დღის ჰოროსკოპი

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 შაბ. 1 მაისი, 2021 წელი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არახელსაყრელი დღეა ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. შემოქმედებასთან, სწავლასთან და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებასთან დაკავშირებულ საკითხებში წარუმატებლობა გელით. საღამოს გამორიცხული არ არის ახლო ნათესავებთან ან ოჯახის წევრებთან კონფლიქტი

კურო

ამ დღეს ეცადეთ თანამშრომლებთან ან უფროსებთან ურთიერთობას მოერიდოთ. ახალი პასუხისმგებლობები დიდ ენერგიას წაგართმევთ და ფინანსურ დანაკარგებს მოგიტანთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული პროგრესი გელით, მაგრამ მოულოდნელი სიახლეები რომანტიკულ გატაცებებს ცოტა ხნით დაგავიწყებთ. ანგარებას ან სიძუნწეს თუ გამოიჩენთ, საპირისპირო შედეგს უნდა ელოდოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. მეგობრების რჩევა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ძალიან დაგეხმარებათ. სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული უკუსვლაა, მაგრამ არ არის გამორიცხული ძველ თაყვანისმცემელთან მოულოდნელი შეხვედრა. ნუ იძუნწებთ, თორემ მოსალოდნელი მოგება უმნიშვნელო იქნება. ხელსაყრელი დღეა მშენებლობის დასაწყებად.

კირჩხიბი

მოერიდეთ ახალი პასუხისმგებლობის აღებას. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საქმეები ცოტა ხნით სასიყვარულო გატაცებას დაგავიწყებთ. ფინანსური შემოსავალი გელით. მზად იყავით და მოგებიანი გარიგება არ გამოტოვოთ, რომელიც თქვენს პოზიციებს გაამყარებს.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს კრიტიკულად მოეკიდოთ თქვენს შესაძლებლობებს, ფხიზლად შეაფასოთ რეალობა და კონტაქტები შეამციროთ. არსებობს მოულოდნელი ხარჯების ან ფინანსური ზარალის ალბათობა - შეიძლება, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოგებიანი შეკვეთა დაკარგოთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. საღამოს გამორიცხული არ არის ახლო ნათესავებთან ან ოჯახის წევრთან კონფლიქტი.

ქალწული

ალბათ ამ დღეს საკუთარ აზრებთან განმარტოება მოგინდებათ. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რომ ძველი საქმეების დასრულებაზე იფიქროთ. გირჩევთ, სურვილსა და რეალობას შორის კომპრომისი მოძებნოთ. შემოქმედებით ადამიანებს აღმაფრენა ელით.

სასწორი

პასიური დღეა, რომელიც არახელსაყრელია საქმიანი ურთიერთობისთვის. მეგობრების რჩევა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ძალიან დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ძველ სიმპათიასთან მოულოდნელი შეხვედრა გელით. შემდეგი კვირის ბოლოს ყველა პრობლემა მოგვარდება.

მორიელი

იმედგაცრუების დღეა. შესაძლოა, სამუშაო კვირის შედეგებით უკმაყოფილო დარჩით. სავარაუდოდ, დასვენებასთან დაკავშირებული გეგმები არ შესრულდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი, სრულიად მოულოდნელი საქმის კეთება მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

გულახდილობისა და მოულოდნელი შემობრუნების დღეა. მოერიდეთ მოგზაურობას და უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. ჯანმრთელობისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას ან დაძაბულ მუშაობას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს. პროფესიული საქმიანობის სფეროში ფინანსური ზარალია მოსალოდნელი. ძველ ნაცნობთან შეხვედრა ბედის მოულოდნელ შემობრუნებას გამოიწვევს.

თხის რქა

კოსმოსური ენერგიის ტრანსფორმაციის დღეა. მუშაობა დიდ ენერგიას წაგართმევთ. ვარსკვლავები გირჩევენ მოთმინებით აღიჭურვოთ, რადგან სავარაუდოდ, მატერიალური პრობლემები გელით. თქვენი შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე ამ პერიოდის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება და, ზოგადად, ამ დღის პოზიტიური ტენდენციები კომერციულ გარიგებებში წარმატებას მოგიტანთ. შეხვედრებსა და კონტაქტებს შეიძლება სასურველი შედეგები მოჰყვეს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. ეცადეთ, წვრილ-წვრილ პრობლემებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.

თევზები

გაითვალისწინეთ, რომ გულმავიწყობამ და უყურადღებობამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სასურველია გამოცდილი პროფესიონალის კონსულტაცია. მკურნალობას ნუ გადადებთ, გახსოვდეთ, რომ დაავადებები თავისით არ ქრება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge