იცით თუ არა

20 საოცარი ფაქტი დედამიწის შესახებ - ჩაინიშნეთ და მოუგეთ სანაძლეო ნებისმიერს!

fun time

18:00 ორშ. 13 სექტემბერი, 2021 წელი

უცნაური ფაქტები

14
დაკოპირებულია

იცით, რომ აზია ფართით მთვარეზე დიდია? რატომ? - ამის და კიდევ სხვა მოულოდნელი ფაქტებისა და მათი მიზეზების შესახებ დღეს მოგიყვებით...

1. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტოპონიმი - ბორცვი ახალ ზელანდიაში, რომელსაც ეწოდება ტაუმატაფაკატანგიხანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგახორონუკუპოკაიფენუაკიტანატაჰუ.

იგი ასე ითარგმნება: "ბორცვის წვერი, სადაც ტამატეამ, დიდი მუხლების მქონე კაცმა, რომელიც გორავდა, ადიოდა და ყლაპავდა მთას, ცნობილი, როგორც მიწის მჭამელი, შეყვარებულისთვის დაუკრა თავის ფლეიტაზე".

2. მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი დაკავებული ფართობის მიხედვით არის მონღოლური ქალაქი ხულუნ-ბუირი, რომელიც საფრანგეთზე მხოლოდ ორჯერ ნაკლებია.
ხულუნ-ბუირის საქალაქო ოკრუგს 263 900 კვადრატული კილომეტრი უკავია, მთელი საფრანგეთის ფართობი კი 674 685 კვადრატული კილომეტრია.

3. სტამბოლი ერთადერთი ქალაქია, რომელიც ორ კონტინენტზე მდებარეობს. ბოსფორის სრუტე მის აზიურ და ევროპულ ნაწილებს ერთმანეთისგან ყოფს.

4. ფინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ქვეყანა ყოფს და ეს ქვეყანა რუსეთია.

5. ალასკიდან რუსეთი მართალია, არ ჩანს, მაგრამ ბერინგის სრუტეზე ხიდი რომ იყოს გადებული, მის გავლას მხოლოდ 1 საათი დასჭირდებოდა. ალასკასა და რუსეთს ერთმანეთისგან ხომ მხოლოდ 88 კილომეტრი ყოფს.

6. აშშ-ის შტატებიდან აფრიკასთან ყველაზე ახლოს მენის შტატია. მენის შტატში მდებარე ნახევარკუნძულ კუოჯი-ჰედიდან მაროკოში მდებარე ელ-ბედუზამდე 5 075 კილომეტრია. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე ფლორიდიდან ანდა ჩრდილოეთ კაროლინიდან.

7. ნევადის შტატის კაზინოებით განთქმული ქალაქი რინო ლოს-ანჯელესის დასავლეთით მდებარეობს. ეს როგორ? მარტივად, რინოსთან შედარებით ლოს-ანჯელესი უფრო აღმოსავლეთითაა.

8. რომი ნიუ-იორკთან შედარებით უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს. რომი 41°54'N განედზე მდებარეობს, ნიუ-იორკი კი - 40°40'N. ამ დროს იტალია მუდმივი ზაფხულის ქვეყნად მიიჩნევა.

9. ჩიკაგო ბარსელონის, რომისა და სტამბოლის განედზე მდებარეობს. არადა ჩიკაგო, როგორც წესი, თოვლთან, ყინულთან და ისევ თოვლთან ასოცირდება, განსხვავებით სამი დასახელებული ქალაქისგან.

10. მინეაპოლისი კი პარიზის განედზე მდებარეობს. ისევ ჩნდება კითხვა: ეს როგორ?!

11. ალასკა ერთდროულად აშშ-ის ყველაზე ჩრდილოეთი, ყველაზე დასავლეთი და ყველაზე აღმოსავლეთი შტატია.
ერთი შეხედვით, ეს გეოგრაფიულად შეუძლებელია, მაგრამ ალასკის კუთვნილი უდაბური შვიდმწვერვალა კუნძული თარიღთა ცვლის ხაზის დასავლეთით მდებარეობს. ასე რომ, ის ფორმალურად აშშ-ის ყველაზე აღმოსავლეთი წერტილია.

12. აფრიკაში თავისუფლად მოთავსდება მთელი აშშ, ჩინეთი და ინდოეთი.

13. აზიის ზედაპირის ფართობი მთვარეზე მეტია. აზიის ზედაპირის ფართი 44 580 000 კვადრატული კილომეტრია, მაშინ როცა მთვარის - მხოლოდ 38 000 000 კვადრატული კილომეტრი.

14. დეტროიტის ზოგიერთი რაიონიდან სამხრეთით რომ წახვიდეთ, კანადაში მოხვდებით.

15. პლანეტის მოსახლეობის 90% ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს.

16. მსოფლიოს უდიდესი უდაბნოა არა საჰარა, არამედ ანტარქტიდა. საქმე ის არის, რომ უდაბნოს - ქვიშისა და აქლემების რაოდენობა კი არა, ნალექების რაოდენობა განსაზღვრავს. ანტარქტიდის 14 000 000 კვადრატულ კილომეტრზე წლის განმავლობაში, სულ რაღაც, 20 სანტიმეტრი ნალექი მოდის.

17. ევერესტი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი სულაც არ არის. თუ ზღვის ფსკერიდან გავზომავთ, მაშინ ყველაზე მაღალი ჰავაიზე მდებარე მაუნა-კეა გახლავთ. ევერესტის სიმაღლე 8 848 მეტრია, მაუნა-კეასი კი 10 210 მეტრი.

18. ყველაფერთან ერთად ევერესტი არც კოსმოსთან უახლოესი მწვერვალია. კოსმოსთან ყველაზე ახლოს ეკვადორში მდებარე ვულკანი ჩიმბორასოა - ის დედამიწის ცენტრიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.

19. მინესოტის შტატის სანაპირო ხაზი (144 840 კილომეტრი) უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კალიფორნიის, ფლორიდისა და ჰავაის.

20. ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი კანადას აქვს - 200 000 კილომეტრი. ამ მაჩვენებლით ის ავსტრალიასაც კი უსწრებს.

🔰:

დედამიწის მე-7 კონტინენტი - სად მდებარეობს?

მიწისძვრა, რომლის გამოც დედამიწაზე დღე დაპატარავდა

მთვარის საიდუმლო - რატომ შეწყვიტეს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მთვარეზე ფრენები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი