Fun-ტესტი

როგორ იქცევით შხაპის ქვეშ?

funtime

12:00 ორშ. 16 აგვისტო

ტესტი შხაპის ქვეშ
14
დაკოპირებულია

სხეულის რომელ ნაწილს იბანთ, პირველ რიგში, როცა შხაპის ქვეშ დგებით? გაეცით ამ კითხვას პასუხი და გეტყვით, როგორი პარტნიორი ხართ, ვინ უნდა გყავდეთ გვერდით და რა უნდა გაითვალისწინოთ ცხოვრებაში...

მაშ ასე, რას იბანთ პირველ რიგში:

1. თავს

2. მკერდს

3. იღლიებს

4. სახეს

5. მხრებს

6. სხვა

ესეც შედეგი:

1. თავი

ა) პირველად თავს არტისტული ბუნების პატრონები იბანენ. თქვენ ღრუბლებში ფრენა გიყვართ, მაგრამ იმავდროულად იმის მიღწევა შეგიძლიათ, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. თქვენ ზოგჯერ არათანმიმდევრული ხართ, მაგრამ მუყაითად მუშაობთ მიზნის მისაღწევად.
ბ) ფული თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არაა. მეგობრობას უფრო აფასებთ. თქვენს მეგობრებს შორის ინტელექტუალები სჭარბობს.
გ) იდეალური საყვარელი ბრძანდებით. ყოველთვის მიისწრაფვით სიახლისა და უცნობი შეგრძნებებისკენ.
დ) თქვენთვის საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველ რიგში მკერდს იბანს.

2. მკერდი

ა) ის, ვინც შხაპის ქვეშ პირველ რიგში მკერდს იხეხავს, პრაქტიკული ადამიანია. მიდებ-მოდება არ გიყვართ. თქვენთვის მთავარი სიმყუდროვეა.
ბ) არ გიყვართ, როცა საქმიდან გაცდენენ, ანდა როცა თქვენს აზრს არ იზიარებენ.
გ) კარგი საყვარელი ბრძანდებით და ახალი განცდები გიტაცებთ.
დ) საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველად თავს იბანს.

3. იღლიები

ა) ის, ვინც პირველ რიგში იღლიებს იბანს, საიმედო და შრომისმოყვარეა. ამგვარი ტიპი ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია.
ბ) მყარად დგახართ მიწაზე. მთელი გულით ცდილობთ სხვების დახმარებას. ხშირად უსიამოვნო ვითარებაშიც ხვდებით, რადგან ადამიანების გულწრფელობას ენდობით ხოლმე.
გ) როგორც საყვარელი - საშუალო დონის ბრძანდებით. ეცადეთ, სექსუალური ცხოვრება ცოტათი გაამრავალფეროვნოთ.
დ) თქვენთვის საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს.

4. სახე

ა) მათთვის, ვინც პირველ რიგში სახეს იბანს, ფული მნიშვნელობით პირველ ადგილზე დგას. თქვენ ყველაფერზე წახვალთ, რათა სიმდიდრე მოიპოვოთ. ამ დროს პატიოსნება და ღირსება მეორე პლანზე იწევს.
ბ) ცხოვრება წინააღმდეგობათა ზოლია, ხოლო მეგობრები მის გადალახვაში გშველიან. გარეშეთათვის თქვენი გაგება ჭირს, მაგრამ ეს არ გადარდებთ. ძალიან ეგოცენტრული ბრძანდებით.
გ) საკმაოდ "ისე რა" საყვარელი ბრძანდებით, ვინაიდან თქვენთვის მთავარია სიამოვნების მიღება და არა მინიჭება.
დ) ყველაზე კარგი ურთიერთობა გექნებათ მასთან, ვინც "სხვას" არჩევს.

5. მხრები

ა) ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს, ნაკლებად იღბლიანია. ზოგჯერ იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ.
ბ) ადამიანებში სიმპათიას არ იწვევთ. ნეგატივისგან თავის დაღწევას მარტოობით ამჯობინებთ. მთავარია სასმელს ან სათამაშო მაგიდას არ მიეძალოთ. ფული და ძალაუფლება თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იღბალი ზოგჯერ გღალატობთ.
გ) ცუდი საყვარელი ბრძანდებით და ცხოვრების პარტნიორის მოძებნა გაგიჭირდებათ.
დ) თქვენი ერთადერთი შანსია ის, ვინც პირველ რიგში იღლიებს იბანს.

6. სხვა

ა) თქვენ აირჩიეთ „სხვა“, სავარაუდოდ, თქვენში შინაგანი ძალა სჭარბობს, მაგრამ ადამიანებს მისი დანახვა უჭირთ.
ბ) გულის სიღრმეში საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბრძანდებით, რომელსაც ცოტა ნაკლი აქვს. თქვენ თქვენი ძალა უნდა განავითაროთ და სისუსტის დაფარვაზე არ იფიქროთ.
გ) ჩვეულებრივი საყვარელი ბრძანდებით. ბევრი სხვადასხვაგვარი ფანტაზია გაქვთ, მაგრამ მათ სარეალიზაციოდ გამბედაობა არ გყოფნით.
დ) თქვენი საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველ რიგში სახეს იბანს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას გვეუბნება ქორწინების ნუმეროლოგი...

რას ამბობს ქორწინების
ნუმეროლოგია

რას გვანიშნებს ფიგურები, რომლებსაც...

რას გვანიშნებს ფიგურები,
რომლებსაც ქაღალდზე
უნებლიეთ ვხატავთ?

რას ამბობს თქვენზე ციფრი ან რიცხვი,...

ნუმეროლოგია თქვენს
ცხოვრებაში

ადამიანის სიმაღლე და ადამიანის ხასი...

ადამიანის სიმაღლე და
ხასიათი

ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის მტევნის...

ხელის მტევანი და
ადამიანის ხასიათი

ადამიანის დახასიათება დაბადების რიც...

პიროვნული ტესტი

სადამდე მიგიყვანთ თქვენ მიერ არჩეულ...

პიროვნული ტესტი „გზა“

ხშირი გაღვიძება - ამით თქვენი ორგან...

უცაბედი გაღვიძება - რას
გატყობინებთ თქვენი
ორგანიზმი

რას ხედავთ სურათზე?

რას ხედავთ სურათზე?