იცით თუ არა

კურიოზული ტრაგედიები - ეს ადამიანები იმას შეეწირნენ, რაშიც ცხოვრების აზრს ხედავდნენ

fun time

16:00 კვი. 17 ოქტომბერი, 2021 წელი

დეილ კარნეგი

14
დაკოპირებულია

ასეთი რამ, ალბათ, ბედის ირონიაა და სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს ...

წიგნის „როგორ გადავარჩინოთ ქორწინება“ ავტორმა ცოლი მოკლა

ამერიკელმა დერეკ მედინამ თავის წიგნი მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობების ფსიქოლოგიას, სიყვარულს, ერთგულებას და მორალურ პრინციპებს მიუძღვნა, თუმცა 31 წლის ასაკში პოლიციამ ცოლის მკვლელობისთვის დაპატიმრა - მწერალმა თავისი ნაწამები და მოკლული ცოლის ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე მედინას ცოლი, 26 წლის ჯენიფერ ალფონსო საკუთარი სისხლის გუბეში, მუხლებზე იდგა.

მკვლელს დამალვა არ უცდია და პოლიციაში თავად გამოცხადდა. მედინამ ცოლის მკვლელობა იმით ახსნა, რომ ქალმა პირველმა დაარტყა და ასეთ შეურაცხყოფას ვერ მოუთმენდა.

ცნობილი ფსიქოლოგი დეილ კარნეგი მარტოობაში გარდაიცვალა

ჩვენი დროის ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი, დეილ კარნეგი სიცოცხლის ბოლოს დეპრესიით იტანჯებოდა და სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მის წიგნებს მთელ მსოფლიოში კითხულობენ და ის სამართლიანად ითვლება ფსიქოლოგად, რომელმაც ადამიანის ბუნების სირთულეების შესახებ ბევრი რამ იცოდა. კარნეგის ნებისმიერი წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერი ხდებოდა, ხოლო მისი ნაშრომების საფუძველზე პიროვნული განვითარებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების დამყარებაზე სხვადასხვა სახის ტრენინგები იმართება.

ერთი შეხედვით, ასეთ ადამიანს სრულყოფილად აქვს გააზრებული ურთიერთობის ფსიქოლოგია, თუმცა, პრაქტიკა გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით თავად კარნეგს უამრავი პრობლემა ჰქონდა.

ცნობილი პედაგოგი და აღმზრდელი ბენჯამინ სპოკი შვილებმა მოხუცებულთა სახლში ჩააბარეს

ცნობილი ამერიკელი პედიატრი და პედაგოგი ბენჯამინ სპოკი ცნობილი იმით გახდა, რომ შეძლო ბავშვის აღზრდის საკუთარი მეთოდი შეემუშავებინა. მის წიგნზე „ბავშვი და მისი მოვლა“, რომელიც 1946 წელს გამოვიდა, არაერთი თაობაა აღზრდილი.

იმ დროს საყოველთაოდ აღიარებული იყო, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში დისციპლინა მთავარია, თუმცა სპოკი თავის ნაშრომებში ყურადღებას არა დისციპლინაზე, არამედ ბავშვის პიროვნებაზე ამახვილებდა და ამბობდა, რომ მშობლებმა შვილის პიროვნებას პატივი უნდა სცენ. მისი აღზრდის იდეებმა მშობლების შვილების მიმართ დამოკიდებულება უფრო თბილი და ფაქიზი გახადა.

ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, სპოკის პოპულარობამ პრეზიდენტის რეიტინგს გადააჭარბა, თუმცა როგორც კი მოხუცდა, შვილებმა მის მოვლაზე უარი თქვეს და მოხუცთა თავშესაფარს ჩააბარეს. მას ორი ვაჟი ჰყავდა და, არსებობს ცნობები, რომ თავადაც მკაცრი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, როცა ისინი პატარები იყვნენ.

რჩევები, რომლებითაც ცნობილი პედიატრი და აღმზრდელი მილიონობით ოჯახს ეხმარებოდა, თავად ბენჯამინ სპოკისთვის უსარგებლო აღმოჩნდა, ბედის ირონიაც ამას ჰქვია..

კომპანია SEGWAY– ის მფლობელი თავისივე ელექტროსკუტერმა მოკლა

ჯიმი ჰესელდენი ელექტროსკუტერების მწარმოებელი კომპანია Segway-ის წარმატებული მფლობელიიყო.

2010 წლის 27 სექტემბერს, როდესაც 62 წლის მილიონერმა თავისი მამულის შემოვლა გადაწყვიტა, უბედური შემთხვევა მოხდა. ჰესელდენმა სკუტერის მართვაზე კონტროლი დაკარგა, 24 მეტრის სიმაღლის კლდიდან მდინარეში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ჰესელდენი დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში შედიოდა.

ცნობილმა პედაგოგმა მარია მონტესორიმ საკუთარ შვილზე უარი თქვა

მარია მონტესორი ცნობილია, როგორც გამოჩენილი მეცნიერი, ექიმი და ფილოსოფოსი, რომლის შეხედულებები განსაკუთრებული ჰუმანურობით გამოირჩევა.

1898 წელს მას ვაჟი შეეძინა. მარიას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გამოუვიდა, მამამ შვილზე უარი თქვა. ამ დროს მარიას კარიერაში დიდი წარმატებები ჰქონდა, უმამოს გაჩენილი შვილი კი მის რეპუტაციას ემუქრებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, შვილი აღსაზრდელად სხვა ოჯახისთვის გადაეცა. მართალია, 17 წლის რომ შესრულდა, ვაჟი მარიასთან დაბრუნდა და დედა-შვილი ერთად საქმიანობდა, თუმცა მარიას თავისი ვაჟი შვილად არ უღიარებია.

მარია წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მისი ცხოვრებისეული მისია სხვების შვილების მსახურება იყო.

მართლაც ბედის ირონიაა!

ექსტრემალი ტელეწამყვანი სტივ ირვინი სკაროსის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ცნობილი ავსტრალიელი ტელეწამყვანი, ველური ბუნების მკვლევარი სტივ 44 წლის ასაკში თევზ სკაროსის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

2006 წლის 4 სექტემბერს სტივ ირვინი აკვალანგით წყალქვეშ ჩავიდა, რომ სკაროსები ვიდეოფირზე აღებეჭდა. იგი მასალების მოძიებით იყო დაკავებული თავისი შემდგომი ფილმისთვის "ოკეანეს სასიკვდილოდ საშიში არსებები". პრინციპში, სკაროსი ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ავსტრალიის ნაპირებთან მხოლოდ ორი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ამჯერად ერთ-ერთი თევზი წამყვანს თავს დაესხა და ელექტრული ნემსი, რომელიც 70 ვ ელექტროდენის იმპულსებს უშვებს, პირდაპირ გულში აძგერა. ირვინს გული გაუჩერდა.

ოპერატორმა, რომელიც სტივ ირვინს თან ახლდა, მისი გარდაცვალება ვიდეო ფირზე გადაიღო და სტივის მეუღლეს გადასცა.

ბედის ირონიით, სტივ ირვინი პოპულარული სწორედ მტაცებელ ცხოველებთან და ქვეწარმავლებთან ურთიერთობით გახდა და იმაზე ბევრად საშიშ არსებებს გადაურჩა, ვიდრე სკაროსია. ამიტომ ვერავინ იფიქრებდა, რომ მისი ცხოვრება ასეთი ტრაგიკულად დასრულდებოდა.

ბედნიერებაზე შექმნილი წიგნების ავტორმა თავი მოიკლა

სამხრეთ კორეაში მცხოვრებმა 63 წლის ტელეწამყვანმა და ბედნიერების შესახებ პოპულარული წიგნების ავტორმა, ჩოი იონ-ჰემ სასტუმროს ნომერში, 72 წლის ქმართან ერთად, თავი ჩამოიხრჩო.

თვითმკვლელობამდე ქალმა წერილი დატოვა, რომელშიც თავისი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესებით ახსნა.

თავის წიგნებში მწერალი ბედნიერების და ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის შესახებ წერდა და ადამიანებს ცხოვრებით ტკბობისკენ მოუწოდებდა.

საერთო ჯამში, მან ბედნიერების შესახებ 20-მდე წიგნი დაწერა.

🔰:

ვინ იყო ქართველი ექიმი, ვინც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა

ნიკოლა ტესლა და მტრედი - სიყვარულის ყველაზე უცნაური და მისტიკური ისტორია

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი