იცით თუ არა

ყველაზე სერიოზული გოგოს ამბავი, რომლის გაცინებისთვის დიდ თანხას იხდიდნენ

fun time

18:00 პარ. 19 თებერვალი, 2021 წელი

გაუცინარი გოგოს ამბავი

14
დაკოპირებულია

ალბათ გახსოვთ ზღაპარი გაუცინარ პრინცესაზე, რომელიც ზღაპრის მთავარმა გმირმა გააცინა და ჯილდოდ პრინცესა და ნახევარი სამეფო მიიღო. 

როგორც გაირკვა, გოგონას გაცინების საშუალებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელებსაც ჰქონდათ.

კერძოდ, ნიუ–იორკის ერთ–ერთი კერძო ცირკი Victoria Theater მაყურებელს უჩვეულო ნომერს სთავაზობდა - ვინც ახალგაზრდა ქალბატონს, სახელად სუზან კელის, გააცინებდა, შოუს ორგანიზატორები გულუხვად აჯილდოვებდნენ.

სიუზან კელის გაცინება, რომლის სასცენო სახელი პირქუში სიუ იყო, 1000 დოლარი ღირდა! ეს იმ დროითვის დიდი თანხა იყო და თეატრთან ყველა ასაკისა და ჟანრის კომიკოსების უზარმაზარი რიგი იდგა.

კომიკოსების ხუმრობებზე მაყურებლები სიცილისგან იგუდებოდნენ, ხოლო სიუ წარბშეკრული იდგა. ბევრი იუმორისტისთვის გოგონას გაცინება ღირსების საქმედ იქცა. ისინი მზად იყვნენ, სიუ სრულიად უფასოდ გაეცინებინათ, მაგრამ მათი უამრავი მცდელობამ უშედეგოდ მთავრდებოდა.

თავიდან ფიქრობდნენ, რომ პირქუში სიუ ბრმა და ყრუ იყო, მაგრამ ეს ვერსია მალე უარყვეს, როცა გოგონა მაყურებელს გაესაუბრა და ყველა კითხვას უპასუხა.

თუმცა ისინი, ვინც ატრაქციონის მფლობელების არაკეთილსინდისიერებაზე ეჭვობდა, ნაწილობრივ, მართალები იყვნენ - სუზან კელი სინამდვილეში არ იყო ჩვეულებრივი გოგონა.

სიმართლე მხოლოდ შოუს დახურვის შემდეგ გაირკვა. სიუზან კელის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება - მებიუსის სინდრომი სჭირდა. ამ დაავადების დროს სახის ნერვი პარალიზებულია და სახის მიმიკა საერთოდ არ არსებობს.

ეს დაავადება ჯერ კიდევ მე -19 საუკუნეში იყო ცნობილი, მაგრამ სინდრომის იშვიათობის გამო მის შესახებ თითქმის არავის სმენია.

მას შემდეგ ამერიკაში პოპულარული გამოთქმაც გაჩნდა - „პირქუშ სიუსაც კი გააცინებს“.

წყარო: riaan.tv


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი