რა უნდა იცოდეთ, თუ ხის ავეჯის შეძენას აპირებთ
14:00 შაბ. 18 სექტემბერი, 2021 წელი
კარგად არის ცნობილი, რომ ყველაზე მყარი, ლამაზი და საიმედო ავეჯი, რომელიც ყოველთვის მოდურია, ნატურალური ხისგან მზადდება, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რომ სხვადასხვა ჯიშის ხეს სხვადასხვა თვისებები აქვს.
ამიტომ, ის, რის შესახებაც ამ სტატიაში ვწერთ, უნდა იცოდეთ თუნდაც იმიტომ, რომ
ა) ხის ავეჯში საკმაოდ ძვირის გადახდა მოგიწევთ და
ბ) რადგან ძვირს გადაიხდით, აპრიორი ელოდებით, რომ 100 წელი პირვანდელი სახე უნდა შეინარჩუნოს.
მაშ ასე:
რამდენიმე ტერმინი, რომელშიც უნდა ერკვეოდეთ:
- მაგარი ხე და რბილი ხე
როდესაც ხის მასალას ასე მოიხსენებენ, აქ იმას კი არ გულისხმობენ, რომ თქვენ ხელის მოკიდებით შეიგრძნობთ ამ ხის სირბილეს ან სიმაგრეს. აქ საუბარია ხის სტრუქტურის სიმკვრივეზე. მაგარი (მკვრივი) მერქნის აქვს ფოთლოვან ხეებს, ხოლო წიწვოვანი ხეების მერქანი შედარებით რბილია. ხშირად ავეჯის წარმოებისთვის სპეციალურ ტყეს აშენებენ, რომლებიც მთლიანად გარკვეული ჯიშის ხეებისგან შედგება.
- ნატურალური ხის ანათალი
ხის ავეჯის წარმოებაში, მერქნის პარალელურად, ასევე გამოიყენება მერქნული მასალები, რომლებიც სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური პროცესით მიიღება. ასეთი მერქნული მასალაა სწორედ ანათალი.
ხის დეკორატიული ფენა შეიძლება ნებისმიერ ზედაპირზე გადაიტანოთ. ასეთი ავეჯი ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ ხეზე ბევრად იაფი იქნება.
- ინკრუსტრირებული ხე
ეს არის ხის ავეჯის ზედაპირის გალამაზება - დეკორირება სხვადასხვა მასალით - სპილოს ძვლით, სადაფთ, ლითონის ან სხვა ჯიშის ხის ნაწილებით. ამ მეთოდით, როგორც წესი, აფორმებენ მაგიდებს, დესაოებს, სკივრებს, მაგიდის სანათებს და ა.შ.
- შეღებილი ხე
დამუშავებული და ფორმამიცემული ხე შეიძლება, დაფარული იყოს სხვადასხვა ფერის საღებავით ან ლაქით, რათა ბუნებრივი ფერი და ბუნებრივი ნახატი შენარჩუნდეს. ეს საჭიროა ზედაპირის დასაცავად. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ლაქების დახმარებით იაფფასიან ხის მასალას ძვირად ღირებულის იერს აძლევენ.
ხის ჯიშები, რომლებიც ავეჯის წარმოებაში გამოიყენება:
კოპიტი
ის გამძლე და დრეკადია ანუ ადვილად „იღუნება“. ამიტომ მას, ძირითადად, მოღუნული დეტალებისა და ისეთი ავეჯის წარმოებისთვის იყენებენ, რომელმაც დიდ წონას უნდა გაუძლოს.
კედარი, კერძოდ აღმოსავლური, წითელი კედარი
ამ წიწვოვანი ხისგან ძირითადად სკივრები და კარადები მზადდება, თუმცა შესაძლებელია, საწოლების დასამზადებლადაც გამოიყენონ. კედრის ზეთს თავისებური სუნი აქვს, რომელიც მწერებს აფრთხობს.
ალუბალი
ეს მკვრივი ხის მასალაა და ერთ -ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. ამ მასალისგან, ძირითადად, კარადები, დესაოები, სკამები მზადდება. ასევე იყენებენ ანათალისა და ინკრუსტაციისთვის, რათა ავეჯს ფუფუნების ელემენტი შესძინონ.
კვიპაროსი
ამ წიწვოვან ხეს ძველი დროიდან იყენებენ ავეჯის წარმოებაში და, სხვათა შორის, გემთწარმოებაშიც. ის ადვილად დრეკადი ხეა და მისგან ხშირად ამზადებენ ავეჯის მოღუნულ დეტალებს, საქანელა სავარძლებს, მოწნულ ავეჯის.
ნაძვი
ნაძვიც წიწვოვანი ხეა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომია. მისგან უამრავი ნივთი მზადდება: ავეჯი, კარები, ჩარჩოები, ფანჯრები, რიკულები, ანათალი, პარკეტი, მასალები გარე და შიდა დეკორაციისთვის. თანაც მისი ღია ფერი უპრეტენზიოა და ყველანაირ ინტერიერს მოუხდება.
ამერიკული წითელი ხე
ეს უძვირფასესი ხე, ტრადიციულად, მასიური ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება. ამერიკული ხის ავეჯი მყარი და ძალიან ლამაზია. წითელი ხის ავეჯი თაობების ხელში ისე გაივლის, რომ პირვანდელ სახეს ბოლომდე შეინარჩუნებს. წითელ ხეს ხშირად ანათალისთვისაც იყენებენ.
ამერიკული ნეკერჩხალი
ის მკვრივი და ძალიან გამძლე ხეა. მისგან მზადდება საწოლები, სასადილოს ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი, კონსოლები, დესაოები.
მუხა
წითელი და თეთრი მუხა გამძლეობისა და ულამაზესი სტრუქტურის გამო ძვირად ფასობს. ეს კეთილშობილი ხე როგორც მასიური ავეჯის, ისე ანათალის დასამზადებლად გამოიყენება. სწორედ მუხის ანათალით არის მოპირკეთებული ელიტური სასტუმროები, რესტორნები თუ კაზინოები .
პეკანი (ჩრდ. ამერიკული კაკალი)
ეს მყარი და გამძლე ხე, ძირითადად, სპორტული ინვენტარისა და საოფისე ავეჯის წარმოებისთვის გამოიყენება.
ფიჭვი
მას რბილი მერქანი აქვს, თუმცა ლამაზი, მსუბუქი და იაფია. მისგან მზადდება სხვადასხვა ავეჯი, იატაკი, საფეხურები, კარები. ფიჭვის მასალას, როგორც წესი, ლაქით ფარავენ, ხის ბუნებრივი ფერის გამოსაკვეთად.
თუ მასიური ხის ავეჯი მოგწონთ, ამ მისამართზე დიდი არჩევანია: ashleyhome.ge
სიახლეები ამავე კატეგორიიდან