Fun-ტესტი

დილის რომელ საათზე იღვიძებთ?

fun time

12:00 ორშ. 12 აპრილი, 2021 წელი

დილის რომელ საათზე
იღვიძებთ?

14
დაკოპირებულია

დილით ადრე ადგომა ჯანმრთელობის საწინდარია, თუმცა სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას ყველას არ აძლევს. გაიხსენეთ, რომელ საათზე იღვიძებთ და გაიგეთ საინტერესო დეტალები თქვენი ცხოვრების წესზე.

თუ თქვენ დილის 4:00 სთ-ზე დგებით

დამღლელი სამუშაო გაქვთ. ხანდახან გრძნობთ, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, მაგრამ ისიც გააზრებული გაქვთ, რომ გაჩერება არ შეიძლება. იმ იმედით მუშაობთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს კარგ ანაზღაურებას მიიღებთ და ავტორიტეტულიც გახდებით. მერე კი ნამდვილად დაემშვიდობებით რუტინას.

თუ თქვენ დილის 5:00 სთ-ზე იღვიძებთ

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სამუშაო რეჟიმი დასვენების საშუალებას გაძლევთ, მაინც ცდილობთ, თავისუფალი დრო სამსახურს დაუთმოთ და საუკეთესო შედეგიც დადოთ. სამსახურში ყავა თქვენი საუკეთესო მეგობარია. შრომისმოყვარეობა სწორედ ის თვისებაა, რომელიც აუცილებლად დაგიფასდებათ.

თუ თქვენ დილის 6:00 სთ-ზე იღვიძებთ

მოწესრიგებული ადამიანი ხართ. თქვენთვის დილით ადრე ადგომა არ ნიშნავს სამუშაოს ადრე დაწყებას. გიყვართ, როდესაც დილის პროცედურებს უთმობთ დროს. არაჩვეულებრივად გამოგდით სამსახურისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება. თქვენ შემდგარი ადამიანი ხართ.

თუ თქვენ დილის 7:00 სთ-ზე იღვიძებთ

ორგანიზებულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით. სამსახურის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე იღვიძებთ, გიყვართ დილის ვარჯიში და სამსახურში კარგად გამოფხიზლებული მიდიხართ. გახასიათებთ პედანტურობა. თქვენთვის ინტელექტუალური სამუშაო სიამოვნებაა. დრო კარგად გაქვთ გადანაწილებული ყველაფერზე და გართობასაც თავისუფლად ასწრებთ.

თუ თქვენ დილის 8:00 სთ-ზე იღვიძებთ

შეგიძლიათ, დღეში 9 საათი სამსახურს დაუთმოთ, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ სამუშაო მოსაწყენი და მშრალია. ყოველდღიური ერთფეროვნება დროდადრო დეპრესიაში გაგდებთ ხოლმე. სამსახურის გამო ხშირად ამბობთ უარს მეგობრებთან გართობაზე. თვითგანვითარებისთვის კი დრო აღარ გრჩებათ. თავისუფალ დროს ოჯახზე ზრუნავთ.

თუ თქვენ დილის 9:00 სთ-ზე იღვიძებთ

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ. ასეთი თვისების გამო სამსახურში ძალიან გაფასებენ. კვირაში 40 საათი დაუღალავად მუშაობთ, თქვენთვის არ არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები. თავს თავიდან ბოლომდე სამსახურს უძღვნით და მთელი წელი ის გაძლებინებთ, რომ შვებულება გელოდებათ, რომლისგანაც თავისუფლებასა და ბედნიერებას მიიღებთ.

თუ თქვენ დილის 10:00 სთ-ზე იღვიძებთ

შემოქმედებითი ადამიანი ხართ და ღამის ცხოვრება გიყვართ. გონების კონცენტრირებას და საქმეზე ორიენტირებას ყველაზე უკეთ ღამის საათებში ახერხებთ და შემდეგ ნახევარ დღეს ლოგინში ატარებთ. არ ემორჩილებით წესებს და თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევით. არ გიყვართ ბიუროკრატია. დამოუკიდებლად ართმევთ თავს ყველა სირთულეს.

თუ თქვენ 11:00 სთ-ზე იღვიძებთ

ეს გასაგებია იმ შემთხვევაში, როდესაც ღამის ცვლაში მუშაობთ. დანარჩენ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც 11 საათზე ადრე არ იღვიძებენ, ზარმაცი ბუნებით ხასიათდებიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ, სხვაზე იყვნენ დამოკიდებულები და საპასუხისმგებლო სამუშაოს ოსტატურად იცილებენ ხოლმე თავიდან. გამოირჩევიან პრაქტიკული თვისებებით.

თუ თქვენ 12:00 სთ-ზე იღვიძებთ

მიუხედავად იმისა, რომ ძილის მოყვარულთა რიცხვში მოხვდით, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, საერთოდ არ დაიძინოთ და დრო საქმეს დაუთმოთ. როგორც წესი, ღამით დროის ძილში გატარება გენანებათ და ძილისთვის განკუთვნილ დროს საყვარელი ფილმების ყურებას, წიგნების კითხვასა და ტკბილეულის ჭამას ანდომებთ.

თუ თქვენ 13:00 სთ-ის შემდეგ იღვიძებთ

თქვენთვის პრიორიტეტი თვითკმაყოფილებაა. საქმე და სამსახური მეორეხარისხოვანია და, როგორც წესი, ურეჟიმოდ ცხოვრობთ. შეგიძლიათ, დილის 5 საათზე წავხიდეთ გასართობად ან გაუთვალისწინებლად მიუკაკუნოთ მეგობარს სახლში. თქვენ ეს დისკომფორტს არ გიქმნით, პირიქით, ასეთი ცხოვრება მოგწონთ. საინტერესო საქმის მოძებნა გიჭირთ და სამსახურთან დაკავშირებით ყველა სერიოზულ წინადადებას გულგრილად ეკიდებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი