დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 კვი. 24 იანვარი, 2021 წელი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. ვერძი ქალები თავს ყველა ასპექტში საუკეთესოდ გრძნობენ. მოსალოდნელია ბიზნესწინადადება, საქმის წარმატებით დასრულება ან ახალი ჰობი. თქვენი პიროვნული ხიბლი ამ დღეს სასწაულებს მოახდენს. ვერძ კაცებს ვურჩევთ, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლები განსაზღვრონ. გაითვალისწინეთ, რომ ექსტრავაგანტულმა ქცევამ შეიძლება თქვენს ბოლოდროინდელ ძალისხმევაზე უარყოფითად იმოქმედოს.

კურო

ფრთხილად იყავით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და უკეთეს მომენტს დაელოდეთ. ამჟამად ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მხოლოდ ორ დღეში შეიძლება ელოდოთ. შესაძლოა, ზოგმა კურომ კარიერულ კიბეზე გადაადგილება შეძლოს, მაგრამ რომელი მიმართულებით - ზემოთ ან ქვემოთ, ეს მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული. ნუ დაივიწყებთ კონკურენტებსა და შურიან ადამიანებს, რომლებიც ჭორაობითა და ცილისწამებით ეცდებიან გავნოთ. ვიღაც ცდილობს ხაფანგი დაგიგოთ.

ტყუპები

ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებას და ახალ სიყვარულს უკავშირდება. ვარსკვლავები შემოსავლის დამატებითი წყაროებს გპირდებიან. მოსალოდნელია წარმატება ფინანსურ საქმეებში. ახალი იდეებისა ან ახალი სტრატეგიის დახმარებით, სამუშაო შეხვედრებს და მოლაპარაკებებს წარმატებით ჩაატარებთ. თქვენი ოპტიმიზმი, პიროვნული მომხიბვლელობა და ლოგიკა საქმიან ადამიანებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გაუჩენს. არ არის გამორიცხული ახალი კარიერული წარმატებები.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ და მოვლენების განვითარებას მშვიდად დაელოდეთ. შესაძლოა, კარიერულ კიბეზე გადაადგილდეთ, მაგრამ რომელი მიმართულებით - ზემოთ ან ქვემოთ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით, ვიღაც ეცდება ჭორებითა და ცილისწამებით გავნოთ. გირჩევთ, სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვიდეთ და არსად გადაუხვიოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიების ლომებისთვის, განსაკუთრებით, თეატრალური მოღვაწეებისა და პედაგოგებისთვის. მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი უნარები ბრწყინვალედ გამოხატონ. პოლიტიკოსმა ლომებმა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლები უნდა განსაზღვრონ. ვიღაცის მფარველობამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ.

ქალწული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს. ხელსაყრელი დღეა როგორც მუშაობისთვის, ისე დასვენებისთვისაც - არანაირი დაბრკოლება, ყველა უსიამოვნება გვერდს აგივლით. სანამ ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მასზე ამდენი ფულის ხარჯვა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ახალი იდეების ან ახალი სტრატეგიის წყალობით, სამუშაო შეხვედრებს და მოლაპარაკებებს წარმატებით ჩაატარებთ. თქვენი ოპტიმიზმი ადამიანებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გაუჩენს.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ქორწინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. სავარაუდოდ, პარტნიორებთან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება გელით. წესიერებისა და სიბრძნის წყალობით, ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ საკითხში დარწმუნება შეგიძლიათ. მშვენივრად ხვდებით, რომ წინ უამრავი საქმე და გაუთვალისწინებელი დაბრკოლება გელით, მაგრამ ამაზე ნაკლები უნდა იფიქროთ და მეტი დაისვენოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ასოცირდება ფიზიკურ დატვირთვასთან, ინფორმაციის მიღებასა და ახალ სიყვარულთან. საქმიანი თანამშრომლობა და ხელისუფლებასთან კონტაქტი წარმატებული იქნება. თუ შემოსავლის დამატებით წყაროებს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება მიზანს მიაღწიოთ. გამიორიცხული არ არის, რომ საქმიანობის სფერო შეცვალოთ. თქვენი ოპტიმიზმი, პიროვნული ხიბლი და ლოგიკური აზროვნება ადამიანებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს უჩენს.

თხის რქა

ვარსკვლავებს ამ დღეს პრინციპულად მოქმედებას გირჩევენ. უარს ნუ იტყვით ახალ საქმეზე, თუნდაც ის უპერსპექტივოს მოგეჩვენოთ. ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ. ფინანსური ხარჯი გელით, თუმცა შენაძენი მოლოდინს გაამართლებს.

მერწყული

ცდუნების, ტყუილებისა და საშიში ვნებების დღეა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდება, ამიტომ უმჯობესია, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან დროებით, თავი შეიკავოთ. მით უმეტეს, რომ ახლა ამის გაკეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. გამორიცხული არ არის ქურდობა, ხანძარი ან უბედური შემთხვევა. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს მიაქციეთ.

თევზი

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების რეორგანიზაციისა და მნიშვნელოვანი ნივთების შეძენისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მხარდაჭერა. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანები თქვენი ფინანსური პრობლემების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. კარიერული თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები გელით, თუმცა რომელი მიმართულებით მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge