იცით თუ არა

კვლევა: ქალები უშნო კაცებთან უფრო ბედნიერები არიან

სალომე ჩაჩიბაია

15:00 ხუთ. 14 იანვარი, 2021 წელი

როგორ ქმარტან არის ქალი
ბედნიერი

14
დაკოპირებულია

ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალები ზეწოლას განიცდიან, თუ გვერდს მათზე არანაკლებ მიმზიდველი კაცი უმშვენებს.

კვლევა 113 ახალდაქორწინებულ წყვილზე ჩატარდა. მონაწილე პირები, დაახლოებით, 30 წლისანი იყვნენ. ქორწინების ხანგრძლივობა კი 4 თვეს არ აღემატებოდა.

კვლევების მიხედვით, თუ ქალი „ლამაზმან ბიჭზეა“ დაქორწინებული, უფრო მეტ ზეწოლას გრძნობს. იწყებს ვარჯიშს, დიეტას და მუდმივად კაცის შენარჩუნების ფიქრშია.

თუ კაცი ნაკლებად მიმზიდველია, ქალი ვერ გრძნობს დიეტისა თუ ვარჯიშის საჭიროებას და ბევრად უფრო ბედნიერია.

მკვლევარ ტანია რეინოლდსის თქმით: „კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკურად მიმზიდველი ქმრის ყოლას შეიძლება, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ცოლებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავად განსაკუთრებით მიმზიდველები არ არიან“.


წყარო: www.lucisphilippines.press


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი