დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:49 პარ. 24 სექტემბერი, 2021 წელი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ბოლოს და ბოლოს, თქვენი საქმიანობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია წარმატება პროფესიული საქმიანობის სფეროში, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი პროფესიის ვერძებისთვის. გირჩევთ, ემოციებს არ აჰყვეთ და ნაკლებად გაითვალისწინეთ უცხო ადამიანების რჩევები.

კურო

მოემზადეთ სამსახურში პრობლემებისთვის. მოსალოდნელია არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან კონფლიქტები, ინტრიგები და გაუგებრობები. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ვითარება არ დაძაბოთ. თუ კომპრომისს იპოვით, ყველაფერი გამოვა. ნუ დაკარგავთ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც პლანეტების აზრით, აუცილებლად გექნებათ.

ტყუპები

მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება - ეს შეიძლება, თავის ტკივილი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება იყოს. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობა დაიწყოთ. სამსახურში სირთულეებისთვისაც მზად უნდა იყოთ - მოსალოდნელია შეცდომები, არასწორი გათვლები, გაუგებრობები, კონფლიქტი და უთანხმოება, თუმცა, საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მივა.

კირჩხიბი

ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ბოლოდროინდელი სირთულეების გადალახვაში მარტო ის ვერ დაგეხმარებათ. სიტუაციის ფხიზელი გონებით შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. გარდა ამისა, ბევრი თქვენგანი არაკეთილმოსურნე ადამიანის მტრულ დამოკიდებულებას იგრძნობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი ბიზნესსაქმიანობა სასურველ შედეგს მოიტანს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით, უცვლელი დარჩება. მენეჯმენტის მხარდაჭერა პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უზრუნველყოფს, რაც თქვენს კარიერაზე და ავტორიტეტზე დადებითად აისახება.

ქალწული

ამ დღეს თქვენი საქმიანობა შედეგიანი იქნება. შესაძლებელია, რომ ძვირად ღირებული ნივთი, რომლის ყიდვასაც დიდი ხანია ოცნებობთ, ბოლოს და ბოლოს, შეიძინოთ. ემოციური არასტაბილურობისგან მხოლოდ მუშაობა გიხსნით. პრობლემების მოგვარება კმაყოფილებას და სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. იზრდება თქვენი პიროვნული ხიბლი, რაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

სასწორი

ეს დღე გადის სულიერი გარდაქმნისა და ეჭვების დაძლევის ნიშნით ჩაივლის. იზრდება სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები. სავარაუდოდ, რომელიღაც სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად განმარტოთ ისინი.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ თვითკრიტიკა საუკეთესო საშუალებაა განდიდების მანიისგან განკურნებისთვის. სავარაუდოდ, ძალიან ძველი პრობლემები, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ, ისევ თავს შეგახსენებთ და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გამოიწვევს. ეცადეთ, მომხდარი რეალურად და ობიექტურად შეაფასოთ. ეს პოზიციის გამტკიცებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოემზადეთ სამსახურში პრობლემებისთვის. მოსალოდნელია შეცდომები, არასწორი გათვლები, გარშემო მყოფებთან გაუგებრობები და ნებისმიერი წვრილმანის გამო კონფლიქტები. ზედმეტი ნდობის ან გულგრილობის გამო შეიძლება, საკუთარ პრინციპებს უღალატოთ.

თხის რქა

დაძაბული მუშაობა ემოციურ არასტაბილურობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თქვენი არაობიექტური დამოკიდებულება შეიძლება, შეცდომის მიზეზი გახდეს, რომელიც ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

მერწყული

შესაძლებელია, რომ პირადი ცხოვრების პრობლემები თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე აისახოს. უფროსებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, რამაც შეიძლება, სამსახურის დაკარგვა ან საქმიანობის შეცვლა გამოიწვიოს. ეცადეთ, მომხდარი რეალურად შეაფასოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ ვალდებულებებზე უარი არ უნდა თქვათ. ამ დღრეს ნებისმიერი შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ.

თევზები

ეს დღე ცვლილებებისა და გარდაქმნების სიმბოლოა. ბევრ თევზს იმ ადამიანებთან თანამშრომლობის შანსი ექნება, რომელთა შესაძლებლობები და წარმატებები დიდი ხანია, აღფრთოვანებთ. სურვილის შემთხვევაში, შეიძლება, პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა შეძლოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge