დღის ჰოროსკოპი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ოთხ. 28 აპრილი, 2021 წელი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლობლების მიმართ აგრესიულობა არ გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე, ავტომობილის სწრაფად მართვაზე და მჭრელ საგნებთან ურთიერთობაზე. ზედმეტმა ნდობამ ან პარტნიორის შესახებ არასწორმა წარმოდგენამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

კურო

იმედგაცრუების დღეა. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ - მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ელით. უმჯობესია, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და სამომავლოდ გადადოთ სამუშაო, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან მეგობრებთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ისეთი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რომლისთვისაც მზად არ ხართ.

ტყუპები

მოვლენათა არახელსაყრელი განვითარების ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციების გამო შესაძლოა, საკუთარი პრინციპების მთელი ძალით დაცვა მოგიწიოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ხმამაღალ საუბარს მოერიდოთ - ამან შეიძლება თქვენს სანდოობაზე და კარიერულ წინსვლაზე უარყოფითად იმოქმედოს და მატერიალური ზარალი გამოიწვიოს. უმჯობესია, კომერციული მგზავრობა ან ფინანსური ოპერაციები სხვა დროისთვის გადადოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ვიზიტებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის და მოგზაურობისთვის. ყურადღებით მიაქციეთ რას მიირთმევთ - ამ დღეს შემთხვევითი მოწამვლის რისკი ძალიან მაღალია.

ლომი

ეს დღე უამრავ ნერვიულობას მოგიტანთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლობლების მიმართ აგრესიულობას ერიდოთ. თქვენი ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს. სექსუალურ სფეროში იმედგაცრუება გელით. თქვენს მოლოდინს, სავარაუდოდ, ასრულება არ უწერია. თუ ამას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ. საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. შეეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

ქალწული

სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ფინანსური სირთულეები გელით. ეს დღე საყვარელ ადამიანზე ნერვიულობას უკავშირდება. თქვენი ურთიერთობა შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით თუ სირთულეებს ერთად გადალახავთ. გირჩევთ, სხვისი დარიგება არ გაითვალისწინოთ, მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა კონტაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. დღის პირველი ნახევრის პოზიტიური ტენდენციები საქმიან გარიგებებსა და კომერციულ ოპერაციებში წარმატებას მოგიტანთ. შეხვედრები და კონტაქტები უახლოეს მომავალში სასურველ შედეგს გამოიღებს. ყურადღება მიაქციეთ ახალი ნაცნობებს. მათთან ურთიერთობამ შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ და უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.

მორიელი

ხელსაყრელი პერიოდი გრძელდება. ამ დღის მოვლენები თქვენში ღირებულებების გადაფასებას გამოიწვევს. მთელი ყურადღება შინაგან ცვლილებებზე გაქვთ გადატანილი. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავში წინასწარმეტყველების ნიჭი აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

საქმიანი თუ საგანმანათლებლო მოგზაურობა წარმატებული იქნება და სიხარულს მოგიტანთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც წარმატებულ შეძენას ან მოგებას უკავშირდება. სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა

ამ დღეს წარსულის ანალიზი შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ჩხუბის მიზეზი გახდეს. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა თქვენი ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს. ხელსაყრელი დროა სპორტისა და ფიზიკური სამუშაოსთვის.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ძიებისთვის, ექსპერიმენტებისა და ინფორმაციის მიღებისთვის. მოსალოდნელია ძველი ოცნების ასრულება ან მოულოდნელი კარგი ამბავი. ვარსკვლავები მერწყულ ქალებს ურჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს მგრძნობიარე თემებს თავი აარიდონ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ცრემლები, ურთიერთბრალდებები და კონფლიქტები.

თევზი

რთული და დაძაბული დღეა, რომელიც დილიდან გაუგებრობებს გპირდებათ. მოსალოდნელია მცირე დანაკარგები ან უცხო პირებისგან მომდინარე აგრესია. შუადღისას ვნებები ჩაცხრება. ერიდეთ მოწამვლას და საკვები ზომიერად მიიღეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge