იცით თუ არა

პატარა ამბავი იმის შესახებ, როგორ შეიძლება, წამში შეიძინო ისტორიული ღირებულება...

fun time

14:00 ხუთ. 25 თებერვალი, 2021 წელი

ბითლზების ლეგენდარული
ფოტო

14
დაკოპირებულია

დაკვირვებიხართ, რა ხდება ამ ლეგენდარული ფოტოს უკანა ფონზე?

„The Beatles“-ს ნებისმიერმა ფანმა იცის, რომ ეს ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის ალბომის Abbey Road-ის ყდაა - ზებრა გადასასვლელზე ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი გადადიან.

სურათის უკანა ფონზე მოჩანს თეთრი ფოლკსვაგენი (ე.წ. ხოჭო), გზის მეორე მხარეს კი - მამაკაცი, რომელიც მუსიკოსებს უყურებს.

ალბომის გამოსვლის შემდეგ თეთრი „ფოლკსვაგენი“ სუვენირებზე მონადირეებმა და ჯგუფის ფანებმა მიზანში ამოიღეს. ცდილობდნენ, მისთვის ნომერი (LMW 281F) მოეხსნათ. მანქანა ადვილი საპოვნელი იყო - მისი მფლობელი იმ სტუდიის გვერდით ცხოვრობდა, სადაც მუსიკოსები ალბომს წერდნენ.

1986 წელს ეს ლეგენდარული „ფოლკსვაგენი“ აუქციონზე 2500 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მომდევნო აუქციონების შესახებ არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ამჟამად მანქანა გერმანიის ერთ-ერთი მუზეუმის ეგზემპლარია.
მამაკაცი, რომელიც ფოტოზე, „ფოლკსვაგენის“ მოპირდაპირე მხარეს დგას, ამერიკელი ტურისტი პოლ კოულია. მან საკუთარი თავი ლეგენდარულ ფოტოზე ალბომის გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა.

ამ ისტორიული ფოტოს გადასაღებად ფოტოგრაფ ლიენ მაკმილანს (Iain Stewart Macmillan) მხოლოდ 10 წუთი ჰქონდა - სწორედ ამ ხნით შეაჩერა პოლიციელმა Abbey Road-ზე სამანქანო მოძრაობა.
მას შემდეგ ლივერპულელი ოთხეულის ნებისმიერი ფანი ბრიტანეთში ჩასვლისას თავს მოვალედ გრძნობს, რომ ისტორიულ ზებრა გადასასვლელზე გაიაროს, რომლის გარშემოც ამჟამად უამრავი ვებკამერაა დაყენებული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი