21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00 შაბ. 20 თებერვალი, 2021 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მცდარმა ინფორმაციამ, სიტუაციის არასწორად შეფასებამ ან ტყუილმა დაპირებებმა შეიძლება სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებაში გართულებები გამოიწვიოს. გირჩევთ, დაგეგმილი დავალება გადადოთ - ვიღაც ცდილობს, ხაფანგი დაგიგოთ.
კურო
მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა. შეძლებთ პროფესიულ სფეროში საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. ეცადეთ, ახალი პროექტების დაწყებამდე ველი საქმეები დაასრულოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. დიდია შემთხვევითი მოგების ალბათობა.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ხელმძღვანელობასთან საქმიანი წინადადება განიხილოთ. სავარაუდოდ, ახალი სამსახური ან პარტნიორები გამოგიჩნდებათ. პლანეტები გირჩევენ, რომ წონასწორობისა და ტაქტის განცდა არ დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი საქმიანობა არასწორად შეაფასოთ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. მოგიწევთ, რომ გეგმები და მოქმედების საერთო სტრატეგია შეცვალოთ.
კირჩხიბი
შეგიძლიათ, დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულების იმედი გქონდეთ. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან, ჯერჯერობით, თავი შეიკავოთ. უმჯობესია, ძველი საბუთები მოაწესრიგოთ - შესაძლებელია, ისინი ახლა უფრო აქტუალურები იყოს, ვიდრე ოდესმე. გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია.
ლომი
დაძაბული დღეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენა მოგიწევთ. მხოლოდ ინტუიციას ნუ დაეყრდნობით და სანდო ადამიანების აზრს ყურადღებით მოუსმინეთ. ეს დღე არახელსაყრელია კარიერული წინსვლისთვის, სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.
ქალწული
ბედი თქვენს გამძლეობას და ცხოვრებისეული პრინციპების ერთგულებას გამოცდას მოუწყობს. შესაძლოა, გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებას შეეჯახოთ. ეცადეთ, მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინოთ და უსარგებლო კამათში არ ჩაერიოთ, რომელიც, ორმხრივი გაღიზიანების გარდა, არაფერს მოიტანს. დღის მეორე ნახევარში უარყოფითი ტენდენციები შესუსტდება.
სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ეცადეთ, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი საქმიანობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაავადების სიმპტომები არ გამოგეპაროთ.
მორიელი
არახელსაყრელი დღეა. პროფესიული გამოწვევები თქვენს მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. შფოთვა და ნერვიულობა თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საზიანო გავლენას მოახდენს. ეცადეთ, ცხოვრებისეული პრობლემები გულთან ძალიან ახლოს არ მიიტანოთ. სიმშვიდე და განმარტოება შინაგანი ენერგიის ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
შესაფერისი დღეა, რომ ხელმღვანელობას ბიზნესწინადადებით მიმართოთ. შესაძლოა, ახალი სამსახური ან ბიზნეს-პარტნიორები გამოგიჩნდეთ. პლანეტები გირჩევენ, პრიორიტეტები განსაზღვროთ - ზოგჯერ თქვენთვის მიზნის მიღწევის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი. კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გართულებები - თქვენთვის დამახასიათებელი ღირსების გრძნობა და ადამიანებისგან დისტანცირება, შეიძლება, არასწორად იქნეს გაგებული და ქედმაღლობად და სიამაყედ ჩაითვალოს.
თხის რქა
ბედი თქვენს გამძლეობას და ცხოვრებისეული პრინციპების ერთგულებას გამოცდას მოუწყობს. ნებისმიერი ურთიერთობა და პირადი შეხვედრები ხანმოკლე იქნება და კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ წარმატებაზე უარყოფითად აისახება. სიზმარში ბინძური ტანსაცმელი მოახლოებულ განსაცდელს ნიშნავს.
მერწყული
თქვენი წინდახედულება და გაბედულება წარმატების შანსს გაზრდის. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან ძლიერდება, რაც თქვენს მიზნებთან მალე მიგაახლოვებთ.
თევზი
ეს დღე თევზების უმეტესობისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს, თუმცა ცვალებად სიტუაციაში ორიენტირების უნარი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. პრობლემების უმეტესობის მოგვარება დღის პირველ ნახევარში მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაციება. ამის მიზეზი შეიძლება დაღლილობა, ჩხუბი, ეჭვიანობა ან ღალატი იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან