დღის ჰოროსკოპი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:11 სამ. 27 აპრილი, 2021 წელი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების კრიტიკული ანალიზისთვის. შესაძლებელია ახალმა ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ეს როლი დადებითი იქნება თუ უარყოფითი. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი, რაც თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს.

კურო

იღბლიანია დღეა ბიზნესმენი კუროებისთვის. მოსალოდნელია ძველი ჩანაფიქრის განხორციელება, მოგებიანი გარიგება ან მოულოდნელი სასიხარულო ამბავი. შესაძლებელია, მაცდური შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ტყუპები

შემოქმედი ტყუპებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ძველი ოცნების ასრულება ან სასიხარულო ამბავი. ტყუპ ქალბატონებს ვურჩევთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მწვავე თემებზე საუბარს თავი აარიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის ჩხუბი და ურთიერთბრალდებები.

კირჩხიბი

ვარსკვლავების აზრით, კირჩხიბებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესზე ოცნებობენ, შეუძლიათ იდეის განხორციელებას შეუდგნენ. ყურადღება მიაქციეთ ახალ ბიზნესწინადადებებს და ეცადეთ, ისინი მაქსიმალური სარგებლის მისაღებად გამოიყენოთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ ყურადღებით და გააზრებულად იმოქმედებთ.

ლომი

დღის დასაწყისში შეიძლება ცუდი ამბები გაიგოთ, რაც პარტნიორების მოტყუებას ან შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების კრიტიკული ანალიზისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი.

ქალწული

სავარაუდოდ, იწყება პერიოდი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, საკუთარი ძალები სწორად წარმართოთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგრამ პოზიტიურს თუ ნეგატიურს, ეს კიდევ საკითხავია. შესაძლოა, ახალმა იდეებმა თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდინონ.

სასწორი

იღბლიანი დღეა. მოსალოდნელია მოგება ან ძველი ოცნების ახდენა. ეცადეთ, ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ, რადგან ხმაურიან წვეულებას ან სტუმრების მიღებას შეიძლება, კამათი და ურთიერთბრალდებები მოჰყვეს.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო ნერვიულობა და ჯანმრთელობის გაუარესება. ეცადეთ, რადიკალური მოქმედებების, გადაწყვეტილებებისა და დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. შვილებთან ერთად სეირნობით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ბევრი მორიელი შეძლებს მომავალი დაინახოს, პარტნიორის სულს ჩასწვდეს და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეუდგეს.

მშვილდოსანი

საკმაოდ რთული დღე გელით. გარემოებათა არახელსაყრელმა განვითარებამ ან არაკეთილმოსურნე ადამიანების მაქინაციებმა შეიძლება, გაიძულოთ, მთელი ძალები საკუთარი ავტორიტეტის დასაცავად მიმართოთ. პროფესიული საქმიანობის სფეროში იმ პოზიციაზე არ ხართ, რომელსაც იმსახურებთ. გირჩევთ, ნებისმიერი კომერციული მგზავრობა ან ფინანსური ოპერაცია სხვა დროისთვის გადადოთ.

თხის რქა

ემოციური განახლების პერიოდი იწყება, რომელიც სასიცოცხლო ძალების სწორად წარმართვის უნარს უკავშირდება. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ფრთხილად იყავით, სამყაროს შეცვლას ნუ ეცდებით.

მერწყული

კონტაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის ხელსაყრელი დღეა. კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ, სასურველ შედეგს მიაღწიოთ. თქვენი თავმდაბლობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით უფროსების მოწონებას და გავლენიანი მფარველების დახმარებას დაიმსახურებთ. ყურადღება მიაქციეთ დაავადებების სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ამ დღეს იგრძნოთ.

თევზი

პლანეტებს გირჩევენ, თქვენს უახლოეს გარემოცვაში მომხდარ ცვლილებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ვიღაც ეცდება, თქვენი შესაძლებლობები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ ყურადღებით და გააზრებულად იმოქმედებთ. ღამით მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge