იცით თუ არა

7 ფრაზა, რომელიც ქალს პროვინციალიზმში ამხელს

fun time

16:00 ოთხ. 4 მაისი, 2022 წელი

7 ფრაზა, რომელიც ქალს
პროვინციალიზმი ამხელს

14
დაკოპირებულია

პროვინციალიზმი, თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ადამიანის საცხოვრებელი ადგილის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. იგი ადამიანის შინაგან, სულიერ სამყაროს, მის მენტალიტეტს, მოუმწიფებლობას გამოხატავს.

👉 „მხოლოდ წარმატებულს გავყვები ცოლად“

თავმოყვარე გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის სიყვარულით გათხოვებაზე ოცნებობს. თუნდაც ქალაქის ცენტრში არ ჰქონდეს ბინა მის შეყვარებულს. გაიღვიძო ლოგინში იმ ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს - ეს დამცირებაა.

რჩევა: გჯეროდეს სიყვარულის. ფული და სიმდიდრე წარმავალია.

👉 „ყირაზე დავდგები, მაგრამ საწადელს მაინც მივაღწევ“

თავხედობა - ეს არ არის მეორე შანსი, ეს გაუზრდელობაა. სიმაღლეები ისე უნდა დაიპყროთ, ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. ამას ჰქვია კომუნიკაბელურობა.

რჩევა: იყავი კეთილგანწყობილი და ადამიანები არა მარტო მოგეტმასნებიან, არამედ დაგეხმარებიან კიდეც.

👉 „დამირეკააავ?“

დახვეწილი გოგო ამ ფრაზას ასე არასოდეს იტყვის, რადგან მან ბავშვობიდან იცის, რა ინტონაციით უნდა წარმოთქვას ის.

რჩევა: ძილის წინ იმეცადინე სარკის წინ.

👉 „მე საუკეთესო ვარ!“

როცა გოგო საკუთარ თავში დარწმუნებულია, მას არაფერში სჭირდება, ვინმეს რამე დაუმტკიცოს, მით უმეტეს, თავის ქება ცოტა მეტისმეტია, თანაც ულამაზო.

რჩევა: იყავი თავმდაბალი. დაე, სხვებმა გაქონ.

👉 „იცი, რომ დედაჩემი/დეიდაჩემი/ჩემი დეიდაშვილი...?“

ეს ფრაზა იგივეა, რაც „მე საუკეთესო ვარ“.

რჩევა: ახლობლებზე ისაუბრე მხოლოდ ახლობლებთან.

👉 „ჩემ შესახებ კიდევ ბევრს გაიგებთ!“

ზრდილობიანი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მას აზრადაც არ მოუვა, ვინმეზე შური იძიოს. მით უმეტეს, წინასწარ მიიწეროს რამე დამსახურება.

რჩევა: საქმე ლაპარაკის ნაცვლად! ამ შემთხვევაში შენზე შენი საქმეები ისაუბრებს და არა სიტყვები.

👉 „ვერ ვიტან ქალაქს/ქალაქელებს“

ამის თქმა არც ისე ჭკვიანურია.

რჩევა: გიყვარდეს ის ქალაქი, სადაც დაიბადე. განსაკუთრებით კი ის ქალაქი, სადაც ჩამოხვედი. და თუ რამე არ მოგწონს, უხმოდ გაემგზავრე იქ, სადაც, შენი აზრით, უკეთესია. შეურაცხყოფების გარეშე.

დაბოლოს, ის, რაც დაძაბულმა ყოველდღიურობამ ბევრს დაგვავიწყა 👇:

ეტიკეტის 10 წესი

სუფრასთან ქცევის წესები

რატომ არ შეიძლება მობილურის მაგიდაზე დადება?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი