სურათზე ქალია თუ კაცი?
16:00 ხუთ. 20 მაისი, 2021 წელი
რა დაინახეთ ამ სურათზე ერთი შეხედვით - კაცის სახე თუ ქალის? თქვენი პასუხი თქვენს ხასიათსა და პიროვნებაზე მეტყველებს.
თუ ქალი დაინახეთ:
თუკი თქვენ ქალის სახე შეამჩნიეთ, მაშინ აბსტრაქტული ხედვა არ შეგძლებიათ. თქვენ ვითარების მთლიან სურათს ვერ ხედავთ და დეტალებიც არ გაინტერესებთ.
მართალია, ემოციას ბოროტად არ იყენებთ, მაგრამ, როცა რაღაც უხეშად შეგეხებათ ან თქვენზე კეთილ გავლენას არ იქონიებს, მაშინ თავის შეკავებას ვეღარ ახერხებთ. თქვენ გიყვართ კომფორტი და ძალიან ბევრს და მუყაითად მუშაობთ, რათა ეს კომფორტი შეიქმნათ. არადა, პრინციპში, მცირედიც გახარებთ. ამასთანავე, აფასებთ გარშემომყოფთა ძალისხმევასა და ზრუნვას.
არასდროს აპატიებთ ტყუილს. კეთილშობილი და გულუხვი ბრძანდებით, მაგრამ ცდილობთ, მეგობრების შეზღუდული წრე იქონიოთ - მთავარია, ისინი ნამდვილი მეგობრები იყვნენ.
როცა რამე გაწუხებთ, ითრგუნებით და ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი დრო გჭირდებათ.
თქვენი მთავარი ღირსება თავშეკავებულობა და ნებისმიერი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნის უნარია.
თუ კაცი დაინახეთ:
თუკი კაცის სახე დაინახეთ, მაშინ თქვენ დაკვირვებული, კირკიტა და წვრილმანი დეტალების მოყვარული ყოფილხართ. თქვენ კარგი მეხსიერება გაქვთ და თქვენი ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო მოვლენებიც კი გახსოვთ.
ექსტრავერტი ბრძანდებით. თქვენში კარგადაა განვითარებული ინტუიცია, რომლის წყალობითაც ცხოვრებაში არასდროს დაიკარგებით, ყოველთვის მოახერხებთ სიმართლის გარკვევას და უბედურების თავიდან აცილებას.
საზოგადოების გული ხართ. თქვენი სიმშვიდე და ოპტიმიზმი კარგ მეგობრად და კომპანიონად გაქცევთ.
ყველას არ ენდობით, თუმცა წყენას ადვილად აპატიებთ და ივიწყებთ.
ახლობელი ადამიანებისთვის სასარგებლო რჩევების წყარო ხართ, მაგრამ პირადად თქვენ ბიძგი გჭირდებათ, რათა მოქმედება დაიწყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან