იცით თუ არა

რატომ არ ამოსდით სიბრძნის კბილები მექსიკელებს?

fun time

16:44 პარ. 11 ივნისი, 2021 წელი

მექსიკელები

14
დაკოპირებულია

ზოგადად, კბილების ამოსვლაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა: გენეტიკური თავისებურება, გეოგრაფიული გარემო, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, საკვების თავისებურება, ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა, გადატანილი ინფექციები და სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარეობენ და სხვა. რაც შეეხება „სიბრძნის კბილებს“, ისინი ადამიანს 16-20 წლის ასაკში ეზრდება. ითვლება, რომ სწორედ ამ დროს ადამიანი „ბრძენდება“ და მისი გონებრივი განვითარება სრულყოფილი ხდება.

 

იმის გამო, სიბრძნის კბილი ყველაზე ბოლოს იზრდება, ხშირად მისთვის პირის ღრუში ადგილი არ რჩება, რასაც კბილის ირიბად ამოსვლა და ქირურგიული ოპერაციები მოჰყვება. თუმცა დედამიწაზე მცხოვრები ზოგი ერისთვის ეს პრობლემა აქტუალური არ გახლავთ. მაგალითად, მექსიკელებს სიბრძნის კბილი საერთოდ არ ამოსდით. ამის მიზეზი დაახლოებით 400 000 წლის წინ მომხდარი გენეტიკური ცვლილებებია, რომელმაც მოსახლეობა „სიბრძნისკბილიანებად“ და „უსიბრძნისკნილოებად“ დაყო.

რამ გამოიწვია ეს ცვლილებები და ზოგადად, რისთვის სჭირდება ადამიანს სიბრძნის კბილი?

რისთვისაა საჭირო სიბრძნის კბილი?

ოდესღაც, ყბის უკანა ნაწილში განლაგებული კბილები მყარი საკვების დასაღეჭად იყო საჭირო. საუბარია უმ ხორცსა და მცენარეებზე, რომლებიც ცეცხლის გამოგონებამდე და თერმული დამუშავების სწავლამდე დასაღეჭად ძალიან უხეში გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინაპრებმა ცეცხლის დანთება და მასზე სხვადასხვა კერძების მომზადება ისწავლეს, სიბრძნის კბილებმა სასარგებლო ფუნქციები დაკარგეს. დღეს, ბევრი ადამიანი სიბრძნის კბილებს არასწორი ზრდით გამოწვეული დისკომფორტის გამო იშორებს.

სიბრძნის კბილი მსოფლიოს სხვადასხვა ერში

როგორც სტატისტიკა ამბობს, სიბრძნის კბილი მსოფლიოს მოსახლეობის 92% -ს ამოსდის, დანარჩენებთან კი პირის ღრუში ადგილის არარსებობის გამო, თავს იკავებს. თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომელთა სხეულები სიბრძნის კბილზე „დაპროგრამებული“ არ არის. სწორედ ამ იღბლიანთა რიცხვში შედის მექსიკის მკვიდრი მოსახლეობა, რომლის გენეტიკა სიბრძნის კბილის არსებობას არ ითვალისწინებს.

2014 წელს მეცნიერებმა სიბრძნის კბილის შესახებ მონაცემები შეკრიბეს და გაირკვა, რომ ევროპული წარმოშობის მქონე ამერიკელთა 10-25%-ს მხოლოდ ერთი სიბრძნის კბილი აქვს, აფრიკელებში „არასრული კომპლექტი“ მოსახლეობის 11% -ში გვხვდება, ხოლო აზიელებში - 40% -ში. ტასმანის კუნძულებზე მცხოვრებ თითქმის ყველა ადამიანს ორივე სიბრძნის კბილი აქვს. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია მათი კვების რაციონით, რომელიც მყარი საკვებით მდიდარია.

რატომ არ იზრდება სიბრძნის კბილი?

ანთროპოლოგ ალან მანის აზრით, ადამიანების „სიბრძნისკბილიანებად“ და „უსიბრძნისკნილოებად“ დაყოფა, დაახლოებით, 300-400 ათასი წლის წინ მოხდა. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთმა ხალხმა საკვების კარგად მომზადება ისწავლა და მუტაციამ მათ დამატებითი კბილები ჩამოართვა.

ასევე შესაძლებელია, რომ უძველესი ადამიანების ზოგი ჯგუფი, ნადირობისა და ცხოველური საკვების მიღების ნაცვლად, რბილ მცენარეულ საკვებს მიირთმევდა. მათ ყბებს ბევრი კბილი არ სჭირდებოდა და დროთა განმავლობაში, რაოდენობა მცირდებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლები თანამედროვე მექსიკელების შორეული ნათესავები არიან. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ ის, რომ მექსიკელებს სიბრძნის კბილები არ აქვთ, ფაქტია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი