2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:53 შაბ. 1 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასეთი იდილია მუდმივად ვერ გაგრძელდება. ეცადეთ, ბედნიერების წუთებით დატკბეთ! აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს საჩუქრები და თბილად ესაუბრეთ — ახლობლებს თქვენი ყურადღება ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ.
ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ საქმეს თამამად შეეჭიდოთ — ერთგული მეგობარი სიძნელეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
სიყვარულშიც იღბალი გაგიღიმებთ. საღამოს ნერვული სტრესისა და ფიზიკური დაძაბულობის მოხსნაში სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ცურვა დაგეხმარებათ.
კურო
გირჩევთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ! საქმეები თანდათან მოწესრიგება. ფანტაზიას ნუ აურევთ რეალობასთან.
თუ დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა მოგეცემათ, ასტროლოგები გირჩევენ — არ თქვათ უარი. ცხიმიანი საკვები ამ დღეებში აშკარად არ წაგადგებათ — მოსალოდნელია კუჭის გაღიზიანებაც კი.
უმჯობესია, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან გაატაროთ. ვახშამი ორისთვის ან საღამო რესტორანში იქნება შესანიშნავი დასრულება დღისთვის.
ტყუპები
ამ დღეს პარტნიორთან ისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც ორივეს გაწუხებთ. ეცადეთ მთელი დრო და ენერგია საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება და ოჯახის დაახლოებას ხელს შეუწყობს.
ამას ვერ აცნობიერებთ, მაგრამ შეიძლება ყველაზე უცნაური ადამიანებიც კი, ვისთანაც ახლა მუშაობთ, მომავალში სასარგებლო აღმოჩნდნენ.
ხელს ნუ კრავთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გაღიზიანებენ. ამ დღეს ზედმეტი კომუნიკაციისგან თავი უნდა შეიკავოთ.
ფულს ნუ ისესხებთ და მოერიდეთ მეგობრებთან ფინანსურ გარიგებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრობაც დასრულდება და ფულსაც ვერ გამოიმუშავებთ.
ხელსაყრელი დროა აქტიური სპორტისთვის.
კირჩხიბი
ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ადვილად შეძლებთ იმ ადამიანის გული მოიგოთ, ვის მიმართაც ინტერესი გაქვთ. ურთიერთობა რომანტიკულ გატაცებაში სწრაფად გადაიზრდება.
სახლში სითბო და სიმშვიდეა. შესაძლოა, დღემ ყოველგვარი ემოციების გარეშე ჩაიაროს, მაგრამ არც კონფლიქტებია გამორიცხული.
უახლოეს მომავალში შეიძლება დამატებითი სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით - ყველაზე მნიშვნელოვან დროს შეიძლება საბუთები დაიკარგოს ან ციფრებში შეცდომა მოხდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე ბუღალტრულ ან სტატისტიკურ ანგარიშებთან მუშაობისას გამოიჩინეთ.
მიჰყევით ექიმების რჩევებს და აუცილებელი პროცედურები არ გამოტოვოთ.
ლომი
ფიცხი ხასიათის გამო დღეს ზოგი შეცდომის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ახლობლების დახმარებას ნუ დაელოდებით, ამ დღეს უმჯობესია საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ.
ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ზოგიერთ ბიზნესმენს შეიძლება ფინანსური სირთულეების გამო საქმიანობის შემცირება მოუწიოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე უნდა დახუროთ — უბრალოდ დროებით ტემპი შეანელეთ.
ნუ დაკარგავთ სიფხიზლეს და ნუ მისცემთ მოვლენებს საშუალებას, რომ გზიდან გადაგახვევინოთ.
ამ დღეს ბევრად მეტს მიაღწევთ, თუ ლიდერულ თვისებებს გამოავლენთ.
ქალწული
ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, განსაკუთრებით - თუ პარტნიორს არა ფლირტისთვის, არამედ სერიოზული ურთიერთობისთვის ეძებთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ გონივრული გათვლა სიყვარულშიც საჭიროა.
მალე ხელმძღვანელობა თქვენს შრომას და მონდომებას დააფასებს. იწყება ხელსაყრელი პერიოდი კარიერული ზრდისთვის და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
დღეს შეგიძლიათ საკუთარი ჰობისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად დიდი დრო და ფული დახარჯოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ყველა საჭირო პრევენციული ზომა მიიღეთ.
სასწორი
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ფანტაზია და გამჭრიახობა გამოავლინოთ — ეს თქვენს კავშირს ახალ ფერებს შესძენს.
შეიძლება საკუთარი თავის შესახებ უსიამოვნო ჭორები მოისმინოთ, რომლებსაც თქვენი ფარული მტრები ავრცელებენ. ნუ გაბრაზდებით — ამ უსაფუძვლო ჭორებს არავინ დაიჯერებს!
ამ დღეს მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რათა იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ. ფინანსურ სფეროში მოულოდნელი ცვლილებები გელით.
აუცილებლად ივარჯიშეთ და არ დაივიწყოთ წყალთან დაკავშირებული პროცედურები — აუზზე წასვლა ახლა საუკეთესო იდეაა.
მორიელი
რამდენიმე კვირის განმავლობაში სიყვარულში წარმატებას არ ელოდოთ. საეჭვოა, რომ მცირე გატაცება სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდოს.
დღევანდელი მოვლენები დაოჯახებულ ადამიანებს მატერიალური ბაზის მნიშვნელობას შეახსენებს — მხოლოდ გრძნობებითა და იმედებით შორს ვერ წახვალთ. შესაძლოა, სამსახურის შეცვლა ბედის საჩუქრად იქცეს.
ამ დღეს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში უახლოეს მეგობრებსაც კი არ უნდა ენდოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ აზრს დაეყრდნოთ.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცილისწამება ან ურთიერთობის გართულება.
მშვილდოსანი
შესაძლოა, თქვენს ოჯახურ საქმეებში გარედან ვინმე ჩაერიოს, თუმცა თქვენი მომხიბვლელობა და თავდაჯერება საშუალებას მოგცემთ, გამარჯვებული გამოხვიდეთ.
მომდევნო დღეები ხელსაყრელია ყველაზე რთულ პროექტებზე სამუშაოდ. იუპიტერის დადებითი გავლენა თქვენს ინტელექტუალურ უნარებსა და ენერგიას გააძლიერებს.
სულიერად ნუ დაეცემით — ფული იმ ადამიანებისკენ მიიწევს, ვინც თვითდაჯერებული და ენერგიულია.
ამ დღეს თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობა სასარგებლო იქნება და განწყობას გააუმჯობესებს.
თხის რქა
ეს დღე ხელსაყრელია ფეხების მოვლისა და ფეხსაცმლის შეძენისთვის.
ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს — კარგი დროა სახლის დალაგებისა და რემონტისთვის.
ამ დღეს შეძენილი საოჯახო ტექნიკა დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.
ნუ უარყოფთ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც გულწრფელად გიჭერენ მხარს. ფინანსური პრობლემები არ გელით — ყოველდღიური საჭიროებებისთვის ფული ყოველთვის მოიძებნება.
მერწყული
სამყარო სავსეა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრების შესაძლებლობებით. არ გამოტოვოთ ნამდვილი სიყვარულის შანსი, რომელიც მოთმინებით გელოდებათ, სანამ თქვენ გვიანობამდე მუშაობთ.
თავი შეიკავეთ ირგვლივ მყოფების შეფასებისა და კრიტიკისგან — თქვენი პრინციპულობა ადამიანებს ისედაც აფრთხობს.
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაგეგმვისა და არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის. მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისთვის.
სარისკო საქმეებზე თანხმობა შეიძლება სერიოზული ფინანსური დანაკარგით დასრულდეს. ყურადღება მიაქციეთ კვებას — მენიუდან დროებით ამოიღეთ ცხიმიანი კერძები და ალკოჰოლსაც მოერიდეთ.
თევზები
ცვლილებებისა და გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ახლობლის ავადმყოფობამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ, თუმცა ახლა თქვენთვის საყვარელ ადამიანზე ზრუნვა ყველაზე მთავარია.
თქვენ თანდაყოლილი შემოქმედებითი პოტენციალი და გამორჩეული ფანტაზია გაქვთ, ამიტომ უარი თქვით საქმეზე, რომელიც ამ ნიჭის შეზღუდვას მოგთხოვთ.
ვარსკვლავები ახალი წამოწყებებისთვის, გეგმების განხორციელებისა და შეხვედრების ჩატარებისთვის წარმატებულ პერიოდს გპირდებიან.
მოულოდნელმა ცნობამ შეიძლება საკუთარ ქცევებზე დაგაფიქროთ.
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ენერგიას, მხნეობას და ცხოვრებისადმი ოპტიმისტურ განწყობას მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან