იცით თუ არა

კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი გულის გაჩერებიდან რამდენიმე წუთში გაცოცხლდა

fun time

22:00 სამ. 5 იანვარი, 2021 წელი

აშშ-ში კორონავირუსით
გარდაცვლილი ქალი
გაცოცხლდა

14
დაკოპირებულია

ყოფილი „მის ვირჯინია“ ბარბარა გუთრი ლეი (Barbara Guthrie Lay), რომელიც COVID-19– ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილად გამოაცხადეს, გაცოცხლდა. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail.co.uk ავრცელებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 82 წლის ამერიკელი დეკემბრის შუა რიცხვებში მეზობლისგან კორონავირუსით დაინფიცირდა. მალე ლეის სუნთქვის პრობლემები შეექმნა და 20 დეკემბერს საავადმყოფოში მოათავსეს. ორი დღის შემდეგ ექიმებმა რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ქალი გარდაცვლილი გამოაცხადეს.

საავადმყოფომ ქალის გარდაცვალების შესახებ პირველად მის ექიმ ქმარს, ტომის აცნობა, რომელმაც სამწუხარო სიახლე დანარჩენ ნათესავებს შეატყობინა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტომის საავადმყოფოდან ისევ დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მის ცოლს პულსაცია აღუდგა. „როგორც ექიმს, შემიძლია ვთქვა, რომ რაც მოხდა სასწაულია“ - განაცხადა ტომიმ.

მამაკაცის თქმით, ამ დღემდე ვერ აცნობიერებდა, რამდენად ძლიერად უყვარდა ცოლი. „ბედნიერებისგან ვტიროდი. ერთ წუთში განადგურებული ადამიანისგან უბედნიერეს ადამიანად ვიქეცი,“ - აღიარა მან.

ყოფილი „მის ვირჯინია“ რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს, მაგრამ მომხდარის შესახებ ჯერ არაფერი იცის. ოჯახის წევრები და ნათესავები ფიქრობენ, მისი სასწაულებრივი გაცოცხლების შესახებ როგორ აცნობონ.

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი