17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:50 შაბ. 16 ოქტომბერი, 2021 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს სიყვარულში გამარჯვება, სასიამოვნო პაემანი და მხიარული წვეულება გელით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა დაიცვათ. თქვენმა პრეტენზიულობამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და საღამო სიყვარულს დაუთმოთ.
კურო
ზედმეტი თავდაჯერების გამო ამ დღეს ფინანსური ზარალი გელით. მოსალოდნელია მეგობრებთან ან ნათესავებთან საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი. რაც უფრო რთულია თქვენი ამოცანა, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისა და მეწარმეობისთვის.
ტყუპები
მშვიდი დღეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საინტერესო მოვლენები გელით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ნებისმიერი საქმის შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გააკონტროლებთ საკუთარ თავს. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ოჯახის წევრებთან უთანხმოება, ხანგრძლივი დებატები და კონფლიქტიც კი გელით. თუ ხვდებით, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება, დროულად იმოქმედეთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარების და ჰორიზონტის გაფართოებისთვის. კონფიდენციალური საუბარი საკუთარი შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ. მოულოდნელად შეიძლება ახალი საქმით დაინტერესდეთ და თქვენთვის სრულიად უცნობი სამყარო აღმოაჩინოთ.
ლომი
ეს დღე ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებათ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაუგეგმავი ხარჯები თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ქალწული
უფროს ნათესავებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მძიმე დღეა - მშობლები ცდილობენ, საკუთარი აზრი თავზე მოგახვიონ და მათ გადარწმუნებას ვერ შეძლებთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე მხრიდან. ამ დღეს შეძენილი ნივთი უხარისხო აღმოჩნდება და იმედგაცრუებული დარჩებით. ნუ მოდუნდებით, ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
სასწორი
ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სიყვარულში იმედგაცრუებას ახალი სასიყვარულო გატაცება მოჰყვება. ბევრი სასწორი საღამოს სასიყვარულო პაემანსა და გართობას დაუთმობს.
მორიელი
ეს დღე დაძაბულ მუშაობას და გაბედული იდეების განხორციელებას უკავშირდება. სავარაუდოდ, საღამოს სასიხარულო ცნობას მიიღებთ. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს უფროსებისა და კოლეგების მხრიდან დაუფარავი აგრესია მოჰყვება. ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისთვის.
მშვილდოსანი
გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრა არ დაგეგმოთ. თავს დათრგუნულად და უხალისოდ გრძნობთ, თუმცა საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ. მარტოხელა მშვილდოსნებმა შესაძლოა, დაოჯახება გადაწყვიტონ. თუ ხვდებით, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ.
თხის რქა
მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა, იმედის მომცემი მოლაპარაკებები და მაცდური შეთავაზება. საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული.
მერწყული
ამ დღეს ოჯახის უფროს წევრებთან კამათი გელით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მაინც არ ეკამათოთ, რადგან შერიგება ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარი სუფთა ჰაერზე. ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. სასიამოვნო ემოციები ენერგიით აგავსებთ და ახალ კვირას მხნედ დაიწყებთ.
თევზები
არახელსაყრელი დღეა საქმიანი მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისათვის. სამაგიეროდ, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა დადებითი ენერგიით აგავსებთ. ნუ მოდუნდებით და აღებული კურსიდან ნუ გადაუხვევთ. ენდეთ, საკუთარ ინტუიციას და გამოსავალს მალე იპოვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან