დღის ჰოროსკოპი

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:33 ხუთ. 29 აპრილი, 2021 წელი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაში დიდ და სასიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევს. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. პროფესიული საქმიანობის სფეროში შეცდომებისგან მხოლოდ ლოგიკური აზროვნება და ზუსტი გაანგარიშება დაგიცავთ. საღამოს ყველა პრობლემა ბავშვებს, შემოქმედებას და პირად ცხოვრებას უკავშირდება.

კურო

კოსმოსური ენერგიის მიღებისა და წონასწორობის დღეა. გამორიცხული არ არის, რომ გეგმები შეცვალოთ - შეიძლება თქვენი მოლოდინი უშედეგო აღმოჩნდეს ან, პირიქით, ძალიან გაგიმართლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოწყალება და კეთილშობილება გამოიჩინოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში სიბრაზის გამოვლენას უნდა მოერიდოთ. გირჩევთ, ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ დაგეგმოთ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევრის პოზიტიური ტენდენციები კომერციულ ოპერაციებში წარმატებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგებს მოგიტანთ. ყურადღება გამოიჩინეთ ახალი ნაცნობების მიმართ. მათთან ურთიერთობამ შეიძლება, უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. კარგი დღეა მოგზაურობისა და დასვენებისთვის.

კირჩხიბი

რომანტიკული განწყობა კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში ხელს შეგიშლით. გაითვალისწინეთ, რომ გულმავიწყობამ და უყურადღებობამ შეიძლება, უსიამოვნება მოგიტანოთ. ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე. სასურველია ოჯახური საქმეებით დაკავდეთ.

ლომი

საკმაოდ წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია გაღიზიანება ან ნერვული სტრესი. საუკეთესო შემთხვევაში, უცნობი საფრთხეების შესახვედრად გაიქცევით, უარეს შემთხვევაში კი ეცდებით, ბრაზი ახლობელ ადამიანებზე იყაროთ, რაც, რა თქმა უნდა, ოჯახში კონფლიქტს გამოიწვევს. საყვარელ ადამიანთან მიმართებით თქვენმა დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება, უსიამოვნო შედეგები მოგიტანოთ.

ქალწული

ამ დღეს უამრავი საქმიანი შეხვედრა გელით, რაც მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. ზოგადად, თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება, თუმცა გსურთ, რომ თქვენი პროექტი უფრო სწრაფად განხორციელდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მატერიალური პრობლემები გელით. თუ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას მისცემთ, ფინანსურ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ.

სასწორი

დღე ხელსაყრელია სულიერი და პროფესიული განვითარების, ფიზიკური დატვირთვისა და მშენებლობის დასაწყებისთვის. ამ დღეს განმარტოება მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ. თქვენგან ინიციატივას და აქტიურობას ელიან. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

მორიელი

ეს დღე გაუთვალისწინებელი მოვლენებითა და ახალი ამბებით დაგამახსოვრდებათ. თქვენი ქცევა შეიძლება არაპროგნოზირებადი გახდეს. გირჩევთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ და ვიღაცის მიმართ შური და მრისხანება აირიდოთ თავიდან.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სულიერი და პროფესიული განვითარებისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. ემოციური აღმასვლა გელით, მაგრამ გირჩევთ, ურთიერთობა შეამციროთ და მშვიდობისმყოფელის როლზე უარი თქვათ. ამ დღეს მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებით უნდა დაკავდეთ.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ფსიქიკური დისბალანსი და განწყობის ხშირი ცვლა. ეცადეთ, ნეგატიურ ემოციებზე უარი თქვათ. ორიგინალობის და ექსტრავაგტულობის მოყვარულებს ვურჩევთ, ცოტა ხნით ვნებები დაიცხრონ და ინდივიდუალურობის გამოხატვას მოერიდონ.

მერწყული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც სიცრუეს, ცილისწამებას დ დევნას უკავშირდება. მოვლენების არახელსაყრელმა განვითარებამ ან ოჯახის წევრების გავლენამ შეიძლება გაიძულოთ, რომ მთელი ენერგია საკუთარი პრინციპების დასაცავად მიმართოთ. მოერიდეთ სიტუაციის გამწვავებას. ეს შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

თევზი

მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა და უკმაყოფილება. თევზმა ქალებმა შეიძლება თავი მარტოსულად იგრძნონ. ეცადეთ, დროებითი პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. საკმარისი ენერგია და ოპტიმიზმი გაქვთ, რომ თავი კვლავ ცხოვრების ეპიცენტრში იგრძნოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge