორიელი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა და ხელსაყრელია ხელოვანი ადამიანებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღეს წარმატებას მხოლოდ საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა მოგიტანთ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, სწავლისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ცრუ დაპირებები, ზედმეტი საუბრები და საბუთებთან მუშაობა. გახსოვდეთ, გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, საყვარელი ადამიანის ან ერთგული მეგობრის გვერდით უფრო ადვილად გადაიტანთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. თუ შესაძლებელია, ეს დღეს ბუნებაში გაატარეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის, შეძენისა და ქორწინებისთვის. საქმის რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად განაწილების უნარი უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გამჭრიახი გონება და კარგად განვითარებული ინტუიცია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

პროფესიულ საქმიანობაში შექმნილი პრობლემები დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ. ბევრ მერწყულს ქრონიკული დაავადებების გამწვავება ელის და სასურველია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება მთელი თვის განმავლობაში.

თევზი

წინააღმდეგობრივი დღეა. თევზები ოპტიმიზმით სავსე არიან. დღის მეორე ნახევარში პარტნიორულ ან ცოლქმრულ ურთიერთობებში გაუგებრობა გელით. ცხოვრებისეული ქაოსისგან თავის არიდების და განმარტოების სურვილმა შეიძლება, ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ. ამ დღის მთავარი ამოცანა ახლობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებაა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge