დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:50 კვი. 27 ნოემბერი, 2022 წელი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს ურთიერთობებში და ურთიერთობით მოსაგვარებელ საკითხებში წარმატება გელით. თქვენი კომუნიკაბელურობა რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. სადავო საკითხების მოგვარებას, საკუთარი პოზიციის დაცვას და საინტერესო ადამიანის გაცნობას ისე მარტივად მოახერხებთ, როგორც არასდროს.

კურო

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ თქვენს სოციალურ წრეში ძალიან ცნობილი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ, მათ შორის საკუთარი შეფი. თქვენს სიტყვას ნებისმიერ საზოგადოებაში მოუსმენენ და გაითვალისწინებენ.

ტყუპები

დილიდან ენერგიით სავსე ხართ და ისეთი სისწრაფით მოქმედებთ, რომ თქვენი შეჩერება შეუძლებელია. ცდილობთ, გარშემო მყოფი ადამიანებიც აიყოლიოთ, მაგრამ თქვენი ტემპის აყოლა ადვილი არ იქნება.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში აჩქარება დაგჭირდებათ. გარემოებები სწრაფად მოქმედებას გაიძულებენ, თანაც ისე, რომ საკუთარი ქმედებების შედეგებზე დაფიქრებას ვეღარ ასწრებთ. საბედნიეროდ, შეცდომების წლიური ლიმიტი უკვე ამოწურული გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ შედეგებზე აღარ ინერვიულოთ.

ლომი

ლომებო, დროა საკუთარ მომავალზე იფიქროთ. ისეთი ადამიანისთვის, როგორიც თქვენ ხართ, ოცნებები და ღრუბლებში ფრენა ძალიან საშიშია. ეცადეთ, მთელი ყურადღება რეალობაზე გადაიტანოთ. რა თქმა უნდა, ოცნებას არავინ გიკრძალავთ, მაგრამ ხანდახან ცხოვრებას ზრდასრული ადამიანის თვალით უნდა შეხედოთ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე ნაკლებად გარშემო მყოფების აზრი გაინტერესებთ, რადგან საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ. თქვენგან ისეთი თავდაჯერება იგრძნობა, რომ რჩევის მოცემას ვერავინ გაგიბედავთ, ასე რომ, შეგიძლიათ ამაზე არც ინერვიულოთ.

სასწორი

სანამ მომავლის გეგმებს შეადგენთ, ეცადეთ, აწმყოზე იზრუნოთ. დროა მიხვდეთ, რომ სწორედ თაროზე შემოდებული საქმეები გაფერხებთ. ასტროლოგები გირჩევენ, საქმიანობა სახლიდან დაიწყოთ. სწორედ ეს იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე ყველაზე დადებითად.

მორიელი

მორიელის ტვინი შვეიცარიული საათივით უნაკლოდ მუშაობს, მაგრამ ამ დღეს ხუმრობებს უნდა მოერიდოთ. სამწუხაროდ, იუმორის გრძნობა ყველას არ აქვს და შეიძლება, პრობლემები შეგექმნათ. ჯობია ანეკდოტები სხვა დღისთვის შეინახოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენთვის ცხოვრების მთავარი საზომი ფული იქნება. მოულოდნელად დაინტერესდებით, სად და რაში იხარჯება ყოველი თეთრი, მაგრამ სანამ გამოთვლას დაიწყებთ, ემოციებისგან უნდა გათავისუფლდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თხის რქა

თქვენი თავდაჯერება შეიძლება მბრძანებლობაში გადაიზარდოს. თქვენი დიქტატორული ტონი ყველას არ მოეწონება, მაგრამ შედეგის მისაღწევად უკან არ დაიხევთ. შეგიძლიათ, ასე გააგრძელოთ.

მერწყული

დილიდან მოტივაციის სრული დეფიციტი გაქვთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი განწყობით რამე საკითხზე კონცენტრირება შეძლოთ. ამიტომ ჯობია, განტვირთვის დღე მოაწყოთ და ძალები აღიდგინოთ. ამის შემდეგ თქვენი საქმიანობა გაცილებით შედეგიანი გახდება.

თევზები

ასტროლოგები გირჩევენ, რომ შემოვლითი და არასტანდარტული გზებით მოქმედება აირჩიოთ, რადგან თქვენი ჩვეული სტრატეგია სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ეცადეთ, ყოველდღიურ საკითხებშიც კი შემოქმედებითად იაზროვნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge