Fun-ტესტი

როგორ გიჭირავთ წიგნი კითხვის დროს? (სახალისო ტესტი)

fun time

12:00 სამ. 2 მარტი, 2021 წელი

სახალისო ტესტი

14
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ, იმის მიხედვით, რა პოზაში კითხულობს წიგნს ადამიანი, მისი ხასიათის თავისებურებების დადგენა მარტივად შეიძლება.

თუკი კითხვისას წიგნი ორივე ხელით გიჭირავთ

ყოველდღიურ ცხოვრებაში ცივი, გულგრილი და აუღელვებელი ხართ. შეგიძლიათ, ყველგან და ყოველთვის აკონტროლოთ და მართოთ თქვენი ემოციები. „რკინის ნიღბის“ მიღმა იფარება თქვენი მისწრაფება – წინასწარ დაიცვათ თავი გარშემომყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან. ეს კი ნამდვილად ზედმეტია. ცოტა მოეშვით, განიტვირთეთ, მიიხედ-მოიხედეთ და დარწმუნდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია.

თუკი კითხვის დროს ნიკაპით ცალ ხელს ეყრდნობით

სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის იშვიათი უნარით ხართ დაჯილდოებული. ძნელად თუ აგაღელვებთ რამე. თქვენს ახლობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა თქვენში ენთუზიაზმის ნაპერწკალი გააღვივონ. ერთნაირი ხართ ყველგან – სახლში, სამსახურში, მეგობრებთან. მუდმივი სიმშვიდე შესანიშნავი რამაა, მაგრამ ცოტაოდენი ცეცხლიც და… ნამდვილად არ ინანებთ.

თუკი კითხვის დროს ხელებით მუხლებს „იჭერთ“

ემოციათა ზღვა – ეს თქვენი სტიქიაა. თუმცა, ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ხართ. მუდმივად გეშინიათ, რომ თავს ვერ გააკონტროლებთ და ისეთ რამეს ჩაიდენთ, რაც თქვენს გულსა და გონებას ეწინააღმდეგება. რატომ აკრიტიკებთ გამუდმებით თავს? ხანდახან მართლაც შეიძლება „აფრების აშვება“.

თუკი წამოწოლილი კითხულობთ

ბავშვური გულუბრყვილობა თქვენი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოა. ყოველთვის გაინტერესებთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ. ხშირად გადასახლდებით ხოლმე იმ წიგნის სამყაროში, რომელსაც კითხულობთ. ეს ნამდვილად კარგად გამოგდით. ხშირად წაკითხულის მიხედვით ცხოვრობთ. უნდა დაიმახსოვროთ, რომ ზომიერების გრძნობა საუკეთესო რამაა. გამონაგონი სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოგადგება. ფრთხილად იყავით: ცაში აფრენილი, მოულოდნელად მიწაზე არ დაენარცხოთ.

თუკი კითხვის დროს ფეხები სკამზე გაქვთ შემოწყობილი

წიგნის კითხვის თქვენეულ მანერაში არის რაღაც არისტოკრატიული. თითქოს თქვენი სურვილით კი არ კითხულობთ, წიგნები თვითონ „გთხოვენ“ წაკითხვას და თქვენც, მათ დროსა და ყურადღებას იძულებით უთმობთ. რა საჭიროა ასეთი ქედმაღლობა? წიგნებში ბევრ ისეთ რამეს იპოვით, რაზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს.

თუკი სახეზე ხელებშემოჭდობილი კითხულობთ

ემოციური და მერყევი პიროვნება ხართ. დაძაბული კითხულობთ და ცდილობთ, სწორად გაიგოთ და ჩასწვდეთ წაკითხულს, დაიმახსოვროთ იგი. იმიტომ ხომ არ შემოიჭდეთ სახეზე ხელები, რომ სულ პაწაწინა საინტერესო აზრიც კი არ გაგისხლტეთ? ასე ძნელია თქვენთვის ერთ საგანზე კონცენტრირება? მერე რა?! თქვენნაირი ამქვეყნად ბევრია. სჯობს დამშვიდდეთ, მოეშვათ, ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ბევრს და დანარჩენი თავად მოგვარდება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი