იცით თუ არა

მაგნიტები მაცივარზე - ვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს?

fun time

12:02 ხუთ. 15 აპრილი, 2021 წელი

მაცივრის მაგნიტები -
ვისთვის არის საფრთხე

14
დაკოპირებულია

თითქოს რა უნდა იყოს საშიში ფერადი მაგნიტების მაცივარზე დამაგრებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარმა საგნებმა შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. 

რატომ არის საფრთხის შემცველი მაგნიტის მაცივარზე დამაგრება?

მხოლოდ მაგნიტებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა არ შეუძლიათ. არც ტექნიკის მოშლაზე უნდა ინერვიულოთ, რადგან მაგნიტები მაცივრის წინა მხარეს, კარზეა განთავსებული, ხოლო დანადგარის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი უკანა მხარეს მდებარეობს.

თუმცა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მაგნიტი მოულოდნელად ჩამოვარდება და ადამიანს დააზიანებს. განსაკუთრებით საშიშია მაგნიტების განთავსება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ბავშვმა შეიძლება ფერადი და ბრჭყვიალა „სათამაშოების“ ხელში ჩაგდება სცადოს და მაგნიტი თვალში ან თავში მოხვდეს.

გარდა ამისა, ეს უწყინარი ნივთი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომელთა სხეულის ნაწილები რკინას შეიცავენ.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ

ადამიანებს, რომლებსაც მოტეხილობის შემდეგ ძვლები ლითონის ფირფიტებით დაუმაგრეს;

კარდიოსტიმულატორის მქონე პაციენტებს. ეს სენსორების მქონე მოწყობილობა გულიდან, დაახლოებით, 15 სმ-ით მაღლაა ჩამონტაჟებული და მისი რეგულირება სპეციალური პროგრამის დახმარებით ხდება. კარდიოსტიმულატორების უმეტესობაში მაგნიტებია დამონტაჟებული!

მაცივარზე დამაგრებული მაგნიტები ძლიერ მაგნიტურ ველს ქმნიან, რასაც შეუძლია კარდიოსტიმულატორის მუშაობას ხელი შეუშალოს და ზოგადად, ორგანიზმის მუშაობაზე გავლენა მოახდინოს.

განსაკუთრებით ძლიერია ნეოდიმის მაგნიტების გავლენა, რომლებსაც ფოლადის ფერით ამოიცნობთ.

ცნობისთვის, ნეოდიმის მაგნიტი დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მაგნიტია. ის ნეოდიუმის, რკინისა და ბორის შენადნობია, რომელიც Nd2Fe14B ფორმულით კრისტალურ სტრუქტურას აყალიბებს. სპეციალისტები ადამიანებს, რომლებსაც სხეულში ლითონის შემცველი ნაწილები აქვთ დამონტაჟებული, ურჩევენ, რომ ამგვარი საგნების გამოყენებაზე უარი თქვან.

კარდიოსტიმულატორების მქონე პაციენტებისთვის ნეოდიმის მაგნიტები სასიკვდილო საფრთხის შემცველია. მათი მიმაგრება აკრძალულია ნებისმიერი მოწყობილობაზე, რომელთანაც ამ ადამიანებს კავშირი აქვთ - არა მხოლოდ მაცივარზე, არამედ, მათ შორის, კომპიუტერის მონიტორზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი