დღის ჰოროსკოპი

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 პარ. 26 თებერვალი, 2021 წელი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღეს ორმაგი მახასიათებელი აქვს. დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ ფულის დაბანდებას - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. დღის მეორე ნახევარში კარიერულ კიბეზე გარკვეული გადაადგილებაა მოსალოდნელი. შეიძლება, მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვა მოგიწიოთ.

კურო

ამ დღეს ახალი, დიდი პროექტის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ახლა ამისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის. თქვენი სიფრთხილე და წინდახედულება ძალიან გამოგადგებათ.

ტყუპები

ემოციური თვალსაზრისით საშიში დღეა. გირჩევთ, გააუქმოთ დაგეგმილი ვიზიტები და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახს. თქვენი ტაქტი და მოთმინება დოჯახში ნდობის, კომფორტისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნის. ამ დღეს არასასურველია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება: რემონტი, ბინის კეთილმოწყობა და მცენარეების დარგვა. შესაძლებელია, მეგობრების ან ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში გაუგებრობები გელით. ფხიზლად იყავით და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, რადგან ბოროტის მსურველი ეცდება, ზიანი მოგაყენოთ. ამჟამად ყველაფერი თქვენს სისწრაფესა და გამძლეობაზეა დამოკიდებული. ნუ ეცდებით სამსახურის შეცვლას - ამისთვის არახელსაყრელი დროა. კარგი იქნება, თუ საღამოს პატარა, ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და მეგობრებს დაუძახებთ. არ იდარდოთ, ცუდი განწყობა მალე დაგტოვებთ და თქვენს სახლში ისევ სიყვარული და მშვიდობა შემოვა.

ლომი

ამ დღის ყველა პრობლემა, სავარაუდოდ, პირად ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლოა, მგზნებარედ შეგიყვარდეთ ან პირიქით, საყვარელ ადამიანს დაშორდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ბედნიერად დასრულდება. ეს არც უკანასკნელი სიყვარულია და არც უკანასკნელი ჩხუბი თქვენს ცხოვრებაში.

ქალწული

ამ დღეს ორმაგი მახასიათებელი აქვს. დღის პირველ ნახევარში გუნდურ მუშაობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ, რადგან ჯერჯერობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურა. ფარული მტერი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, ამიტომ გული მხოლოდ სანდო ადამიანებს გადაუშალეთ.

სასწორი

ემოციური თვალსაზრისით საშიში დღეა. ძალიან გჭირდებათ სრულფასოვანი დასვენება, რაც სარგებელს მოგიტანთ. ყოველდღიური პრობლემების შესახებ დროებით შეგიძლიათ დაივიწყოთ. შესაძლებელია, მეგობრების ან ნათესავების დახმარება მოგიწიოთ. სიზმრები შესაძლოა, წინასწარმეტყველური იყოს.

მორიელი

ამ დღეს აქტიურად მოქმედების კარგი შესაძლებლობა გექნებათ. შესაძლოა, თქვენ წინააღმდეგ ვიღაცის შემუშავებული საიდუმლო გეგმები და ინტრიგები ამოიცნოთ. შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩებით. გახსოვდეთ, რომ წყენა და აგრესია, პირველ რიგში, თქვენ დაგაზარალებთ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

მშვილდოსანი

საშიში დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავი შეიკავოთ სარისკო საქმეების, საეჭვო ნაცნობობისა და ჯანმრთელობის რისკებისგან. გააუქმეთ ყველა დაგეგმილი ვიზიტი და შეხვედრა, ასევე, სასიყვარულო პაემანი და მთელი დღე სახლში გაატარეთ. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე. არასასურველია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება ან ალკოჰოლის მიღება.

თხის რქა

მოულოდნელი ამბავი თქვენს სიმშვიდეს დაარღვევს დეა ოჯახში ურთიერთობებს გაართულებს. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ზრუნვა და ყურადღება აკლია. ეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ. თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისა და ალკოჰოლური სასმელებისგან.

მერწყული

ემოციურად საშიში დღეა. გირჩევთ, დაგეგმილი ვიზიტები გააუქმოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ეცადეთ,. ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დროებით პროფესიული საქმეები დაივიწყოთ. თქვენი თავშეკავება და ტაქტი ოჯახში ნდობისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნას დაეხმარება.

თევზები

კრიტიკული დღეა. ბევრ თევზს კონფლიქტი ელის, პრობლემები დროებითია და მალე გაივლის. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრობა განაახლოთ ადამიანებთან, ვისაც ამა თუ იმ მზეზით დაშორდით. მოერიდეთ ფულის უსარგებლო ხარჯვას, თორემ უახლოეს ხანებში ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ. ამ დღის სირთულეებს ახლობელი ადამიანების ან ძველი ნაცნობების დახმარებით გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ, რომ დაძაბული კვირის შემდეგ სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge