დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:04 შაბ. 16 იანვარი, 2021 წელი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, სეირნობისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ფიზიკური შრომისა და ისეთი საქმეების კეთებისგან, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას და გულმოდგინე შესრულებას მოითხოვს. დღეს ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა საყვარელ ადამიანებთან გართობაა და სულაც არაა აუცილებელი, რომ ისინი ნათესავები იყვნენ. ამ დღეს მეგობრები წარმატებას მოგიტანენ.

კურო

ბედი ისევ გაგიღიმებთ. თქვენი აქტიურობა ფინანსურ საქმეებში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა წინდაუხედაობის გამო, შეიძლება მნიშვნელოვანი თანხა დაკარგოთ. ეცადეთ, მოვლენათა განვითარებაში არ ჩაერიოთ, მაშინ პრობლემების უმეტესობა თავისთავად გაქრება. სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი სიხარული გელით. ასე რომ, გირჩევთ მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

ტყუპები

ბოლოს და ბოლოს, თქვენი ბიზნესსაქმიანობა ნანატრ შედეგებს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის დროს შესაფერისი მომენტი უნდა აირჩიოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო პრობლემების მოგვარება წარმატებით შეძლოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ამ დღეს მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობას ხელი არ შეუშალოთ - მაშინ პრობლემების უმეტესობა თავისით გაქრება. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო ამბები გაქვთ. დღის ბოლოს თავს უჩვეულოდ მშვიდად და დაცულად იგრძნობთ.

ლომი

ეს დღე მედიტაციას, ინტუიციას და წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ლომი მამაკაცებს უსიამოვნებები ელით. სავარაუდოდ, მათ გეგმებს და იმედებს ასრულება არ უწერია.
ლომმა ქალებმა დოკუმენტებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მოსალოდნელია შეცდომა და გაუგებრობა. პირად ცხოვრებაში სასიყვარულო იმედგაცრუება გელით.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. გაიზრდება თქვენი შრომისუნარიანობა და გაძლიერდება აქტიურობა ცხოვრების ყველა სფეროში. შესაძლებლობა გექნებათ, განახორციელოთ ყველა იდეა, რომელიც გასული თვის ბოლოს გაგიჩნდათ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პარტნიორების დარწმუნებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებთ. თქვენი მიზანმიმართული ქმედებები წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

თუ მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობაში არ ჩაერევით, პრობლემების უმეტესი ნაწილი თავისთავად გაქრება. საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ და თქვენ შორის არსებული ძველი პრობლემა დავიწყებას მიეცემა. ეცადეთ, მომავალს მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ.

მორიელი

გირჩევთ, მოსალოდნელი მგზავრობა წინასწარ და საგულდაგულოდ დაგეგმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. საოჯახო საქმეები და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები თქვენგან მატერიალურ ხარჯსა და სულიერ ძალას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის. ისინი შეძლებენ ძველ, დაგროვილ საქმეებთან გამკლავებას და საკუთარი პოზიციების გაძლიერებას. თქვენ მიმართ გამოჩენილმა უსამართლობამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ. ადამიანი, ვინც უსამართლოდ მოგექცათ, ალბათ ინანებს, მაგრამ დაუფიქრებელი მოქმედებები პრობლემებს ვერ გადაჭრის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ეცადეთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. იზრდება შრომისუნარიანობა, რაც თქვენი ავტორიტეტის გაძლიერებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. შესაძლებლობა გექნებათ, საქმიანი პარტნიორების ყველა ნაკლი შეაფასოთ. მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ეცადეთ, მომავლის გეგმები შეადგინოთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს მცირე ოჯახური პრობლემის ან ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. შეიძლება ვერ მიიღოთ ფული, რომლის იმედიც გქონდათ.

მერწყული

პასიური, მშვიდი დღეა. გირჩევთ, სერიოზული პროექტების განხორციელებისგან თავი შეიკავოთ. პარტნიორებისა და კოლეგებისგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ. მოერიდეთ ყველაფერს, რაც პრობლემებს გიქმნით. კარგი იქნება, თუ საღამოს ბავშვებთან ურთიერთობაში გაატარებთ. თუ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მასთან ერთად სეირნობა შინაგანი სულიერი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა თვითდამკვიდრებისთვის. ხელსაყრელია საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრები, სტუმრების მიღება. გირჩევთ, ვალები გაისტუმროთ. ისწავლეთ იმით ტკბობა, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge