დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:47 ორშ. 22 თებერვალი, 2021 წელი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, საკუთარი პრინციპების, ავტორიტეტისა და შინაგანი თავისუფლების დაცვა მოგიწიოთ. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. პირად ცხოვრებაში მოემზადეთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

კურო

შესანიშნავი დრო საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა, თქვენ შორის სრული ურთიერთგაგება ჩამოყალიბდეს და ძლიერი გრძნობაც გაჩნდეს. არ არის გამორიცხული, ეს ძველი თქვენი სიმპათია იყოს. თუ ერთმანეთი დიდი ხანი არ გინახავთ, დროა, კავშირი განაახლოთ.

ტყუპები

მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა. თქვენი ცხოვრებისეული აქტიურობის მორიგი ციკლი ინტუიციის, პირადი ხიბლისა და აურის ზრდით აღინიშნება. შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ნიჭი გამოავლინონ.

კირჩხიბი

ყოველმხრივ კარგი დღეა. სამსახურში რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებთ, რითაც საკუთარ ავტორიტეტს გააძლიერებთ. თქვენი საქმიანობა შეიძლება, კოლეგებისთვის მისაბაძი გახდეს. სავარაუდოდ, ახალ თანამდებობას შემოგთავაზებენ. უყოყმანოდ დაეთანხმეთ, რადგან ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს.

ლომი

ეს ძალიან არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. თქვენი ქოლგის ქვეშ სხვადასხვა ადამიანისა და შეხედულების გაერთიანების სურვილმა შეიძლება გუნდში უთანხმოება ან პირად ცხოვრებაში ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს.

ქალწული

მოულოდნელმა უსიამოვნებებმა შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაართულოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში იმაზე მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, ვიდრე ოდესმე. ეცადეთ, თავი აარიდოთ საქმიან შეხვედრებს, რადგან პარტნიორებთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება გაგიჭირდებათ.

სასწორი

კრიტიკული დღეა, რომელიც წარმატებას მხოლოდ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მოუტანს. თქვენი მაღალი შრომისუნარიანობის წყალობით, მათი გეგმების მაქსიმუმს შეასრულებთ. მოსალოდნელია ნერვულობა და თავის ტკივილი.

მორიელი

პასიური დღეა, რომელიც ენერგეტიკული პოტენციალის შესუსტებას უკავშირდება. დაღლილობას და გაღიზიანებას სიბრაზეც თან ახლავს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თავი ხელში აიყვანოთ. ოჯახში შესაძლებელია მოზარდებთან კონფლიქტი.

მშვილდოსანი

თქვენი ცხოვრებისეული საქმიანობის მორიგი ეტაპი ინტუიციის, პიროვნული მომხიბვლელობისა და აურის ზრდით აღინიშნება. მშვილდოსანი ქალი გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვების სურვილმა შეიძლება, ნერვიულ აშლილობამდე მიიყვანოს. მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება მშვილდოსან კაცს მეგობრებთან ურთიერთობა გაურთულოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში უფრო თავშეკავებული იყოთ, ვიდრე ოდესმე.

თხის რქა

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ და მეტი პრაქტიკულობა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამარცხებას თავს ვერ დააღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში უფრო თავშეკავებული იყოთ, ვიდრე ოდესმე.

მერწყული

სიყვარულის, სინანულის და ცოდვების მონანიების დღეა. გირჩევთ, უფალთან განმარტოვდეთ და ახლობელ ადამიანებს დაეხმაროთ, ვისაც ეს სჭირდება. შუადღისას გარკვეული ქაოსი თქვენი მხრიდან ყურადღების კონცენტრაციას და თავშეკავებას მოითხოვს.

თევზი

ეს დღე ხელსაყრელია კომერციული მგზავრობის, საქმიანი ვიზიტებისა და გრძელვადიანი ფინანსური კონტრაქტების დადებისთვის. გამარჯვების ალბათობა დიდია. პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. თევზი ქალები თავიანთ რჩეულებთან ურთიერთგაგებას მიაღწევენ. ამ ეტაპზე თქვენი საქორწინო კავშირი ჰარმონიული გახდება. ნურავის ჩარევთ პირად ურთიერთობაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge