იცით თუ არა

ატმის სამშობლო ჩინეთია - ამას ახალი აღმოჩენა საბოლოოდ ადასტურებს

fun time

18:00 სამ. 3 აგვისტო, 2021 წელი

ატამი

14
დაკოპირებულია

ჩინელმა მეცნიერმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კუნმინში მიწაში კარგად შენახული რვა ატმის კურკა აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ 2,5 მლნ წელიწადზე მეტია, რაც ეს კურკები მიწაშია ჩამარხული.

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ატამი, ბუნებრივი გადარჩევის გზით, იმაზე ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე ადამიანი აღმოაჩენდა - გაქვავებულმა კურკებმა ნაყოფის ევოლუციურ ისტორიას სრული ნათელი მოჰფინა.

„ატამი კაცობრიობის ისტორიის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ როგორ განვითარდა იგი. თუ კვების რესურესების წარმოშობაზე მეტს გავიგებთ, მათ უკეთ გამოყენებას შევძლებთ“ - ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეობოტანიკის პროფესორი და კვლევის თანაავტორი პიტერ ვილფი.

ატმის გაქვავებული კურკები „სიშუანბანიანას“ ტროპიკული ბაღის თანამშრომელმა და კვლევის ავტორმა ტაო სუმ კუნმინში, თავისი სახლის მახლობლად აღმოაჩინა და ფანტასტიკური ნაპოვნი უწოდა.

ატმის ევოლუცია

სუ აცხადებს, რომ აღმოჩენა ყველასთვის საყვარელი ხილის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ ახალ, მნიშვნელოვან მტკიცებულებებს იძლევა.

ჩინეთი ატმის სამშობლოდ მიიჩნევაა, მაგრამ ამ დრომდე ამის უძველეს მტკიცებულებად 8000-წლიანი არქეოლოგიური ჩანაწერები ითვლებოდა. ამასთან, გარეული ატმის არცერთი პოპულაცია ნაპოვნი არ ყოფილა.

ვარაუდობენ, რომ ცხოველები ატმის ტკბილ ნაყოფს სიამოვნებით მიირთმევდნენ და კურკებს გარშემო მიმოფანტავდნენ, რამაც მის ევოლუციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მოგვიანებით, ატამს გემო ადამიანმაც გაუსინჯა და მისი მოშენება დაიწყო. მალე დიდი ზომის ახალი ჯიშები გამოიყვანეს, რომლებიც მთელ ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ გავრცელდა.

გაქვავებული კურკები

მკვლევარების აზრით, ატმის გაქვავებული კურკების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩინეთი ატმის სამშობლოა. დაოიზმის თანახმად, ამ ხილს ჩინეთში დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს - ის უკვდავების, წარმატებისა და სილამაზის სიმბოლოა.

ტაო სუმ გაქვავებული კურკები პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კვლევის თანაავტორთან პიტერ ვილფთან მიიტანა, სადაც ტესტებმა დაადასტურა, რომ კურკები 2.5 მილიონ წელზე მეტი ხნისაა.

მკვლევარებმა თანამედროვე და პრეისტორიული ატმის კურკების ზომა შეადარეს და დაასკვნეს, რომ გვიანდელი პლიოცენის ეპოქის ატამი, დაახლოებით, 5 სმ დიამეტრის იყო.

„წარმოიდგინეთ ყველაზე პატარა ატამი, რომელიც დღეს იყიდება. დაახლოებით ასეთი იყო პრეისტორიული ატამი. მცირე ზომის მიუხედავად, ეს იყო ხორციანი, წვნიანი ხილი, რომელიც წესით, უგემრიელესი უნდა ყოფილიყო “ - განაცხადა ვილფმა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი