დღის ჰოროსკოპი

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:10 ოთხ. 5 მაისი, 2021 წელი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის, მსხვილი შენაძენებისა და კომერციული გარიგებებისთვის. ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც ბევრ ძალას წაგართმევს ან განწყობას გაგიფუჭებთ.

კურო

ქალებს მთელი კვირის მანძილზე მამაკაცების მხრიდან გადაჭარბებული ყურადღება, კონტაქტები და შეხვედრები ელით. ვარსკვლავები კურო მამაკაცებს ურჩევენ, რომ ეს დღე დაგროვილი საქმეებისა და პრობლემებისგან გათავისუფლებას დაუთმოთ. დღის მეორე ნახევრიდან სასურველია გუნდური მუშაობა ან თანამოაზრეებთან ერთად დასვენება. მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან უმიზეზო ჩხუბი. გამოიჩინეთ ტაქტი და მოთმინება. ეს კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

საკმაოდ რთული დღე გელით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს გონივრულად მოექცეთ - ზედმეტმა ემოციებმა შეიძლება კამათი ან იმედგაცრუება გამოიწვიოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას და კოლექტიურ საქმიანობას ერიდოთ. შესაძლოა, დაუსრულებელმა საქმეებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ.

კირჩხიბი

ეს დღე უსიამოვნო ფიქრებისგან და ადამიანებისგან გათავისუფლებას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია კამათი, თუმცა ამის მიზეზი არ არსებობს. კონფლიქტის თავიდან აცილებას მხოლოდ მოთმინებითა და ტაქტით შეძლებთ. გირჩევთ, ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის მეტი დრო გამონახოთ.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით მოგვარება და სარგებელი კომერციულ გარიგებებში. თქვენმა თანდაყოლილმა გულუხვობამ, რომელიც მფლანგველობას ჰგავს, შეიძლება ბიზნესგარიგებების გართულებები გამოიწვიოს. ეცადეთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ დატვირთვას ერიდეთ.

ქალწული

საკმაოდ რთული დღეა. კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებები შეიძლება წარუმატებელი იყოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფიზიკურ დატვირთვას და ჯგუფურ აქტივობებს ერიდოთ. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. მოერიდეთ, ალკოჰოლურ სასმელებს, ხორციან კერძებსა და ცხარე სანელებლებს.

სასწორი

საშიში დღეა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლებელია, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოგებიანი შეთავაზება დაკარგოთ. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო მოვლენა გელით. სიზმრები შეიძლება იყოს წინასწარმეტყველური იყოს და რამდენიმე დღეში ასრულდეს.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. საკუთარ გრძნობებში გარკვევისთვის დრო გჭირდებათ. არ არის გამორიცხული, რომ შორეული ნათესავებისგან ან მეგობრებისგან რაღაც ცნობა მიიღოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენისთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფიზიკურ დატვირთვას და კოლექტიურ მოქმედებას ერიდოთ. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ინდივიდუალური საქმიანობა მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებულმა ემოციებმა ან პრეტენზიებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

რთული დღეა. არასწორმა წარმოდგენამ პარტნიორის შესახებ ან სიტუაციის არასწორმა შეფასებამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი გართულება გელით. ამიტომ ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და კონფლიქტი არ გაამძაფროთ.

მერწყული

ორიგინალობისა და ექსტრავაგანტურობის მოყვარულებს წარმატება ელით. თქვენს მდიდარ შინაგან სამყაროს შეიძლება ამ დღეს ახალი შეგრძნებების მოთხოვნილება გაუჩნდეს, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

თევზები

ეს დღე მოწყალებას და განკურნებას უკავშირდება. სავარაუდოდ, კოლეგები, მეგობრები ან ახლობლები თქვენგან დახმარებას ელიან. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა გულუხვობამ და საქველმოქმედო საქმიანობამ ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს. არავის უსმინოთ და ისე იმოქმედეთ, როგორც სინდისი გკარნახობთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge