18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:10 ოთხ. 17 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვერძებს არც ისე მარტივი, მაგრამ საინტერესო დღე ელით. ბოლოს დროს შეძენილი ნაცნობი დღეს როგორც არასდროს, ისე გამოგადგებათ. ნუ მოგერიდებათ, რომ გარშემომყოფებს დახმარებისთვის მიმართოთ — ერთიანი მცდელობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ იმ ადამიანთან ურთიერთობისგან, ვინც ბევრჯერ გაწყენინათ. ეცადეთ მეტი იხუმროთ — ეს როგორც სახლში, ისე სამსახურში დაძაბული ატმოსფეროს განტვირთვას ხელს შეუწყობს.
კურო
ეს დღე კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, გამოფენებზე, გალერეებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად. ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. ამ დღეს თქვენს წინაშე შეიძლება ახალი პერსპექტივები გაიხსნას, ამიტომ შემოსულ წინადადებებს ნუ უარყოფთ. მზად იყავით, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ურთიერთობის გარკვევა სხვა დღისთვის გადადეთ, ხოლო დღეს, პირიქით, ეცადეთ შეურიგდეთ ადამიანებს, ვისაც დიდი ხნის წინ დაშორდით.
შეიძლება საკუთარ თავში ისეთი ახალი უნარები აღმოაჩინოთ, რომლებზეც აქამდე არაფერი იცოდით.
ტყუპები
ამ დღეს ახალი, მით უმეტეს სერიოზული ამოცანების შესრულება არ დაგეგმოთ, რადგან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. დრო, რომელსაც ახლობლებს დაუთმობთ, უსიამოვნებების დავიწყებაში და სულიერი ჭრილობების მოშუშებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, პრობლემებს იუმორით შეხედოთ და ცხოვრება გაცილებით მსუბუქი გახდება.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ხელსაყრელი დღეა და სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ და ნერვები ტყუილად არ აიშალოთ. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები შორეული ნათესავებისგან ან მეგობრებისგან, რაც დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.
ამ დღეს მხოლოდ საკუთარ აზრს და გამოცდილებას არ უნდა დაეყრდნოთ - სასურველია, გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ კოლეგას ჰკითხოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გარკვეული ფინანსური საკითხები წამოიჭრას, თუმცა ყველა სირთულეს ადვილად გაუმკლავდებით.
ლომი
სიმშვიდით სავსე დღეა, რომელიც სულიერ დასვენებას უნდა მიუძღვნათ. წიგნის კითხვა, საყვარელი სერიალის ყურება და საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა მშვენიერი არჩევანი იქნება. ეცადეთ, პრიორიტეტები დილიდან დაალაგოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები შუადღისთვის გადადეთ, ყველაფრის დასრულებას მხოლოდ ასე მოასწრებთ. დღეს ლომებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება განსაკუთრებით აქტუალური გახდება. დრო არ დაკარგოთ და ძველ ნაცნობებს მიმართეთ. დიდი შანსია, მათგან საჭირო რჩევა მიიღოთ. მაღაზიებში სიარულს მოერიდეთ — არსებობს დაუგეგმავი ხარჯის მაღალი რისკი.
ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია შეხვედრა ისეთი ადამიანთან, რომელიც ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად აწონ-დაწონეთ ყველა სიტყვა, რომელსაც დღეს იტყვით - თქვენმა სიტყვებმა შეიძლება საყვარელ ადამიანებს გულს ატკინოს და დიდი სკანდალიც კი გამოიწვიოს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით, ამიტომ ეცადეთ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ.
სასწორი
სასწორებო, შეეცადეთ მთელი დღის განმავლობაში გონების სიფხიზლე შეინარჩუნოთ. საუკეთესო დღეა იმ საქმის შედეგების შეჯამებისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და უსარგებლო საუბრებში ნუ ჩაერთვებით. ეცადეთ გადაწყვეტილების მიღებამდე წინდახედულობა გამოიჩინოთ და მოსალოდნელი შედეგი წინასწარ გათვალოთ. შეიძლება დღეს თქვენი დახმარება იმ ადამიანს დასჭირდეს, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით - თქვენი დიდსულოვნება საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი ქმედებები ობიექტურად შეაფასოს.
მორიელი
გირჩევთ, ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც გული გიკარნახებთ. სამსახურში სრული სიმშვიდეა. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმს დროულად მიმართეთ და მისი რჩევები ზედმიწევნით შეასრულეთ. ამ დღეს ყველა პრობლემას ადვილად მოაგვარებთ, თუ დახმარებას დროულად ითხოვთ. მარტოხელა მორიელს შესანიშნავი შანსი ექნება, რომ თავის რჩეულს გრძნობებში გამოუტყდეს და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს.
მშვილდოსანი
ამ დღეს საკუთარი ემოციებისა და სურვილების გაკონტროლება გიჭირთ. ეცადეთ, ემოციების მართვა ისწავლოთ და პროვოკაციებს ყურადღება არ მიაქციოთ. შესაძლოა საქმიანი პარტნიორებისგან მოგებიანი წინადადება მიიღოთ, რაც თქვენს კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ. ყველა უსიამოვნებას ოპტიმიზმით შეხედეთ და გახსოვდეთ, სირთულეები დროებითია.
თხის რქა
იზრუნეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. შეუძლებელია მუდამ მხოლოდ სამსახურზე ფიქრობდეთ და უქმეების გარეშე მუშაობდეთ. ადრე თუ გვიან გადაღლას იგრძნობთ და, სავარაუდოდ, ეს სწორედ დღეს მოხდება. სცადეთ მედიტაციით დაკავდეთ და მშვიდ მუსიკას მოუსმინოთ. სიმშვიდე ნელ-ნელა დაგიბრუნდებათ და იგრძნობთ, რომ „მეორე სუნთქვა“ გეხსნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თითქოს უწყინარი კრიტიკით შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ. ეცადეთ, სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ.
მერწყული
მერწყულებისთვის წინააღმდეგობრივი, მაგრამ ნაყოფიერი და იმედის მომცემი დღეა. ერთი მხრივ, შეიძლება მოულოდნელი შექება, მეორე მხრივ კი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღოთ. გირჩევთ, ნერვებს გაუფრთხილდეთ და გარშემომყოფთა აზრს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. დღეს შეიძლება ვიღაცის გამოჩენამ ძალიან დაგაბნიოთ — დიდი ალბათობით, ეს წარსული ურთიერთობებიდან დაბრუნებული ადამიანი იქნება. ეცადეთ, პარტნიორზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მოახდინოთ, უბრალოდ კიდევ ერთი შანსი მიეცით. ალბათ მან უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომები და გაითვალისწინებს.
თევზები
ამ დღეს მთავარია, უსაქმოდ არ იჯდეთ. შესანიშნავი დღეა ახალი საქმეებისა და იმ პროექტებისთვის, რომლებიც ადრე ვერ დაასრულეთ. ეცადეთ, გარშემომყოფებთან მოქნილობა და საკუთარი ინდივიდუალობა გამოიჩინოთ. ოჯახში სრული ურთიერთგაგება და პატივისცემა სუფევს, თუმცა შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც საღამოს განწყობას გაგიფუჭებთ. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება. თქვენ დიდხანს მუშაობდით ერთ პროექტზე და დროა, თქვენი შრომისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან