დღის ჰოროსკოპი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 შაბ. 3 აპრილი, 2021 წელი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილიოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველ ნახევარში ნეგატიური ტენდენციები ფინანსურ სირთულეებს, ცუდ ამბებს ან კოლეგებთან კონფლიქტს გამოიწვევს. სხვისი შეცდომების გამოსწორება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ერიდეთ უაზრო და უსარგებლო ლაპარაკს, ორაზროვან სიტუაციებს და უცხო ადამიანების რჩევებს.

კურო

წინა დღეებთან შედარებით, გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს, თუმცა პროფესიული საქმიანობის სფეროში, სავარაუდოდ, წარუატებელი დღეა. გეგმები და აზრები, რომლებიც დღეს გაგიჩნდებათ, სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. მოსალოდნელია პირად ცხოვრებასთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ხელსაყრელი დღეა ქველმოქმედებისთვის: გაიღეთ მოწყალება, აჩუქეთ საჩუქრები და შეასრულეთ ყველა თხოვნა. თავი შეიკავეთ გაბრაზების ან ტირილისგან.

ტყუპები

პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია დაღმასვლა. ამ დღეს სარგებელს მხოლოდ ძველი საქმეებისგან მიიღებთ. წარმატებას მეგობრების, ნათესავების და, უბრალოდ, კეთილმოსურნეების დახმარებით მიაღწევთ. არახელსაყრელი დღეა სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებისათვის. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

თქვენი კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იდეები, რომლებიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, მორალურ და მატერიალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა გარიგებებისა და მოლაპარაკებებისთვის. ისეთი განცდა გაქვთ, რომ ყველაფერს მიაღწიეთ. თქვენი ოპტიმიზმი ახლობელ ადამიანებს გააბედნიერებს.

ლომი

ვარსკვლავების განლაგება ჯერ ისევ არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლო შედეგებზე იფიქროთ. გამორიცხული არ არის, რომ დღის უარყოფითმა ტენდენციებმა ფინანსური სირთულეები, ცუდი ამბები ან კოლეგებთან დაპირისპირება გამოიწვიოს. თქვენი თანდაყოლილი კეთილშობილება ღია კონფლიქტს თავიდან აგაცილებთ.

ქალწული

გარე გავლენამ ან ცრუ ინფორმაციამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. პარტნიორებთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან კატეგორიული ნუ იქნებით - მოსალოდნელია ნერვული აშლილობა და კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება, ურთიერთობების დაძაბვამდე მიგიყვანოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა საქმიანი ოპერაციებისთვის. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან და ნებისმიერი საქმისგან, რომელიც გზას უკავშირდება. ქალაქში გადაადგილებაც კი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. წარმატების მიღწევას მხოლოდ მეგობრების ან ნათესავების დახმარებით შეძლებთ. ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მორიელი

შემოქმედებითი და საქმიანი აქტიურობა იზრდება. ეცადეთ, დროულად გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით უნდა გააძლიეროთ ძალისხმევა. გირჩევთ, ბავშვებთან ზედმეტი სიმკაცრე არ გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. უსიამოვნო ინფორმაცია ან მოულოდნელი შეხვედრა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ვარსკვლავები პარტნიორთან ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის შესახებ გაფრთხილებენ.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. ცრუ ინფორმაციამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, რადგან ის წარუმატებელი აღმოჩნდება და სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ. გამორიცხული არ არის ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მერწყული

ეს დღე შინაგანი თავისუფლების მოპოვებას განასახიერებს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვის, ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელების ან ძველი პრობლემების გადაჭრისთვის. სრულფასოვანი დასვენება დაძაბული მუშაობის შემდეგ სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეს დღე ილუზიებს და ღალატს განასახიერებს და არახელსაყრელია ქორწინების, ყიდვა-გაყიდვის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. ეგოისტ და არაგულწრფელ ადამიანებს შეუძლიათ თქვენი ბავშვური უშუალობით და თავგანწირვით ისარგებლონ. ეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასოთ, რადგან თქვენი თამამი იდეები უტოპიური აღმოჩნდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge