იცით თუ არა

რატომ ატყდა მსოფლიოში 1973 წელს ტუალეტის ქაღალდის პანიკა?

fun time

14:00 სამ. 7 სექტემბერი, 2021 წელი

ტუალეტის ქაღალდის პანიკა
1973 წელს

14
დაკოპირებულია

1973 წლის დეკემბერში The Tonight Show-ს წამყვანმა ჯონ კარსონმა (Johnny Carson) ამერიკელები ტუალეტის ქაღალდის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გააფრთხილა. გულუბრყვილო მომხმარებლებმა დაიჯერეს, რომ ყოფითი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გარეშე დარჩენა ემუქრებოდათ და ქაღალდის მოსამარაგებლად მაღაზიებისკენ გაიქცნენ.

შექმნილი მდგომარეობით რამდენიმე მაღაზიამ ისარგებლა და ტუალეტის ქაღალდის ფასი გააორმაგა, თუმცა კრიზისი მეორე დღესვე მოგვარდა, როცა ბატონი კარსონი ადგილობრივი რადიოს ეთერით გამობრძანდა და ამერიკელებს აუხსნა, რომ წარუმატებლად იხუმრა.

1973 წელს ეს ტუალეტის ქაღალდთან დაკავშირებული ერთადერთი კურიოზი არ ყოფილა.

იმავე 1973 წელს, წყნარი ოკეანის მეორე მხარეს, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ბედით შეფიქრიანებული იაპონიის მთავრობა ისრაელისა და არაბეთის საომარ მდგომარეობას შეშფოთებული ადევნებდა თვალს, თუმცა, ერთ-ერთმა იაპონელმა მინისტრმა ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოაჩინა - 31 დეკემბერს ტელევიზიით გამობრძანდა და მოსახლეობას ტუალეტის ქაღალდის უფრო ეკონომიურად გამოყენება სთხოვა. ალბათ, ეს ყველაზე უარესი იყო მათ შორის, რაც ამ ადამიანს ოდესმე გაუკეთებია.

მეორე დღეს დილიდან ქალაქ ოსაკას სუპერმარკეტებთან ადამიანების უზარმაზარი რიგები გაჩნდა.
ფაქტობრივად, რამდენიმე საათში სავაჭრო ქსელიდან მთელი ტუალეტის ქაღალდი გაქრა.

როცა ამბავი საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს, ოსაკას მაგალითს სხვა იაპონურმა ქალაქებმაც მიჰბაძეს.
2 ნოემბერს იაპონიის მთავრობის სხვა ჩინოვნიკმა ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის საკმარისი რაოდენობა მოიპოვებოდა, მაგრამ მისი აღარავის სჯეროდა.

სუპერმარკეტებთან ტუალეტის ქაღალდის შესაძენის მსურველთა რიგები არ იკლებდა. კრიზისის დასრულებისთვის, თითოეული იაპონელის სახლში რამდენიმე წლის სამყოფი ტუალეტის ქაღალდი ინახებოდა.

The Tonight Show და მისი წამყვანი ჯონ კარსონი, თავისი „უკბილო“ ხუმრობით:


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი