იცით თუ არა

მამის გენეტიკა - 7 რამ, რასაც შვილი მხოლოდ მამისგან იღებს

fun time

14:00 ორშ. 15 თებერვალი, 2021 წელი

მამის გენეტიკა

14
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, ბავშვი მემკვიდრეობით ორივე მშობლის გენებს იღებს, მაგრამ თუ მამას დომინანტი თვისებები აქვს, მაშინ შვილები ამ თვისებებს მემკვიდრეობით მიიღებენ. როგორც გაირკვა, გენეტიკა მხოლოდ თვალისა და თმის ფერზე კი არა, რისკისკენ მიდრეკილებაზე და ძილის პოზაზეც კი ახდენს გავლენას. 

გენეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შვილებს მამებისგან გადაეცემათ:

გულის დაავადება - ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გარკვეული ტიპის ქრომოსომის მქონე მამაკაცებში 50%-ით მეტია დაავადების ალბათობა, რომლებიც კორონარულ არტერიაზე გავლენას ახდენს. დიდი ალბათობით, გარკვეულ ვითარებაში ეს თვისება ვაჟებს გადაეცემა.

ფსიქიკური აშლილობები - ფსიქიკურ აშლილობებს შორის, რომლებიც მამებიდან შვილებზე გადადის, შიზოფრენია და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის აშლილობაც არის.

უსწორმასწორო კბილები - მამაკაცის გენი, რომელიც კბილებისა და ყბის ფორმაზეა პასუხისმგებელი, უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის გენები. შვილმა მამისგან შეიძლება მიიღოს არა მხოლოდ უსწორმასწორო კბილები, არამედ სუსტი მინანქარიც.

უშვილობის პრობლემები - მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სპერმის დაბალი ხარისხი შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ვაჟი ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაიბადა, შეიძლება მასაც უნაყოფობაც ჰქონდეს.

ბავშვის სქესი - მამრობითი გენი მომავალი ბავშვის სქესს განსაზღვრავს. პროგნოზი შეიძლება მამის საგვარეულო ხის გამოკვლევით გაკეთდეს. თუ სპერმატოზოიდს X ქრომოსომა ახლავს, მაშინ დედის X ქრომოსომასთან შეერთების შედეგად გოგონა გაჩნდება. თუ სპერმა Y ქრომოსომას შეიცავს - ბიჭი.

ბავშვის თვალის ფერი - ვინაიდან მამის გენები ქალის გენებზე დომინირებენ, ბავშვის სახის ნაკვთები და თვალის ფერი, სავარაუდოდ, მამის ექნება.

ბავშვის სიმაღლე - ბავშვის ზრდა დიდწილად დამოკიდებულია მამის გენებზე. მაღალი მამების შვილები უმეტესად მაღლები არიან.

ცოტა რამ ინტელექტის შესახებ:

1. ინტელექტი მამისგან ვაჟზე არ გადადის - ანუ მამის გენიოსობა ვაჟის გენიოსობას არ ნიშნავს.

2. მამისგან ინტელექტი მხოლოდ ქალიშვილს გადაეცემა და ისიც მხოლოდ სანახევროდ.

3. იდიოტობა მამიდან შვილზე არ გადადის. თუ მამა სრული იდიოტია, მისი ვაჟი იდიოტი არ იქნება (აქ ბუნებამ ბრძნულად გადაწყვიტა).

4. მამაკაცს ინტელექტის მემკვიდრეობით მიღება მხოლოდ დედისგან შეუძლია, რაც მან თავის მხრივ, მამისგან მიიღო.

5. გენიოსის ქალიშვილი მემკვიდრეობით მამის ჭკუის ნახევარს მიიღებს, მაგრამ გენიოსის ქალიშვილის ვაჟი ნამდვილი გენიოსი იქნება.
თუ ქალის მამა იდიოტია, ამ ქალის ვაჟი ნახევრად იდიოტი იქნება.

6. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გენიოსი ქალი ისეთივე იშვიათობაა, როგორც ასი პროცენტით იდიოტი ქალი, სამაგიეროდ, გენიოსი და სრული იდიოტი მამაკაცი ძალიან ბევრია.

დასკვნები მამაკაცებისთვის:

1. თქვენი შვილის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზირებისთვის, გაიგეთ ვინაა თქვენი ცოლის მამა (თუ ის გენიოსია, მაშინ თქვენი შვილიც ჭკვიანი იქნება).

2. თქვენი ქალიშვილი მემკვიდრეობით თქვენი ჭკუის ან თქვენი იდიოტიზმის ნახევარს მიიღებს. ინტელექტით ის თქვენთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე დედასთან. თქვენი ქალიშვილის შვილს (ანუ თქვენს შვილიშვილს) მთელი თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გადაეცემა. ასე რომ, თუ ჭკვიანი თაობა გინდათ, ქალიშვილზე იოცნებეთ.

3. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან და დედის მამისგან - ბაბუისგან მიიღეთ.

დასკვნები ქალებისთვის:

თქვენი ვაჟი ჭკუით და გონებით თქვენი მამის ასლია, მაშინ მისი დადანაშაულება „მამაშენივით სულელი ხარ“, უსამართლოა.

ესეც საინტერესოა:

7 კითხვა ჯანმრთელობაზე, რომელიც დედას უნდა დაუსვათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი