იცით თუ არა

რატომ კვნესის დედამიწა? - პლანეტის აუხსნელი საიდუმლო

fun time

18:00 კვი. 10 იანვარი, 2021 წელი

ქალაქი ტაოსი

14
დაკოპირებულია

მოვლენა, რომელიც „ტაოსის ხმაურის“ სახელით არის ცნობილი და პლანეტის სხვადასხვა ადგილებში - ჩრდილოეთ ევროპაში, რუსეთში, ბრიტანეთსა და ამერიკაში გვხვდება, დედამიწის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა...

ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირია ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ტაოსის მახლობლად.


ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს დიდი ხანია ესმით უდაბნოდან მომავალი, გაურკვეველი წარმოშობის, დაბალი სიხშირის ხმა, რომელიც ავტომაგისტრალზე მძიმე ტექნიკის გადაადგილების ხმას წააგავს, თუმცა გარშემო არც დიდი მაგისტრალებია და არც ტექნიკა მოძრაობს.

ეს არასასიამოვნო ხმაა, ადამიანებში პანიკის გრძნობას აღვივებს და მძიმე ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობაში, რომელიც „ტაოსის ხმაურის“ ზონაში ცხოვრობს, მაღალია თვითმკვლელობის სტატისტიკა.
ტაოსელებს სწამთ, რომ „ხმა არსაიდან“ მოახლოებულ უბედურებას მოასწავებს.

ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით, 1997 წელს, „ტაოსის ხმაურის“ მიზეზების დასადგენად, მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, თუმცა მთავარი კითხვა - საიდან მომდინარეობს უცნაური ხმა, დღემდე უპასუხოდ რჩება.

ერთ-ერთი ვერსიით, ხმაურს გეოფიზიკური პრობლემები იწვევს.
1995 წელს, კოლის ნახევარკუნძულზე, 12 კილომეტრის სიღრმის ჭაბურღილის გათხრის შემდეგ, მუშებმა დაბალი სიხშირის, „ტაოსის ხმაურის“ მსგავსი, გაბმული ხმა გაიგეს. ანალოგიური მოვლენა სხვა ღრმა ჭაბურღილებშიც განმეორდა.
გეოლოგების მტკიცებით, სამთო სამუშაოებისა და ღრმა ჭაბურღილების გაყვანის დროს, „შეშფოთებული“ დედამიწა გაბმულ, კვნესისმაგვარ ხმას გამოსცემს.

მეცნიერთა დასკვნით, ხმაური პლანეტის სიღრმეში არსებული ლითოსფერული ფილების მოძრაობისას წარმოიქმნება და, მიწისძვრის მოახლოებასთან ერთად, ძლიერდება.
პლანეტის სიღრმეში დაგროვილი უზარმაზარი ენერგია თითქოს ზედაპირზე ამოსვლას ცდილობს და ამ დროს, საშინელ ხმას გამოსცემს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ხმაურზე დაკვირვებით, მიწისძვრის პროგნოზირება შეიძლება.

ის ადამიანები, ვინც სამყაროს დასასრულის შესახებ არსებულ თეორიას ემხრობიან, ამტკიცებენ, რომ „ტაოსის ხმაური“ იერიქონის საყვირის ხმაა, რომელიც მოახლოებული აპოკალიფსის შესახებ გვამცნობს. მათი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რომ ხმა ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში ისმის, თანაც ისე, რომ მისი წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია. ის თითქოს არსად და ამავდროულად ყველგანაა.

ვერსიებისა და ვარაუდების მიუხედავად, ტაოსის ხმაურის გამომწვევ მიზეზებს მეცნიერები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

წყარო



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი