იცით თუ არა

5 წიგნი, რომელიც ციხეში დაიწერა

სალომე ჩაჩიბაია

14:00 სამ. 26 იანვარი, 2021 წელი

ციხეში დაწერილი წიგნები

14
დაკოპირებულია

თუ მწერლების ნაწილს დავუჯერებთ, არანაირი კომფორტი სჭირდებათ, არც განსაკუთრებული პირობა და არც ღია ფანჯარა - მუზის შემოსაფრენად. სინამდვილეში, 4 კედელში გამომწყვეულ მწერლებსაც შეუძლიათ წიგნების წერა. 

ამ ბლოგში იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ციხეში დაიწერა.

დონ კიხოტი

1597 წელს მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვის ბრალდებით ციხეში მოხვდა. ის სამეფო არმიის ინტენდანტის თანამდებობას იკავებდა, მისი მოვალეობა მოსახლეობისგან ვალების ამოღება იყო. მწერალი გულუბრყვილო აღმოჩნდა, აკრეფილი ფული ერთ ბანკირს მიანდო, რომელიც ფულთან ერთად გაუჩინარდა. სწორედ ამის შემდეგ დააპატიმრეს სერვანტესი.

საკანში გენიალური რომანი დაიწერა, რომლის პირველი ნაწილი 1605 წელს გამოიცა.

საუბრები საკუთარ თავთან

ნელსონ მანდელამ საუკუნის მეოთხედზე მეტი ციხეში გაატარა. ამ წიგნში მანდელას გულწრფელი აღიარება და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია ასახული.

14 მოთხრობა

უილიამ სიდნი პორტერიმ, რომელსაც ო ჰენრის ფსევდონიმით ვიცნობთ, 1891 წელს მუშაობა ეროვნულ ბანკში დაიწყო, საიდანაც არასწორი ბუღალტრული აღრიცხვის ან ფულის გაფლანგვის გამო გაათავისუფლეს. ბანკის ფედერალურმა კომისიამ მას ბრალი წაუყენა და მწერალი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. სწორედ იქ დაწერა მან ცნობილი მოთხრობები.

სოდომის 120 დღე

ორგიებით ცნობილი მარკიზ დე სადი მე-18 საუკუნის საფრანგეთიდან იდევნებოდა. მისი სიკვდილით დასჯაც კი სურდათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სადი კალმის გარეშე ციხეში შექმნიდა ნაწარმოებს, რომელსაც დღემდე ყველაზე გარყვნილ რომანს უწოდებენ.

მსოფლიოს საოცრებათა წიგნი

ჩინეთიდან დაბრუნებული მოგზაური, მარკო პოლო გენუასა და ვენეციას შორის გაჩაღებულ ომში ტყვედ ჩავარდა. მასთან ერთად საკნაში სარაინდო რომანების ავტორი, რუსტიკელისი მოხვდა. აზიაში მოგზაურობის შესახებ მისთვის უამბია და მასაც ისტორია წიგნად უქცევია. მართალია, ავტორის ხელნაწერი შემორჩენილი არ არის, მაგრამ გადამწერთა მეშვეობით წიგნი უკვე 700 წელია მკითხველის გაოცებას იწვევს.

როგორც ამბობენ, ეს წიგნი თან ჰქონდა კოლუმბს, როცა ინდოეთისკენ აიღო გეზი.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი