იცით თუ არა

ადამიანი, რომელიც კუჭის, მსხვილი ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის გარეშე ცოცხლობს

fun time

16:00 ორშ. 2 აგვისტო, 2021 წელი

ხუან დუალი

14
დაკოპირებულია

ესპანელი მამაკაცის ისტორია, რომელიც კუჭის, სწორი და მსხვილი ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის გარეშე ცხოვრობს, ბევრისთვის სამაგალითო გახდა. 36 წლის ხუან დუალი (Juan Dual) შინაგანად ცარიელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სერიოზული ავადმყოფობის გამო, მამაკაცს საჭმლის მომნელებელი სისტემის თითქმის ყველა ორგანო ამოაცალეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გადარჩა. უფრო მეტიც, ის მარათონებში მონაწილეობს და ამტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. 

ხუანის სამწუხარო, მაგრამ შთამაგონებელი ისტორია 13 წლის ასაკში დაიწყო.

ექიმებმა მოზარდს მემკვიდრეობითი პოლიპოზის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს რისკი 99,8%-მდე იზრდება. ხუანის ბიძა და ბაბუა სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალნენ, ხოლო მამა სიკვდილს დროული ოპერაციის წყალობით გადაურჩა.

სკოლის დამთავრებისთანავე, 19 წლის ხუანს რთული ოპერაცია ჩაუტარეს და მსხვილი და სწორი ნაწლავი ამოჰკვეთეს, მაგრამ ეს მხოლოდ რთული გზის დასაწყისი იყო.

როდესაც ბიჭი 28 წლის გახდა, სიტუაცია უფრო გართულდა - დაავადებამ კუჭამდე მიაღწია და ექიმები იძულებული გახდნენ, კუჭიც ამოეკვეთათ. ახალგაზრდა მამაკაცი პოსტოპერაციული სისხლდენისგან კინაღამ გარდაიცვალა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა.

დროთა განმავლობაში ხუანს ნაღვლის ბუშტის ამოღებაც მოუწია, რადგან საშიში ბაქტერია ამ ორგანოსაც მისწვდა. სამედიცინო პროცედურების პროცესში მამაკაცმა, რომელიც იმ დროისთვის 106 კგ. იწონიდა, წონის ნახევარი დაკარგა.

რთული ოპერაციების შემდეგ, ხუანი რეაბილიტაციისთვის, მეგობრებთან ერთად, იაპონიაში გაემგზავრა. სწორედ ამ მოგზაურობის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად, უკეთესობისკენ შეიცვალა. ხუანმა იაპონურად ლაპარაკი არ იცოდა, ამიტომ უმეტეს დროს ძაღლთან ერთად სეირნობაში ატარებდა. ერთ დღეს ძაღლი გაექცა. მამაკაცი იძულებული გახდა, გაკიდებოდა და უცებ გააცნობიერა, რომ სირბილი შეეძლო.

იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ ხუანი ინგლისში, მთებით გარშემორტყმულ პატარა ქალაქში დასახლდა. მუშაობის პარალელურად, მამაკაცი სირბილში ვარჯიშობდა და სპორტული ფორმის შექმნაზე ზრუნავდა. მეგობარმა დიეტოლოგმა ხუანს პერსონალური დიეტა შეუდგინა, რომელიც ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო ენერგიით უზრუნველყოფდა.

ბოლო ოპერაციიდან რვა თვის შემდეგ, ხუანმა ბარსელონაში ორსაათიანი მარათონი გაირბინა. მას შემდეგ ის გამუდმებით ვარჯიშობს და მარათონებში მონაწილეობს. მამაკაცი ამბობს, რომ სპორტი მას ჯანმრთელობას და სიცოცხლის მოტივაციას მატებს.

კუჭის გარეშე დარჩენილი ხუანის ტვინი არ იღებს სიგნალს იმის შესახებ, თუ რა საკვები ნივთიერებები სჭირდება სხეულს. მის ორგანიზმში ცხიმის შემცველობა მხოლოდ 3%-ია, ამიტომ მამაკაცი შეიძლება სირბილის დროს დაეცეს. ამის გამო ხუანი საკვებს გრაფიკით მიირთმევს და მარათონის დროსაც კი ჩერდება, რათა წაიხემსოს და საჭირო ენერგია მიიღოს. უცნობია, როგორ ახერხებს ორგანიზმი საკვების გადამუშავებას, მაგრამ მამაკაცი მიირთმევს ყველაფერს დონატებით დაწყებული, მაკარონით დამთავრებული.

ხუანის ოჯახი ბედნიერია, რადგან მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და სიცოცხლისთვის ბრძოლის ისტორიით სხვა ადამიანებს მაგალითს აძლევს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი