დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

19:40 შაბ. 23 იანვარი, 2021 წელი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ინიციატივა არ გამოიჩინეთ და საკუთარი პოზიციის განმტკიცების გზა ვერ იპოვეთ, რთული დღე გელით. მოსალოდნელია დაბრკოლებები, რაც, სავარაუდოდ, ახალი თანამდებობის მიღებას ან მიზნის მიღწევას უკავშირდება. საღამოს გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, განმარტოვდეთ.

კურო

ეს დღე წარმატებას გპირდებათ - არანავითარი დაბრკოლება არ გელით და ყველა პრობლემა გვერდს აგივლით. კურო ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ძალიან ეფექტურად წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. მოსალოდნელია ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა რომანმა შეიძლება დიდი იმედგაცრუება და ნერვიულობა მოგიტანოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის - ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და ყველაზე რთულ დაბრკოლებებსაც მარტივად გადალახავთ. დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა მასზე ამდენი ფულის დახარჯვა, თუ ცხოვრებას მის გარეშეც შეძლებთ. ტყუპ ქალებს ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება. ტყუპებ მამაკაცებს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ ემოციები აკონტროლონ - რომანტიკულმა ურთიერთობამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ.

კირჩხიბი

წარმატებით სავსე დღეა - არავითარი პრობლემა, არანაირი დაბრკოლება. ნებისმიერ, თუნდაც ძალიან რთულ ამოცანას ადვილად შეასრულებთ. სიყვარულში თავს ყველაზე უფრო ბედნიერად გრძნობთ. ამ ხელსაყრელი დღის არც ერთი წუთი უქმად არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რაც შეიძლება სრულყოფილად გამოავლინოთ.

ლომი

ეს დღე შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში იმაზე უფრო მოკრძალებულ პოზიციაზე იმყოფებით, ვიდრე იმსახურებთ. მოსალოდნელია დაბრკოლება, რომელიც კარიერულ წინსვლას ან თქვენი რომელიღაც გეგმის შესრულებას უკავშირდება.

ქალწული

მშვიდი და ჰარმონიული დღეა. შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველა მიმართულებით წარმატება გელით. ვარსკვლავები თქვენს შრომისმოყვარეობას და მონდომებას დააფასებენ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობას გადახედოთ.

სასწორი

ამ დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ხელსაყრელი დღეა მსხვილი შესყიდვებისთვის, გართობისა და სექსუალური ენერგიის კონცენტრაციისთვის. ახალი გატაცება ხანმოკლე იქნება და ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

მორიელი

ეს დღე ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია. ფრთხილად და ყურადღებით იყავით. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმოთ, სახლში დარჩეთ და დაისვენოთ. დიდია წინასწარმეტყველური სიზმრების ალბათობა.

მშვილდოსანი

პროფესიული საქმიანობისთვის, კარიერისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მშვილდოსან ქალებს მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორს სიამოვნებას მიანიჭებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვეთვის დამახასიათებელმა იდეალიზმმა შეიძლება თაყვანისმცემლის ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება მამაკაცებს, გახსოვდეთ, რომ პარტნიორის კრიტიკა კარგია გონივრულ ფარგლებში - ზედმეტი არ მოგივიდეთ. სიზმარში ქარიშხალი უსიამოვნო სიახლეებს ან ძლიერ მტერთან შეხვედრას ნიშნავს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოსმოსური ენერგიის ათვისებასთან, სიყვარულთან და პატიებასთან ასოცირდება. თხის რქების უმეტესობა მყარი ფსიქიკით, ტრადიციების დაცვითა და საყოველთაოდ დადგენილი წესების პატივისცემით გამოირჩევიან. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის.

მერწყული

შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. დაწყებულ საქმეს ყოველგვარი გართულებების გარეშე დაასრულებთ. გირჩევთ, ცოტა ხნით დაივიწყოთ ყველანაირი კამათი და გაუგებრობა და ახლობელ ადამიანებს სასიამოვნო საღამო აჩუქოთ. კარგი იქნება, თუ პატარა ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და ახლობელ ადამიანებს დაპატიჟებთ.

თევზი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმიანი კონტრაქტების დადებისა და მოლაპარაკებებისათვის. ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად მოქმედებთ, რომ ვისაც გინდათ და რაშიც გსურთ, დაარწმუნებთ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში იმედგაცრუება გელით, რაც ძნელი ასატანი იქნება. თავდაჯერებას თანდათან დაკარგავთ და საკუთარი უსარგებლობის გრძნობა დაგეუფლებათ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ახლა ყველაზე მეტად განმარტოება და დასვენება გჭირდებათ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge