რას გვანიშნებს ფიგურები, რომლებსაც ქაღალდზე უნებლიეთ ვხატავთ?
14:00 პარ. 15 ოქტომბერი, 2021 წელი
ტელეფონზე ლაპარაკისას, თათბირსა თუ ლექციაზე გაუცნობიერებლად დახატული ფიგურები ბევრს გვიამბობს ადამიანის ხასიათზე.
ადამიანის ხატვა
თუ ადამიანების პატარა ფიგურებს ხატავთ, ესე იგი, რაღაცაში უძლურებას გრძნობთ ან გსურთ, რამე ვალდებულებას გაექცეთ. თქვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია. გსურთ, საკუთარ თავში ჩაიკეტოთ და თქვენთან არავინ მოუშვათ.
საკუთარი ხელმოწერის გაკეთება
ასეთი უნებლიე ჩანახატები პატივმოყვარე და ეგოცენტრული ნატურისთვის არის დამახასიათებელი. ქაღალდზე უნებლიეთ გამოყვანილი საკუთარი ხელმოწერის სიმრავლე საკუთარ პერსონაზე გადაჭარბებულ წარმოდგენაზე მიგვანიშნებს.
კვადრატების, რომბების და სხვა გეომეტრიული ფიგურების ხატვა
თქვენ გამოკვეთილი მიზანი გაქვთ და თითქმის არასდროს მალავთ საკუთარ აზრს. ყოველთვის მომთხოვნი, შეუპოვარი და თავდაჯერებული ხართ. ზომაზე მეტად მოწადინებული და ფრთხილი ბრძანდებით. გირჩევთ, საგნებს უფრო მარტივად უყუროთ.
რგოლების და წრეების ხატვა
ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთში ჩახატული წრეები თითქოს გვამცნობს: „მე მარტო ვარ, გარე სამყაროსგან გამოთიშული“.
როცა ქაღალდზე წრეები გაუაზრებლად გამოგვყავს, ჩვენს ცხოვრებაში მეგობრების თანამონაწილეობა და ყურადღება გვაკლია.
ცხოველების ხატვა
თქვენი ემოცია შეიძლება პირდაპირ იყოს დამოკიდებული იმ ცხოველზე, რომელიც თქვენს ქაღალდზე დასახლდა. თუ ეს ვეფხვი ან მგელია - თქვენში აგრესია დაიმალა; თუ მელიაა - მზაკვრული გეგმა გაქვთ ჩაფიქრებული; კურდღელი ან ციყვი - დაცვა და მზრუნველობა გჭირდებათ; ლომი - გრძნობთ საკუთარ უპირატესობას.
სპირალის ან ტალღისებური ხაზების ხატვა
სხვისი პრობლემები არ გაინტერესებთ. შეიძლება, მსუბუქ ემოციურ კრიზისსაც კი განიცდით და თქვენი არაერთმნიშვნელოვანი განცდების წრეზე დადიხართ. ახლა აუცილებელია, თქვენი საქციელი აკონტროლოთ და გარშემომყოფთ თავს არ დაესხათ.
ისრების ხატვა
ეს ვექტორია, რომლის მიხედვითაც ცხოვრებაში ორიენტირდებით. თუ ისარი ზევითაა მიმართული - ორიენტაცია სხვა ადამიანებზე გაქვთ აღებული, თუ ქვემოთ - საკუთარ თავზე, მარცხნივ - წარსულში იყურებით, მარჯვნივ კი - მომავლის იმედი გაქვთ.
ვარსკვლავების ხატვა
გსურთ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, იყოთ ყოველთვის გამორჩეული, მაგრამ, თუ თქვენს ვარსკვლავს ბევრი სხივი აქვს, ეს შეიძლება, დეპრესიულ განცდებზე მოწმობდეს.
ბუნების ხატვა
თუკი ყვავილებს, ხეებს, მზეს და ღრუბლებს ხატავთ, ეს იმის სარწმუნო ნიშანია, რომ იმ მომენტში რაღაცით კმაყოფილი ხართ. ასეთი ნახატები თქვენს ოპტიმისტურ განწყობასა და სულის სიმშვიდეზე მეტყველებს.
ჯვრების ხატვა
შესაძლოა, ახლობელი ადამიანის მიმართ დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ ან რამე პრობლემა გაქვთ, რომელზეც პასუხისმგებლობას გრძნობთ.
ყუთების და სახლის ხატვა
სიმეტრიული ფორმები წესრიგისადმი სიყვარულის, დაგეგმვისა და ანგარიშისადმი მიდრეკილების მაჩვენებელია. აი, რას ამბობს ასეთი ნახატი: „მე იოლად ვერ შემაცდენთ, მე ზუსტად ვიცი, რა მინდა. მე ნათელი მიზნები მაქვს და ვაპირებ, დავიცვა საკუთარი აზრი“.
ჭადრაკის დაფის ხატვა
როგორც ჩანს, საკმაოდ არასასურველ სიტუაციაში მოხვდით. თუ ასეთი გამოსახულებები ხშირად ჩნდება, მაშინ ფარული კომპლექსები გაწუხებთ, რომლებიც რაიმე სიტუაციის გადაჭრის უუნარობით არის გამოწვეული. საკუთარი თავის, საკუთარი ცხოვრების გზის ძიებაში ხართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან