დღის ჰოროსკოპი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:17 ხუთ. 15 აპრილი, 2021 წელი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კრიტიკული დღეა, რომელიც ცხოვრების პრინციპებისა და შეხედულებების დაცვას უკავშირდება. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან, გადაღლისა და ახალი ნაცნობობისაგან. ურთიერთობაში მოსალოდნელია ინტრიგები, იმედგაცრუება და ტრავმა. მოერიდეთ ბნელ ქუჩებში სეირნობას და განმარტოებას. საყვარელ ადამიანებთან საუბარი ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

კურო

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. მოსალოდნელია არასასურველი შეხვედრა ან ცუდი ამბავი. ვარსკვლავები ფინანსურ სფეროში გარკვეული ვარდნის შესახებ გაფრთხილებენ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საღი აზრი შეინარჩუნოთ. მეგობრებისა და ახლო ნათესავების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის, სექსუალური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის.

ტყუპები

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს შეიძლება ძველი ვალების დაბრუნებას, ლატარიაში მოგებას ან ძვირფასი ნივთის პოვნას უკავშირდებოდეს. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის არასასურველი შეხვედრა ან უსიამოვნო სიახლე. ემოციებს ნუ აჰყვებით და მეგობრებისა და ოჯახის წევრების რჩევას დაუჯერეთ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენების, გართობის, სექსუალური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის. სავარაუდოდ, წვეულებაზე მიწვევას მიიღებთ. გირჩევთ, საჩუქრის შერჩევაზე წინასწარ იზრუნოთ და საქმე ბოლო წუთისთვის არ შემოინახოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ახალი ადგილების მონახულებისთვის. ახლა ყველაზე მეტად ახალი შთაბეჭდილებები გჭირდებათ. დაბნეულობისა და ყოყმანის გამო პროფესიულ საქმეებთან გამკლავება გიჭირთ. სამაგიეროდ, გაძლიერებული ინტუიციის დახმარებით, მომავლის განჭვრეტას შეძლებთ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. მერკურის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა საშუალებას მოგცემთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ. სარისკო საქმეებისკენ მიდრეკილებამ შეიძლება აშკარა ავანტიურისკენ გიბიძგოთ, თუმცა, სწორი გათვლის შემთხვევაში რისკი გამართლებული იქნება. სიზმარი ერთ დღეში ასრულდება.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. ბედი თქვენი ცხოვრებისეული პრინციპების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. მოსალოდნელია მოტყუება და იმედგაცრუება. მოერიდეთ მოგზაურობას და შორ მანძილზე სეირნობას. გამორიცხული არ არის, რომ უხეშობას და აგრესიას შეეჯახოთ. განმარტოება და ახლობელ ადამიანებთა ურთიერთობა ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ. აქტიურობისგან თავი შეიკავეთ და სახლის მოწესრიგებით დაკავდით.

სასწორი

ტყუილების და ილუზიების დღეა. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია საფუძვლიანი ეჭვიანობა, რამაც შეიძლება, დაუფიქრებელი მოქმედებები გამოიწვიოს. თანდაყოლილი ტაქტისა და თავაზიანობის გამო შეგიძლიათ, მრავალი პრობლემა თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყურადღებო ინფორმაცია.

მორიელი

ამ დღის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე. ამ დღეს მორიელი ქალების ქცევა შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. შეიძლება, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც ტკივილს მოგაყენებთ, თქვენ კი ახლობელ ადამიანებს აწყენინებთ. გაითვალისწინეთ, რომ კაპრიზულობა, აგრესია და ეგოიზმი თქვენი საუკეთესო თვისებები არ არის.

მშვილდოსანი

ამ დღეს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მეგობრებისა და ახლო ნათესავების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია აქტიური დასვენების, ახალი ნაცნობობის, გართობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ხანგრძლივ სეირნობას და მოგზაურობას. გამორიცხული არ არის, რომ უხეშობას, აგრესიას და ბოროტ დამოკიდებულებასთან შეეჯახოთ. განმარტოება ან ახლობლებთან ურთიერთობა ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს ინტუიცია დაგეხმარებათ, დაადგინოთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. შესანიშნავი დროა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევითი ნაცნობობა ხანგრძლივ, ჰარმონიულ ურთიერთობად ჩამოყალიბდეს.

თევზი

თევზებო გირჩევთ, ფინანსური რეზერვის შექმნაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში გაუთვალისწინებელი ხარჯები და დროებითი ფინანსური სირთულეები გელით. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია უფროსებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება და შემოსავლის ახალი წყაროების ძებნა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge