იცით თუ არა

5 ყველაზე ლამაზი ქალი კაცობრიობის ისტორიაში

fun time

14:45 შაბ. 21 იანვარი, 2023 წელი

ლედი გოდივა

14
დაკოპირებულია

ლამაზი ქალები ყველა ეპოქაში ყურადღების ცენტრში იყვნენ. მათ აღმერთებდნენ, მათთვის ომობდნენ, პოემებს და სიმღერებს უძღვნიდნენ და მათ სახელებს უკვდავყოფდნენ. მაინც ვინ არიან ისინი, ყველაზე ლამაზი ქალები კაცობრიობის ისტორიაში?

რა თქმა უნდა, ყველა ლამაზმანის ერთ სტატიაში ჩატევა შეუძლებელია, თუმცა ეს ხუთეული გამორჩეულია - მათ შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, რაც მათ მიმართ ინტერესს ერთი ათად ზრდის.

ტროელი ელენა

ლეგენდის თანახმად, ეს ქალი იმდენად ლამაზი იყო, რომ ოლიმპოს ქალღმერთები დაჩრდილა. ძველი დროის ზოგი ისტორიკოსი მას ღვთაებრივ წარმოშობას მიაწერს და უკვდავი ზევსისა და მოკვდავი ლედას ქალიშვილს უწოდებს.
ელენას მოხიბვლას ელადის ყველაზე კეთილშობილი და ცნობილი სასიძოები ცდილობდნენ.

ჭირვეულმა ლამაზმანმა უპირატესობა მიკენის მეფის ძეს, მენელაოსს მიანიჭა, თუმცა უკვე გათხოვილი პარისთან ერთად ტროაში გაიქცა და ძველი სამყაროს ყველაზე ცნობილი ომის მიზეზი გახდა.

ფოტოზე: დიანე კრუგერი ტროელი ელენას როლში

ლედი გოდივა

ლეგენდის თანახმად, ლედი გოდივა ინგლისელი გრაფის, ლეოფრიკის ლამაზი ცოლი იყო. ხორციელი მშვენების გარდა, ლედი გოდივას სულიც ლამაზი ჰქონდა. ქალაქის მცხოვრებლებისთვის გადასახადები რომ შეემცირებინა, ქალმა ქმრის პირობა შეასრულა და ქალაქი სრულიად შიშველმა შემოიარა.

ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ სიმართლეში ლედი გოდივა ძალიან მდიდარი იყო და კოვენტრიში, ბენედიქტელთა მონასტერს ფინანსურად ეხმარებოდა. ინგლისში ვერც ერთი სხვა მონასტერი იმდენი სამკაულითა და ოქროთი ვერ დაიკვეხნიდა, რამდენიც ბენედიქტელთა მონასტერს ჰქონდა.

ლედი გოდივა იმდენად ღვთისმოსავი და მოკრძალებული იყო, რომ მიუხედავად ქალაქელთა დაპირებისა, შიშველი მზეთუნახავის ქუჩაში გავლის დროს, სახლიდან არავინ გაიხედებოდა, საეჭვოა, ქუჩაში შიშვლად გამოჩენა გაებედა. ერთი რამ უდავოა - ქალბატონი გამორჩეულად ლამაზი იყო და წარმოუდგენლად გრძელი და მშვენიერი თმა ჰქონდა.

ფოტოზე: მორინ ო'ჰარა ლედი გოდივას როლში

თეოფანო

ბიზანტიის ამ დედოფლის შესახებ ცოტას თუ სმენია. ეს იყო უნიკალური ჭკუის მქონე მშვერნიერი ქალი. უბრალო მედუქნის ქალიშვილი ბიზანტიის ორი იმპერატორის ცოლი გახდა.

ისტორიული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თეოფანო ძველი რომაელი არისტოკრატი ქალის მესალინას მსგავსად, საშიში იყო. პირველი ქმრის სიცოცხლეშივე მან ურთიერთობა გააბა მეორესთან. შემდეგ საყვარელთან ერთად, მეორე ქმარს შეთქმულება მოუწყო და ტახტიდან ჩამოაგდო.

თეოფანო ორი ბიზანტიელი იმპერატორისა და ორი ევროპელი მმართველის დედა გახდა. ისტორიული წყაროების თანახმად, ის გამაოგნებლად ლამაზი იყო. მისმა გამოსახულებამ ჩეხი მხატვარი ალფონს მუხა შთააგონა, რომელმაც ქალის ცნობილი პორტრეტი ვიტრაჟის სტილში გამოსახა.

ფოტოზე: დედოფალი თეოფანო

ლუკრეცია ბორჯია

ამ მშვენიერ ქალბატონს ნაკლებად მომხიბვლელი რეპუტაცია აქვს - ამბობენ, რომ ის თავისი გარეგნობის წყალობით მამაკაცებს აცდუნებდა და ბორჯიების „სისხლიანი ოჯახის“ სასარგებლოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

ლუკრეციას მიაწერენ ინცესტუალურ ურთიერთობებს მამასთან და ძმასთან, შხამების დამზადებას და ოპონენტების მკვლელობებს.

ისტორიკოსები წერენ, რომ ქალს სამ ქორწინებაში რვა შვილი შეეძინა და გარყვნილი ცხოვრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლოს ღვთისმოსავიც კი გახდა.
ლუკრეცია მდიდრულ კაბებსა და სამკაულებს აღმერთებდა. მისი მანტია ლალებით, ბრილიანტებითა და მარგალიტებით იყო მორთული, მის ცხენს კი ოქროს უნაგირი ადგა.

ბუნებამ ლუკრეცია მახვილი გონებითაც დააჯილდოვა. ქმრის არყოფნის დროს ლუკრეცია მის საქმეებს განაგებდა და საზოგადოებას სამართლიანობის დამცველად ევლინებოდა.

ფოტოზე: ჰოლიდეი გრეინჯერი ლუკრეცია ბორჯიას როლში

დიანა დე პუატიე

ის საფრანგეთის უგვირგვინო დედოფალი და ანრი II-ის საყვარელი ქალი იყო, რომელმაც სილამაზე ღრმა სიბერემდე შეინარჩუნა.

დიანა მეფეზე 20 წლით უფროსი იყო, მაგრამ მის გარეგნულ და პიროვნულ თვისებებს ბევრი ახალგაზრდა გოგო ინატრებდა. ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ქალი მაგიურ რიტუალებს ატარებდა და მარადიული სილამაზის შენარჩუნებისთვის ქალწულების სისხლში ბანაობდა.

ტყუილია ეს თუ მართალი, არავინ იცის, მაგრამ ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ დიანა შესანიშნავი ინტელექტით გამოირჩეოდა და მტრების მეგობრებად გადაქცევის ნიჭი ჰქონდა.

ქალის სილამაზე ნაწილობრივ, გენეტიკის საჩუქარი იყო. მას აღწერდნენ როგორც მაღალ, მოხდენილ ქალს სავსე ტუჩებით და ყავისფერი თმით.

სხვა არისტოკრატი ქალებისგან მას ცხოვრების წესი განასხვავებდა - დიანას ცხენზე ჯირითი და ნადირობა უყვარდა, დილაობით კი ყინულივით ცივ წყალში ბანაობდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო მისი მარადიული სილამაზის საიდუმლო და არა ქალწულების სისხლში ბანაობა.

ფოტოზე: იზაბელ აჯანი დიანა დე პუატიეს როლში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი