იცით თუ არა

აშშ-ში მოქმედი კანონით, დაბადებით შშმ პირს შეუძლია, იჩივლოს იმის გამო, რომ დაიბადა

fun time

19:23 ხუთ. 10 ივნისი, 2021 წელი

შშმ პირების პრობლემები

14
დაკოპირებულია

ამერიკის ოთხ შტატში: კალიფორნიაში, მეინში, ნიუ-ჯერსიში და ვაშინგტონში მოქმედებს კანონი „არასწორი ცხოვრების შესახებ“, რომელიც მძიმე შეზღუდული შესაძლებლობებით დაბადებულ პირს უფლებას აძლევს, მეან-გინეკოლოგს ან სამშობიაროს საკუთარი დაბადების გამო უჩივლოს. 

 

იგულისხმება, რომ გინეკოლოგს, რომელიც ქალს მთელი ორსულობის მანძილზე აკვირდებოდა, მოსალოდნელი რისკების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდა და ეს ინფორმაცია მშობლებამდე უნდა მიეტანა. ფაქტობრივად, ექიმს ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი წინდაუხედაობის გამო, მომავალმა დედამ აბორტი არ გაიკეთა, რასაც შედეგად მოსარჩელის „არასწორი ცხოვრება“ მოჰყვა.

***

აბორტების მიმართ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებაა სხვა შტატებში. მაგალითად, ორიოდე კვირის წინ, ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აკრძალავს აბორტს ნაყოფის გულისცემის გამოვლენის შემდეგ, რაც ფაქტობრივად, აბორტის აკრძალვას ნიშნავს. ინფორმაციას Daily Mail- ი ავრცელებს.

ვინაიდან ნაყოფის გულისცემა ორსულობის 5-6 კვირის შემდეგ ვლინდება, ეს კანონი შეერთებულ შტატებში აბორტის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შემზღუდველი ღონისძიება გახდა.

კანონი იმითაც უნიკალურია, რომ ყველას აძლევს უფლებას, აბორტის ჩამტარებელ ექიმს უჩივლოს. აღნიშნული კანონი აბორტის უფლებას იძლევა მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, მაგრამ არა - გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევაში.

ახალი კანონის თანახმად, ქალს, რომელმაც აბორტი გაიკეთა, ბრალი შეიძლება, თავდასხმის ან მკვლელობის მუხლით წაუყენონ, რაც ამ შტატში სიკვდილით ისჯება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი