იცით თუ არა

ამის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, შოკოლადი ტკბილი აღარ გეჩვენოთ...

fun time

14:00 ხუთ. 10 ივნისი, 2021 წელი

კაკაოს პლანტაციაში

14
დაკოპირებულია

კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკაში მდებარე სპილოს ძვლის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კაკაოს უზარმაზარი პლანტაციებია, საიდანაც კოტ-დ’ივუარი მსოფლიოს 600 000 ტონაზე მეტ კაკაოს აწვდის. პრაქტიკულად, მაღაზიის დახლებზე მოთავსებული ყოველი შოკოლადის ფილა კოტ-დ’ივუარის კაკაოს შეიცავს. თითქოს, რა უნდა იყოს ამაში ცუდი, რომ არა ერთი რამ...

სპილოს ძვლის ნაპირზე კაკაოს პლანტაციებში პატარა მონებს ამუშავებენ.

დასავლეთ აფრიკაში უკვე მრავალი წელია მონა ბავშვების ექსპლუატაციის პრაქტიკა არსებობს. ისინი აქ მთელი კონტინენტიდან მიჰყავთ - მათ, უბრალოდ, იტაცებენ იმისთვის, რომ კაკაოს პლანტაციებზე ამუშაონ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კოტ-დ’ივუარში კაკაოს, ყავისა და ბამბის პლანტაციებში 15 000-ზე მეტი მონა ბავშვი მუშაობს და უმძიმეს სამუშაოს კაპიკების ფასად ასრულებს, უმეტესობა კი - საერთოდ უხელფასოდ, თუმცა მსოფლიოს უმსხვილესმა შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიებმა ისედაც მშვენივრად იცოდნენ, ვინ კრეფს მათთვის აფრიკაში კაკაოს.

შოკოლადის მწარმოებლებს ურჩევნიათ, ამაზე თვალი დახუჭონ, რადგან უფასო მუშახელი საშუალებას აძლევთ, შოკოლადზე სასურველი ფასები შეინარჩუნონ. დათვლილია, რომ ბავშვებს ელემენტარული სამუშაო პირობები და უმცირესი ხელფასი რომ გადაუხადონ, მსოფლიოში შოკოლადის ფასი, სულ, მცირე, 6-ჯერ გაიზრდება.

კოტ-დ’ივუარის პრემიერ-მინისტრის თქმით, პლანტატორებმა პატარა მონებს რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური შრომის პირობები შეუქმნან და თუნდაც მინიმალური ხელფასით უზრუნველყონ, მსოფლიოში შოკოლადის ფასი, სულ მცირე, ათჯერ გაიზრდება.

2001 წელს შედგა საერთაშორისო შეთანხმება, ე.წ. კაკაო-პროტკოლი, შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ ბავშვების მონობას ბოლოს მოუღებენ და ბავშვების შრომას კაკაო-პლნტაციებში 70%-ით შეამცირებენ;

პროტოკოლის პირობების შესრულების ბოლო თარიღი იყო 2020 წელი...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი