იცით თუ არა

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ მეტი საპირფარეშო?

funtime

20:00 პარ. 11 ივნისი

პენტაგონის მშენებლობა
14
დაკოპირებულია

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობა, ფუნქციური დატვირთვისა და გამორჩეული არქიტექტურის წყალობით, მსოფლიოში გამორჩეულია. ხუთკუთხა შენობის აგება ვირჯინიის შტატში 1941 წლის 11 სექტემბერს დაიწყო. პროექტის მიხედვით, მასში საპირფარეშოების რაოდენობა ნორმაზე ორჯერ მეტი იყო...

ვირჯინიის შტატში რასობრივი დაყოფის კანონი მოქმედებდა, რამაც პენტაგონის არქიტექტორს, კაპიტან კლარენს რენშოუს უამრავი პრობლემა შეუქმნა: თავდაპირველად მას თეთრკანიანი და ფერადკანიანი მუშებისთვის სხვადასხვა სასადილოს აშენება მოუწია. ამის მიუხედავად, მუშებს შორის ხშირი იყო კონფლიქტი. ისინი ხაზავდნენ ზოლებს, რომელზეც განსხვავებული რასის წარმომადგენლებს გადაბიჯება არ შეეძლოთ.

როცა სამხედროებმა არქიტექტორს უთხრეს, რომ საპირფარეშოების რაოდენობა უნდა გაეორმაგებინა, ის ძალიან დაიბნა, თუმცა მითითება შეასრულა.

რენშოუს ემოციები გასაგები იყო - ჯერ კიდევ 1941 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სახელმწიფო მოხელეებს შორის დისკრიმინაციას კრძალავდა.
სამხედროებმა თავხედურად უარყვეს პრეზიდენტის ბრძანებულება და საპირფარეშოების გამოყოფა დაჟინებით მოითხოვეს, თუმცა წარწერების დამაგრება „მხოლოდ თეთრებისთვის“ ვერ მოახერხეს, რადგან 1942 წელს მშენებარე პენტაგონს რუზველტი, კომისიასთან ერთად, დაატყდა თავს და სამხედროებს თავისი ბრძანება შეახსენა.

1948 წლის შემდეგ ამერიკაში ნებისმიერი სახის რასობრივი დაყოფა უკანონობად მიიჩნევა, თუმცა პენტაგონში საპირფარეშოების უზარმაზარი რაოდენობა დღემდე შემორჩა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენს იწონის მილიონი დოლარი?

რამდენს იწონის მილიონი

რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმი...

რატომ არის ძროხა წმინდა
ცხოველი ინდოეთში

რატომ ეშვება დროშა გლოვის ნიშნად?

დაშვებული დროშა -
ბრიტანული ტრადიცია

თუკი ამ ნიშნებიდან ერთი მაინც გაქვთ...

ექსტრასენსული უნარები

ბუშტულებიანი ცელოფანი კონდიციონერის...

ბუშტულებიანი ცელოფანი
ფანჯრებზე

9 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ეკ...

გარემოს დაბინძურება

რატომ გვაღიზიანებს კაწვრის, ფხაჭვნი...

ადამიანის რეფლექსები

რატომ წერენ ებრაელები და არაბები მა...

რატომ წერენ ებრაელები და
არაბები მარჯვნიდან
მარცხნივ?

Just do it - იცით, რომ ნაიკის ეს ლო...

ნაიკის სლოგანის ისტორია