დღის ჰოროსკოპი

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:26 პარ. 7 მაისი, 2021 წელი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა გაუთვალისწინებელ ხარჯებზე ან დაგროვილ დავალიანებაზე მთელ შემოსავალს დახარჯავთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი ნიჭი და უნარები გამოავლინოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა. თუ ამ დღეს მსხვილი გარიგება ან ან მოგებიანი შეთანხმება შემოგთავაზეს, უყოყმანოდ დათანხმდით. სწრაფი შედეგების იმედი ნუ გექნებათ - გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, შეფერხდება, მაგრამ საბოლოო შედეგი ძალიან სასარგებლო იქნება. მეგობრებისა და ახლობლების დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ- ეს თქვენი პრობლემების გადაჭრის გასაღებია. ფრთხილად იყავით - მოულოდნელი შეხვედრა ან ახალი ამბავი გელით, რომელმაც შეიძლება, მწყობრიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი სამუშაო დღეა, აქტიური ბრძოლისა და ახალი მიღწევების პერიოდი. პლანეტები გირჩევენ თავი შეიკავოთ უსარგებლო კამათისგან. წვრილმანები დათმეთ, რათა მთავარი მოიგოთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ ბედის უეცარი შემობრუნებისთვის და ძალები დაზოგეთ. ახლა ყველაზე მეტად მეგობრების მხიარული კამპანია, საინტერესო მოგზაურობა და გასართობი გჭირდებათ. ფრთხილად იყავით - დღეს ემოციების შეკავება გაგიჭირდებათ.

ლომი

ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობა ფინანსურ მდგომარეობაში სასიკეთო ცვლილებებს გპირდებათ, მაგრამ მოულოდნელი ხარჯები ან ახლობელი ადამიანის მიმართ გამოჩენილი გულუხვობა მთელ შემოსავალს წაიღებს. სიამაყე და სიზარმაცე ამ დღეს საშუალებას არ მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინოთ.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაწყებული სამუშაოს ბოლომდე მისაყვანად ეცადეთ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით.

სასწორი

ხელსაყრელი დღე აქტიური ბრძოლისა და ახალი მიღწევებისთვის. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად მიჰყვეთ. ეს დღე თქვენს სიმტკიცეს და საქმიან უნარებს გამოცდას მოუწყობს. გირჩევთ, ურთიერთობებში ზომიერება დაიცვათ, ზედმეტი დავა და პრეტენზიები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ამ დღის პრობლემები და გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები ნანატრი მოგზაურობის დაწყებაში ხელს შეგიშლით. მოვალეობისა და საკუთარი ღირსების გრძნობა თქვენი ქცევის საფუძველია. მოსალოდნელია სექსუალური პოტენციალისა და მომხიბვლელობის ზრდა, რაც მიზნების მიღწევას და ბიზნესში ახალი პარტნიორების მოზიდვას გაგიადვილებთ.

მშვილდოსანი

აქტიური ბრძოლისა და ახალი მიღწევების პერიოდია. წარმატებისთვის მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა გმართებთ. პლანეტები გირჩევენ, უსარგებლო და არაპრინციპული კამათისგან თავი შეიკავოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა და ფეთქებადმა ხასიათმა შეიძლება, უახლოეს ადამიანებთან კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.

თხის რქა

ამ დღეს ძალების გონივრულად განაწილება გმართებთ, რათა დაწყებული სამუშაო ბოლომდე მიიყვანოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოძებნისთვის. მშვენიერი შანსი მოგეცემათ, რომ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

მერწყული

მოულოდნელი გარემოებები ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას და სრულიად უცხო საქმის კეთებასაც კი გაიძულებთ. თქვენი საქმიანობის საბოლოო შედეგი მხოლოდ სწრაფი რეაგირების უნარზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესება.

თევზები

ეს დღე ცხოვრების ახალ ეტაპის დაწყებას განასახიერებს. სავარაუდოდ, ის სასიამოვნო სიახლით დაიწყება, დიდი მოულოდნელობით გაგრძელდება და საყოველთაო აღიარებით დასრულდება. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმე დროულად დაასრულოთ და ნათესავებთან ხანგრძლივი დავა შეწყვიტოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge