იცით თუ არა

გინებას ანესთეზიის ეფექტი აქვს - ოქსფორდის ფსიქოლოგების ახალი კვლევა

fun time

13:00 სამ. 12 იანვარი, 2021 წელი

გინება ტკივილს
ამსუბუქებს

14
დაკოპირებულია

სამეცნიერო გამოცემა Frontiers in Psychology-ის ინფორმაციით,  ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 92 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. 

ზოგჯერ ხდება, რომ ჩაქუჩს, ლურსმნის ნაცვლად, თითში ვირტყამთ ან მდუღარე წყალს, ჭიქის ნაცვლად, ფეხზე ვისხამთ და ტკივილს უხამსი, სალანძღავი სიტყვებით გამოვხატავთ.
ეს ფენომენი საერთაშორისოა და პლანეტის ყველა კუთხეში მუშაობს. საყოფაცხოვრებო ტრამვის შემთხვევაში გინება, ერთი შეხედვით, ირაციონალურია და, უბრალოდ, ამ გზით ემოციებს გამოვხატავთ, თუმცა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა და გინება ნამდვილად გვეხმარება ტკივილის დაძლევაში.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტის დროს მოხალისეებს ხელი ყინულიან წყალში ედოთ და საგინებელ და ორ სხვა, აბსტრაქტულ სიტყვას ყვიროდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტის მონაწილეები გინების დროს ნაკლებად მწვავე ტკივილს განიცდიდნენ, ვიდრე აბსტრაქტული სიტყვების წარმოთქმის დროს.
შედეგად, ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები ტკივილის დროს ბუნებრივი ანესთეზიის მიზნით იგინებიან. ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ გინების დროს ენერგიას გამოვყოფთ და ტკივილს ვამსუბუქებთ. ამავე დროს, სიტყვები აუცილებლად უნდა იყოს უხამსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი არ აქვს.

ეს უცენზურო გამოთქმების ერთადერთი სარგებელი არ არის.
შარშან ამერიკელმა ექსპერტებმა შრომის ნაყოფიერებაზე გინების გავლენა შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ თანამშრომელი, რომელიც ხშირად იგინება, უკეთ უმკლავდება დაკისრებული დავალებების შესრულებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი