დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:07 ხუთ. 20 იანვარი, 2022 წელი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ზოგადად, ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზეწოლას და სიჯიუტეს მოერიდოთ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი ბავშვების ან ოჯახის უფროსი წევრების საჭიროებებზე დაიხარჯება. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.

კურო

ამ დღეს ასაკით ან თანამდებობით უფროსებთან კამათში გაატარებთ. გირჩევთ გამორიცხოთ ხორცი და ცხიმიანი კერძები თქვენი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და დოზას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ.

ტყუპები

ელსაყრელი დღეა მივლინებებისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან ურთიერთობის დროს და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

კირჩხიბი

პლანეტების განლაგება და კოსმოსის გავლენა საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. შეიძლება ბევრი ინერვიულოთ იმის გამო, რომ ოჯახის რომელიღაც წევრი სახლში დაბრუნებას დააგვიანებს. უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი დროა.

ლომი

ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ, რადგან თქვენი ნებისმიერი მცდელობა შედეგს არ გამოიღებს. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ არ დაზარალდეთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის. ფრთხილად იყავით, რომ მომხიბლავმა შეთავაზებებმა არ გაცდუნოთ. თქვენმა ეჭვიანობამ და კაპრიზებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ეცადეთ გაუგებრობა დროულად მოაგვაროთ, რომ ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს.

სასწორი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დადგა დრო, რომ იზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის უანგაროდ გეხმარებოდნენ. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთესად გაუმკლავდებით. ფრთხილად იყავით მჭრელ და ელექტრო მოწყობილობებთან.

მორიელი

თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლებთ, ხელსაყრელი მოგზაურობისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. თქვენი მხრიდან ბინის გარემონტების სურვილს შესაძლოა ოჯახმა მხარი არ დაუჭიროს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას და დასაძინებლად ადრე დაწექით.

მშვილდოსანი

გამორიცული არ არის, რომ თქვენს თხოვნაზე სახელმწიფო უწყებებიდან უარი მიიღოთ, თუიმცა გახსოვდეთ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. თუ ბევრს იმუშავებთ, დიდებულ მოსავალს მოიმკით. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

თხის რქა

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების ყველა მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის.

მერწყული

ენერგიითსავსე ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით, საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, მოულოდნელ შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედებს არ გაგიმართლებთ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნობთ, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

თევზები

ალღოსა და გამოცდილების წყალობით, ფინანსური სახსრების სწორად მართვას შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. სამაგიეროდ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge